ბევრისთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ იზიდავთ ქალებს პრობლემური მამაკაცები სერიოზული ურთიერთობების ასაგებად.

0
48

ქალები ძალიან ხშირად აკეთებენ უცნაურ არჩევანს, გვერდიდან ეს საკმაოდ არალოგიკური ჩანს. რატომ ამჯობინებენ ისინი პრობლემურ, არაადეკვატურ და რთული ხასიათის მქონე მამაკაცებს? უხშირესად ესენი არაიან ცოლიანი მამრები, ალკოჰოლიკები, ყელამდე ვალებში ჩაფლობის მოყვარულები, საყვარლებთან დროსტარებას ჩვეულნი. მათში არაფერია მომხიბვლელი და მიმზიდველი.

ხშირად ქალს მეგობრები, ოჯახის წევრები, ფსიქოლოგები, თანამშრომლები ერთხმად ეუბნებიან, რომ მან საშინელი არჩევანი გააკეთა, ის კი არავის შეხედულებას არ ითვალისწინებს, ეს კი ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს. ეს ყოველივე მანდილოსნის სერიოზულ მენტალურ პრობლემებზე მეტყველებს. ხალხის ნაწილი ამ შემთხვევაში მოიშველიებს არგუმენტს, რომ სიყვარული ბრმაა და ეს ღვთაებრივი გრძნობა შემთხვევით არ ვლინდება.

რა აერთიანებს ყველა კატეგორიის პრობლემურ მამაკაცს? ისინი მიუშვდომელები არაიან, მათთან ნორმალური ურთიერთქმედება პრაქტიკურად შეუძლებელია. მათთან ურთიერთობა უამრავი სირთულია და წინაღობის შემცველია. ქალები ასეთი ტიპაჟის მამაკაცებს შემთხვევით როდი ირჩევენ, მათთვის ეს ქცევის ჩვეული მოდელია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მშობლებს, ანუ ოჯახურ გარემოებას, ან ბავშვობის სხვადასხვა ეტაპს. მსგავსი შეგნების მქონე ქალებს არ დააინტერესებთ ღირსეული, წარმატებული და ფინანსურად შემდგარი მამაკაცები. ისინი მათში საფრთხეს დაინახავენ, რადგან საპირისპირო სქესის ამგვარ წარმომადგენლებთან ურთიერთობას არ არიან ჩვეულნი.

რაშია გამოსავალი? – პირველ რიგში, ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ მცდარი გატაცებები აქვს. უდავოდ, მარტო რთულია საკუთარ თავთან გამკლავება. ბევრი მცდარ გზას ადგება და სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.

  1. უპირველესად, უნდა გაიაზროთ, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც დისკომფორტს გიქმნით.
  2. უნდა გაანალიზოთ, თუ რატომ გიზიდავთ ესა თუ ის სირთულეები, რის გამო გსურთ შურისძიება ან მონანიება.
  3. მიიღეთ მოცემულობად ის ფაქტი, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. ყველა დაშვებული შეცდომა განვლილი დროის ნაწილია.
  4. მიმართეთ სპეციალისტს ან იხელმძღვანელეთ შესაბამისი ლიტერატურით.
  5. გიაკაჟეთ ხასიათი, გახსოვდეთ, რომ უნდა გქონდეთ ცვლილებისადმი სწრაფვის სურვილი.