რატომ ამოარწყევს ხოლმე ბავშვი და ღირს თუ არა ამის თაობაზე განგაშის ატეხა.

0
64

ამორწყევა ახალშობილთა შემთხვევაში ნორმალური და ფიზიოლოგიურად აუცილებელი მოვლენაც კია. ამის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათგან რამდენიმე ნამდვილად ღირს იმად, რომ დროულად მიმართოთ პედიატრს დასახმარებლად.

იმის გასაკრვევად, თუ რატომ ამოარწყევს ხოლმე ბავშვი და აგრეთვე ფიზიოლოგიური ნორმის პოტენციურად საშიში სიტუაციისგან განსასხვავებლად, საჭიროა პროცესის დეტალური შესწავლა. ჩვილების შემთხვევაში ამორწყევა – ესაა კუჭის შიგთავსის საყლაპავში და კიდევ უფრო ზემოთ, პირის ღრუსკენ უნებლიე გადასროლა. ბავშვი ნელ-ნელა ამოარწევს თუ შადრევანისებურად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმძლავრით გამოდევნის საკვებს კუჭის კედლები.

ბავშვთა დაახლოებით 80%-ს სიცოცხლის პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიურად “აღებინებთ”. ამორწყევის სიხშირე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: დროულობის დონეზე, დაბადების წონაზე, წონაში მატების დინამიკაზე.

ზოგჯერ ჩვილი კვების შემდგომ ამოარწყევს ხოლმე დედის რძეს ან ნარევს, რადგან მან იმაზე მეტი ჭამა, რისი მონელებაც და კუჭში “შეკავება” შეეძლო. სიცოცხლის პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ბავშვის კუჭის კარდიალური ნაწილისა (კუჭის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოსდევს საყლაპავ მილს) და საყლაპავის საზღვრად მიჩნეული სფინქტერი არაა სრულყოფილად განვითარებული. ნორმაში ეს ანატომიური ნაწილი შეკუმშვისას ხელს უშლის კუჭიდან საყლაპავში საკვების მოხვედრას.

გაზების ზედმეტი წარმოქმნაც და კოლიკებიც გვევლინება ამორწყევის მიზეზებად. ჰაერის ბუშტუკები აწვება კუჭის და ნაწლავთა კედლებს, წარმოიქმნება წნევა, რომელიც ახდენს საკვების ამოღებინების პროვოცირებას.

პირველ რიგში, უნდა გვაღელვებდეს ახალშობილის წონის დინამიკა. თუკი ჩვილი სტაბილურად იმატებს წონაში, მაშინ რა ოდენობის საკვები ნარჩენებიც არ უნდა ამოარწყიოს მან, ეს უსაფრთხო და ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება. როცა ახალშობილი აღებინებს და ამასთან ერთად სუსტდება, მაშინ ეს უკვე სხვადასხვა სხვადასხვა პათოლოგიის საგანგაშო სიმპტომად მიიჩნევა. ეს დარღვევები შეიძლება იყოს: საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანომალიური განვითარება, ლაქტოზის აუტანლობა, ინფექციური დაავადებები.