ტაროს გაშლა. მისი ფარული ოცნებები და სურვილები. ის, რაც სურს, მაგრამ ეშინია ამის აღიარების

0
99

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: მისი ფარული ოცნებები და სურვილები. ის, რაც სურს, მაგრამ ეშინია ამის აღიარების.განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

მთავარ კარტად იმპერატორი გამოვიდა. არ არის აუცილებელი, ეს ნიშნავდეს, რომ არ ხართ თავისუფალი და იმპერატორთან ხართ – თქვენს ქმართან (თუმცა ვინმესთვის შეიძლება ასეც იყოს). რადგან ახლა თქვენს სიგნიფიკაციას ვაკეთებთ, შესაბამისად, ეს არკანი შესაძლებელია თქვენ გახასიათებდეთ, როგორც ძლიერ, თავდაჯერებულ ადამიანს, რომელსაც საკმაოდ მაღალი პოზიცია უკავია საზოგადოებაში.

თქვენ შეიძლება იყოთ, მაგალითად, ხელმძღვანელი, უფროსი, ზოგადად, არა უბრალო ქალი, რომელსაც პატივს სცემენ. საკუთარი თავის მიმართ სხვაგვარ დამოკიდებულებას – არც აძლევთ საშუალებას. იმიტომ, რომ თქვენ აცნობიერებთ საკუთარ ფასს და მნიშვნელობას ცხოვრებასა და საზოგადოებაში.

ბევრს ფიქრობთ, ბევრ რამეს გეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაქვთ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვერ ახორციელებთ, თქვენთვის რაღაც რჩება აუხდენელი ოცნებების კატეგორიაში, მაგრამ რაც თქვენთვის პრიორიტეტულია რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში – თქვენ იმას ასრულებთ.

ზოგადად, თქვენ იცით პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. შეუძლებელია ყველაფრის ერთდროულად გაკეთება და ამიტომ უფრო მეტ დროს და ენერგიას უთმობთ იმას, რაც თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ ხართ წესიერი, პრაქტიკული, საკმაოდ კომუნიკაბელური ქალი, რომელსაც აქვს გარკვეული გარემოცვა სადაც გაფასებენ და პატივს გცემენ.

მამაკაცზე ამოვიდა კვერთხების პაჟი. პაჟი ყოველთვის არის გზის დასაწყისი, როდესაც ადამიანს აქვს გარკვეული ამბიციები, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული. დიახ, კვერთხი საუბრობს აქტივობაზე, რომ ადამიანი ბევრისკენ მიისწრაფვის, ბევრს გეგმავს, არ ზის უსაქმოდ, მაგრამ მაინც, მას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი სიმწიფე, გამოცდილება, რომ სწრაფად განახორციელოს თავისი გეგმები.

ის ნამდვილად გზის დასაწყისშია. შესაძლოა, ის ძალიან ახალგაზრდაა, ან შესაძლოა ახალი წამოწყებები აქვს ჩაფიქრებული, ამუშავებს ახალ გეგმებს, სწავლობს რაღაც ახალს. მაგრამ აქ სტაგნაცია არ არის, პირიქით არის განვითარება, მოძრაობა.

მართალია მას რაღაცეების გაკეთება არ გამოსდის, რაც მას აწუხებს და ანერვიულებს, მაგრამ ის არ ნებდება, მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდის პროცესი, როდესაც საკუთარი გამოცდილებით, თუნდაც ზოგიერთი შეცდომით, მამაკაცი კვერთხის პაჟის მდგომარეობიდან უკვე იმავე მასტის მეფის მდგომარეობაში გადადის.

ზოგადად, ადამიანი აქტიური ზრდისა და განვითარების მდგომარეობაშია, იცვლება, ხდება უფრო მოწიფული, უფრო სერიოზული. ახლა, კარტი ღრმა აზროვნების პროცესებს გვიჩვენებს.

თქვენ რატომღაც ებრძვით გრძნობებს, რომლებიც ამ მამაკაცის მიმართ გაქვთ, ებრძვით ემოციებს, თითქოს რაღაც არ გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ თქვენი გულის კარნახით და იმისთვის, რომ უბრალოდ ემოციური მდგომარეობა შეიმსუბუქოთ, ცდილობთ ჩაკლათ მის მიმართ გრძნობები საკუთარ თავში, ცდილობთ უფრო ღრმად ჩამარხოთ.

და გასაგებია რატომაც, კერძოდ იმიტომ, რომ მამაკაცი შესაბამისად იქცევა. ის თქვენს ხარჯზე ივსება, თქვენგან ბევრს მოითხოვს, კერძოდ, ემოციური კუთხით, სურს, რომ აავსოთ გრძნობებით, მზრუნველობით, სიყვარულით, თვითონ კი არ ჩქარობს სანაცვლოდ რაიმე მსგავსის მოცემას. ანუ ადამიანს უფრო მეტად საკუთარი თავი უყვარს, უფრო მეტად საკუთარ თავზე არის ორიენტირებული და საკუთარ შინაგან კომფორტზე, შესაბამისად, თქვენ ეს უკვე საკმაოდ მოგბეზრდათ.

რა ხდება თქვენს შორის? თქვენი ურთიერთობა ამ მომენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიტუაცია საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ურთიერთობა ახალ დონეზე ვერ გადადის, თქვენ და ის ჯერ კიდევ შეხვედრების, სასიამოვნო კომუნიკაციის, ფლირტის, მსუბუქი რომანტიკის ეტაპზე ხართ, როდესაც არავინ არაფერს პირდება არავის.

ზოგადად, ურთიერთობა არასერიოზულია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივია. თქვენ უკვე გინდათ მიხვიდეთ რაიმე კონკრეტულამდე, საბოლოო შედეგამდე, მაგრამ ახლა ნამდვილად არ გჯერათ მომავლის პერსპექტივების. თუმცა იმედი მაინც გაქვთ.

რა სურს მას სინამდვილეში, მაგრამ ეშინია ამის აღიარების. აქ ჯერ არ ვიცით, რაზე იქნება საუბარი, იქნება თუ არა მისი ფარული სურვილები თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული, თუ მისი ცხოვრების სხვა სფეროსთან იქნება დაკავშირებული.

ცხადია, მას ახლა არ სურს ოჯახი, რაღაც სტაბილურობა, პირიქით, ახლა მეტი თავისუფლება უნდა, კერძოდ, ურთიერთობებში. მას სურს სხვა ქალებთან ურთიერთობა, ფლირტი, დროის სასიამოვნოდ გატარება.

ზოგადად, მას სურს, რომ ქალბატონებმა მეტი ყურადღება მიაქციონ მას და ამ სიტუაციაში თავი გამორჩეულად იგრძნოს. უფრო მეტიც, ეს მისცემს მას შესაძლებლობას, როგორმე მანიპულირება მოახდინოს თქვენზე, მიაღწიოს თქვენგან მისთვის სასურველ ქცევასა და გამოვლინებებს.

ანუ ადამიანს სურს, რომ მოგაწოდოთ ასეთი მესიჯი, რომ “ნახე რა მიმზიდველი ვარ, როგორი გამორჩეული ვარ, რამდენ ქალს უნდა, რომ ყურადღება მივაქციო, თუ არ მომცემ რაც მჭირდება, მე შემიძლია წავიდე, მე მაინც დიდხანს არ ვიქნები მარტო.” ზოგადად, თქვენგან და გარკვეულწილად საკუთარი თავისგან საიდუმლოდ, მას სურს, რომ თქვენ ეს გაგაგებინოთ. გაიგებთ თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა.