პასიანსის გაშლა. თქვენი ბედის ხაზი. რა იყო, რა არის და მოხდება აუცილებლად

0
126

მოგესალმებით! დღეს Girl.ge–ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია, პასიანსის გაშლა, თემაზე: თქვენი ბედის ხაზი. რა იყო, რა არის და მოხდება აუცილებლადთქვენი ამოცანაა წარმოიდგინოთ კონკრეტული ადამიანის სახე ან შეხედოთ მის ფოტოს. წარმოიდგინეთ მისი გარეგნობა, მანერები, როგორ იქცევა, როგორ ლაპარაკობს. ეს მნიშვნელოვანია…

ინფორმაცია აღიქვით მარტივად, თავისუფლად, იუმორით. გახსოვდეთ, რომ არც ზოგადი და არც ინდივიდუალური გაშლა არ წამოადგენს პირდაპირ სამოქმედო სახელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ინტუიციურად იგრძნოთ, თქვენია თუ არა ეს გაშლა და შემდეგ ნამდვილად მოისმენთ ძალიან ბევრს პირადად თქვენთვის.

სიმბოლო “ელვა” გვიჩვენებს რა ხდება ახლა, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში, რაღაც მოხდა უცბად, სწრაფად, მოულოდნელად. თითქოს თქვენს სახლში მოულოდნელად ცივი ქარი შემოიჭრა და მერე დაიწყო…

რატომღაც, თავიდან ვერ შევამჩნიე სიმბოლო “საყვირი”, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის განლაგებაში არის. ეს არის შფოთვა, საზრუნავი, სტრესი, ემოციები, რომელთა მართვაც ძნელია… და კარგია, რომ ის არ აეწყო! დაე, ეს ყველაფერი მალე გაქრეს! “ელვა“ და “საყვირი“ – ეს არის, რა თქმა უნდა, უეცრად გაჩენილი პრობლემა, მეტიც, რაღაც ძალიან მოულოდნელად მოხდა, რაც ძალიან გაგიკვირდათ. ეს იყო უსიამოვნო სიურპრიზი, რამაც დაგაფიქრათ…

მომხდარმა ფაქტიურად თავდაყირა დააყენა თქვენი გონება, თითქოს რაღაცაზე თვალი აგეხილათ!

“მილი” – თქვენ საკმარისად დაფიქრდით, თუ რის თქმა სურს სამყაროს ამ ყველაფრით. ბევრი ინერვიულეთ! (ბოთლი) მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მოხდა არა თავისთავად, არამედ მოტყუებით, თითქმის მაშინვე გაირკვა თქვენთვის. აი ერთი შეხედვით ლამაზი “კატა”, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ საშიში. სწორ მდგომარეობაში, ეს სიმბოლო იშვიათად არის დადებითი, რადგან “კატა” ყოველთვის არის საიდუმლოებები, არაკეთილსინდისიერების საიდუმლო მაქინაციები. თავდაყირა მდგომარეობაში – ეს არის მზაკვრული მტერი, ინტრიგანი, მანიპულირების მოყვარული, მუდამ ზურგსუკან მოქმედებს, მაგრამ ისეთ იერს ინარჩუნებს, რომ: “მე არაფერი მაქვს საერთო ამ ამბავთან!”.

პრობლემა მოგიტანეს… ეს აშკარად ჩანს ამ გაშლიდან, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ნებისმიერი სირთულე ჩვენი შინაგანი მომწიფებისთვის არის მოცემული. ეს თქვენთვის იყო დარტყმა, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი, ძალიან უსიამოვნო ნალექი დარჩა თქვენს სულზე მომხდარისგან. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, რომ თქვენ გონება გაგინათდათ! ახლა თქვენ არ გჭირდებათ როლის თამაში, საკუთარი ინტერესების გაწირვა, ვინმესთან ადაპტაცია. ამ სიტუაციამ, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, რაღაც ჩარჩოებიდან გაგათავისუფლათ. აღიარეთ, თქვენ ხომ დიდი ხანია გინდოდათ ამ მძიმე ჯვრის გადაგდება! მაგრამ გაშინებდათ მარტოობა, რაღაც ჩვეულის, სტაბილურის დაკარგვა.

“ბოთლი” + “მილი” – სევდა, ცრემლები და ფილოსოფიური აზროვნება… ასეა მოწყობილი ადამიანის ცხოვრება, რათა დავფიქრდეთ, სად მივდივართ სინამდვილეში, რისთვის გვჭირდება ეს. უნდა გადავიტანოთ ტყუილი, ინტრიგები, გადავხარშოთ მთელი ჭუჭყი, ნეგატივი გარედან. რა მოხდება შემდეგ? თქვენ გააგრძელებთ ნათლად დანახვას, შეადარებთ საგნებს, ადამიანებს, სიტუაციებს და გამოიტანთ ახალ და ძალიან საინტერესო დასკვნებს. უფრო მეტიც, თქვენ აბსტრაგირებთ დესტრუქციულ სიტუაციას, მის ყველა მონაწილესთან ერთად, რომლებიც საკმაოდ მოგწყინდათ. თქვენ ნამდვილად არ გსურთ ამ უსიამოვნო ისტორიაში დაბრუნება, თქვენი მხრიდან პასიანსი რაიმე ქმედებას არ გვიჩვენებს. თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საკუთარ თავში გაატაროთ, გადააფასოთ თქვენი ღირებულებები, განსაზღვროთ თქვენი ახალი როლი მომავალში. სულ ეს არის! მოტყუება იქნება იმ ადამიანის სინდისზე, ვინც ის “შვა”, თქვენი მე აქ არაფერზე პასუხისმგებელი არ არის! თქვენ ამოცანაა წინ წახვიდეთ ტალახში, სიცივეში და ქარში. მაგრამ იმისათვის, რომ ახალი ცხოვრების გზა გაუხსნათ საკუთარ თავს, თქვენ უნდა შეძლოთ ფილოსოფიურად, მარტივად მიუდგეთ იმას, რაც წარსულში მოხდა. უნდა შეგეძლოთ ადვილად და უკანმოუხედავად გადალახოთ მტკივნეული ზღვარი. მაინც ყველა საკუთარ თავზე იქნება პასუხისმგებელი…

სამყარო ყველას ერთნაირად რთულ პირობებში გვაყენებს, მთავარია როგორ გამოვალთ მათგან. თუ ვინმემ მანიპულირება მოახდინა, მოიტყუა, იეშმაკა, მაგრამ არ გააცნობიერა თავისი ქმედებების მთელი სისულელე – ეს არის საჯარიმო წრეზე დაბრუნება. სამყარო გააგრძელებს პრობლემური სიტუაციების გაგზავნას და გაგზავნას, სანამ ადამიანი არ გაიგებს რას აკეთებს სინამდვილეში. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შურისძიება ზუსტად ისეთია, როგორც თავად ადამიანმა ჩაიდინა ვინმესთან მიმართებაში. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, საჯარიმო წრეზე სირბილი.

და ამავდროულად, მას, ვინც უდანაშაულოდ იტანჯება, აქვს ყველა შანსი, წინ წავიდეს და ახალი მწვერვალი დაიპყროს, მაშინ როცა ცოდვის ჩამდენი საჯარიმოზე ტრიალებს. აი, ასეთი ფილოსოფიური აზრი გადმოგვცა დღეს პასიანსმა. ცხოვრება ხანმოკლეა, საჯარიმო წრე, რაც არ უნდა იყოს, დროის კარგვაა… დრო კი რაციონალურად უნდა გამოიყენო, რათა მეტი მოასწრო ამ ცხოვრებაში. დაფიქრდით თქვენს ბედზე, დაისვენეთ მომხდარისგან, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, თუ გინდათ, მაგრამ დიდხანს არა და გზა განაგრძეთ. მთავარია გამოიტანოთ გულწრფელი დასკვნები და დაიწყოთ თქვენს ცხოვრებაში ახალი აქცენტების განთავსება. სამყარო არ შეგვეგუბა ჩვენ, ამიტომ, რაც იყო იყო, სამყარო თავდაყირა დადგა, თქვენც დადექით თავდაყირა! რათა სამყაროსთან იყოთ ჰარმონიაში და ასე შემდეგ… მოითხოვს ცხოვრება აქცენტების, ცხოვრებისეული პრიორიტეტების, ჩვეული დამოკიდებულებების შეცვლას? ესე იგი, ასეა საჭირო! არ ინერვიულოთ, რომ ვიღაცის ტყუილმა გზიდან ჩამოგაშორათ! მხოლოდ ის კარი იკეტება, საიდანაც აღარაფერს უნდა ელოდოთ… ერთი კარის დაკეტვის შემდეგ ყოველთვის იღება მეორე.