“ბინა შენია, არ ინერვიულო!” როგორ მიიღოთ მაქსიმუმი თქვენი საკუთრებიდან

0
52

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საინტერესო ისტორიას მოგითხრობთ. ეს ისტორია არაფრისკენ მოგიწოდებთ და მხოლოდ გასართობი ხასიათისაა!

  • აი, შვილი! – ჩაიხედა დედამ ერთ-ერთ პროდუქტებით სავსე ჩანთაში – ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდება. ეს ბინა მალე საჭირო აღარ იქნება. საკვები და ტანსაცმელი, სწორედაც რომ მჭირდება.

ქალიშვილმა დედას ყურადღებით შეხედა. არ გავდა იმას, რომ დედა მალე რაიმეს აპირებდა.მეორე მხრივ, დედის შენახვაზე ჯერჯერობით არც ისე დიდი თანხა იხარჯებოდა. შეიძლებოდა მოთმენა.თუმცა, დედის შეთავაზებამდე – “ბინა საკვებისა და ტანსაცმლის შეძენის სანაცვლოდ“, ურთიერთობა დაძაბული კი არა, განსაკუთრებული იყო.

  • არაფერი, დედა. მთავარია ჯანმრთელი და კმაყოფილი იყო.
  • სად არის ჩემი ჯანმრთელობა. ერთი წელი მაინც გავძლო.

ერთი წლის შემდეგ

ქალიშვილმა სურსათით სავსე მძიმე ჩანთები დედის ბინაში შეათრია და პირისპირ შეხვდა ლალი დეიდას. შორეული ნათესავი შეყოყმანდა, მაგრამ სწრაფად გავარდა ბინიდან, ისე რომ წესიერად არ დამშვიდობებია და არც მისალმებია.

  • აქ რას აკეთებს? – იკითხა ქალიშვილმა.
  • არაფერს. მოსანახულებლად მოვიდა, – დედამ სწრაფად ჩაიდო კაბის ჯიბეში რაღაც.
  • თევზი იყიდე?
  • არ იყო არსად.
  • როგორ თუ არ იყო? რა ვჭამო ახლა? შენ ხომ იცი, რომ თევზის გარეშე არ შემიძლია!
  • დედა არსად არ იყო შენი თევზი. მოითმინე ერთი – ორი დღე.
  • როგორ მოვითმინო? ასე ზრუნავ დედაშენზე? თევზის შოვნაც კი არ შეგიძლია?! ბინამაც ვერ მოგცა მოტივაცია! რანაირი შვილი ხარ.
  • დედა ერთი წელია გინახავ. შენ ყოველ ჯერზე უფრო კაპრიზული ხდები. ანდერძი კი ჯერ არ მინახავს ჩემს სახელზე.
  • აი, თურმე რა მეწვრილმანე ყოფილხარ! დედაშენის არ გჯერა!

ამ სიტყვებით მოხუცმა ქალბატონმა სამზარეულო დატოვა და ქაღალდით ხელში დაბრუნდა.

  • აგერ შეხედე! ნახე? დამშვიდდი?ქალიშვილმა დახედა დოკუმენტს: ეს იყო მის სახელზე დაწერილი ბინის ანდერძის ასლი.
  • მაპატიე დედა.

სამ თვის შემდეგ

გამარჯობა, ნინი? ლელა დეიდა ვარ! ბინის თაობაზე გირეკავ!

  • რა ბინის? – მაშინვე ვერ მიხვდა ნინი.
  • დედაშენის. იცი, ეს ჩემი ბინაა.
  • თქვენი?
  • დიახ, მე და დედაშენმა ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომ მე მას ცხოვრების ბოლომდე შევინახავ და ახლა ის ჩემგან ფულს იღებს. გარდაცვალების შემდეგ კი ბინა ჩემი გახდება. დაგირეკე, რადგან ვიცი, რომ მაგ ბინის მიღების იმედი გაქვს.

ქალიშვილმა არ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა დედის საქციელზე. ბრაზი, წყენა, სიძულვილი – ყველა ეს გრძნობა გაერთიანდა და ახლა უკვე ნინის ქცევას აკონტროლებდა.ქალიშვილის ბრალდებებზე დედას მშვიდი რეაქცია ჰქონდა.

  • რატომ უნდა მეთქვა შენთვის? იმდენად ცოტას ხარჯავდი ჩემზე, რომ შემოსავლის ახალი წყაროების ძებნა მომიწია.
  • და შენ გადაწყვიტე გადაგეგდო შენი ქალიშვილი?
  • არა. მე გადავწყვიტე, რომ მეტი ყურადღება, ზრუნვა და ფული მჭირდებოდა. რადგან ჩემი ქალიშვილი ამ ყველაფერს ვერ მაძლევდა.
  • მე შენზე ჩემი ხელფასის ნახევარს ვხარჯავ. და რამდენი დრო მჭირდება გზაზე, მერე შენთან ერთად გასატარებლად და მერე უკან დასაბრუნებლად!
  • მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
  • კარგი, საკმარისია. ჩემგან აღარც ფულს მიიღებ და არც პროდუქტებს!
  • როგორც იტყვი, – საოცრად მშვიდად უპასუხა დედამ.

ნინიმ ამოისუნთქა და არც კი უნანია დაკარგული ფულისა და დროის გამო.
სულის სიღრმეში მას არასოდეს სჯეროდა, რომ დედამისის ბინა ოდესმე მისი იქნებოდა.ნინის სულაც არ გაუკვირდა, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ დიდი სკანდალი ატყდა.აღმოჩნდა, რომ ლელა დეიდასთან დადებული ხელშეკრულება, ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო.

მაგრამ… დედის უვადო ბინადრობის უფლებით ბინის გაყიდვის ხელშეკრულება, პირიქით, დარეგისტრირებული იყო.დედის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ბინის მეპატრონე მესამე პირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ფულს ლელა დეიდაც უხდიდა.ნინი ინტერესით უყურებდა, როგორ უნდოდა ლელა დეიდას ბინის დაბრუნება, ჩხუბობდა, ტიროდა და ისევ ჩხუბობდა.

სარჩელს შედეგი არ მოჰყოლია. სასამართლომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საკმარის პირობად არ მიიჩნია ლელა დეიდას მიერ წარდგენილი ხელშეკრულება.ქალიშვილმა კი უარი თქვა მემკვიდრეობაზე, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან სულაც არ უნდოდა ლელა დეიდასათვის ფულის გადახდა.