5 ხრიკი სათვალიდან ნაკაწრების მოსაშორებლად, რომელიც თქვენს საყვარელ სათვალეს გადაარჩენს.

0
991

მზისგან დაცვა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახლა სპეციალური მზისგან დამცავი სათვალეები ბევრ ადგილას იყიდება, მაგრამ ნამდვილად კარგი სათვალე ძვირი ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით არის შექმნილი.

Photo credit: Depositphotos

ერთხელ ასეთი სათვალის შეძენის შემდეგ ყოველთვის მის მდგომარეობას დააკვირდებით და ფრთხილად გამოიყენებთ. სამწუხაროდ, პროცესში აუცილებლად ჩნდება არასასურველი ნაკაწრები, რომლებიც მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკაწრები ლინზებზეა.

Photo credit: Depositphotos

თქვენი ამოცანაა ამ ნაკაწრების სწრაფად მოშორება. რედაქცია Girl.ge გთავაზობთ მარტივ და იაფ მეთოდებს მზისგან დამცავი და უბრალო სათვალეების ლინზებიდან და სახელურიდან ნაკაწრების მოსაშორებლად.

Photo credit: Depositphotos

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები სათვალეებს

1. ვერცხლის და სპილენძის საპრიალებელი

გამოიყენეთ მხოლოდ ის საპრიალებელი, რომელიც თქვენი სათვალის სახელურის ფერს უხდება. მზა შემადგენლობა სათვალის პრობლემურ ნაწილს ბამბის დისკით ან უბრალოდ ბამბის ნაჭრით წაუსვით. ზეწოლის გარეშე დაზიანებული ზედაპირი გაწმინდეთ. გააპრიალეთ! ახლა დაზიანებულ ადგილს ხელშეუხებლისგან ვერ გაარჩევთ.

Photo credit: Depositphotos

2. წყალი და სოდა

წყლისა და სოდისგან სქელი არაჟნის მსგავსი პასტა მოამზადეთ. მიღებული პასტა რბილი ჩვრით ნაკაწრებს წაუსვით და 15 წამით გააჩერეთ. შემდეგ სოდა წყლით კარგად მოაშორეთ. ამ მეთოდით გაპრიალებული სათვალე არა მხოლოდ თავდაპირველ იერს დაიბრუნებს, არამედ დეზინფიცირებულიც იქნება.

Photo credit: Depositphotos

3. კბილის პასტა

ნებისმიერი კბილის პასტა გამოგადგებათ, რომელიც სახლში გაქვთ. კბილის პასტა ზედაპირს წაუსვით და 10 წამით შეაზილეთ. ცოტა ხნით შეისვენეთ, შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ და ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ნაკაწრები არ გაქრება.

Photo credit: Depositphotos

4. საავტომობილო ცვილი

ამ საშუალების ეფექტურობაში ეჭვი ჯერ არ შემპარვია. საავტომობილო ცვილი ამაზე არანაკლებ დაზიანებას უმკლავდება. გამოიყენეთ ისე, როგორც კბილის პასტა. დაზიანებული ზედაპირი გააპრიალეთ მანამ, სანამ ნაკაწრები არ გაქრება.

Photo credit: Depositphotos

5. კბილის ფხვნილი

საკმაოდ სარისკო, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება. კბილის ფხვნილი ცოტა წყალს აურიეთ და დაკაწრულ ლინზას წაუსვით. თხევადი მასის გაშრობას დაელოდეთ. გამხმარი ქერქი მოაშორეთ. ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ, რომ დამატებითი ზიანი არ მიაყენოთ!

Photo credit: Depositphotos

რედაქციის რჩევა

ამ ხრიკების დახმარებით ლინზების მხოლოდ წვრილი და ნაკლებად ღრმა დაზიანების მოშორებას შეძლებთ. Girl.ge-ს რედაქციის რჩევა: ნივთები ფრთხილად გამოიყენეთ და სათანადოდ იზრუნეთ.

Photo credit: Depositphotos

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები გამოგადგებათ როგორც ჩვეულებრივი სათვალის, ასევე დიოპტრიული სათვალის შემთხვევაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ