პასიანსის გაშლა. თქვენ არ ელოდებით, მაგრამ ეს მოხდება შემოდგომის ბოლოს!

0
68

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – პასიანსის გაშლა, თემაზე: თქვენ არ ელოდებით, მაგრამ ეს მოხდება შემოდგომის ბოლოს!თქვენი ამოცანაა წარმოიდგინოთ კონკრეტული ადამიანის სახე ან შეხედოთ მის ფოტოს. წარმოიდგინეთ მისი გარეგნობა, მანერები, როგორ იქცევა, როგორ ლაპარაკობს. ეს მნიშვნელოვანია…

ინფორმაცია აღიქვით მარტივად, თავისუფლად, იუმორით. გახსოვდეთ, რომ არც ზოგადი და არც ინდივიდუალური გაშლა არ წარმოადგენს მოქმედების პირდაპირ სახელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ინტუიციურად იგრძნოთ, თქვენია თუ არა ეს გაშლა და შემდეგ ნამდვილად გაიგებთ ძალიან ბევრს პირადად თქვენთვის.

მაშინვე იქცევს ყურადღებას სიმბოლო “მთვარე“… ეს სიმბოლო მიუთითებს მოვლენების დასრულების დროზე და ამბობს, რომ ის უკვე ახლოსაა. ჩვეულებრივ ეს 1-1,5 თვემდეა, რადგან მთვარის ციკლი 28-29 დღეა. სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი ცვლილებები. უფრო მეტიც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით მთვარის პოზიციას, დავინახავთ, რომ მთვარე ილევა. ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს – რომ სიტუაცია, ერთგვარი ხანგრძლივი, გაჭიანურებული პრობლემა იწყებს მოგვარებას.

“მთვარის” მიმდებარე სიმბოლოების გაანალიზებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ გელოდებათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. სიტუაცია ერთ თვეში ისე განვითარდება, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი “კარი“ გაიხსნება და თქვენ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან და საკმაოდ გრძელ გზას (გორგალი). როგორც ხედავთ, ამ პასიანსში “კარი” გამოღებულია, რაც ნიშნავს, რომ მასში თავისუფლად შეგიძლიათ შესვლა. ხშირად “კარი” ამბობს, რომ თქვენთვის რაღაც საიდუმლო გახდება ცნობილი და რაღაც ნელ-ნელა დაიწყებს თავის ადგილზე დაბრუნებას.

“მთვარე” + “გორგალი” – თქვენს ცხოვრებაში ადგილი აქვს ძალიან ჩახლართულ ისტორიას, რომლის ფაქტებიც დამალულია.

სიმბოლოების ეს წყვილი ხშირად საუბრობს დაბნეულობაზე, როდესაც ვერ გადაგიწყვეტიათ, გააკეთოთ თუ არა საბედისწერო არჩევანი, ან თავად ვერ გარკვეულხართ საკუთარ თავში, ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ სინამდვილეში. გარდა ამისა, “გორგალი” მიუთითებს სხვადასხვა კავშირებზე და დამოკიდებულებებზე, შინაგან შიშებზე, რომლებიც გიშლით წინსვლაში. მაგალითად, გვძულს ჩვენი სამსახური, ყოველდღე მივდივართ იქ ისე, თითქოს კატორღაზე, მაგრამ ასევე გვეშინია ახალ ადგილას გადასვლის, ვერ ვბედავთ, მოჩვენებით სტაბილურობას ვეკიდებით. ან ურთიერთობებს დავატარებთ, როგორც მძიმე ტვირთს, მაგრამ ვერ ვბედავთ მათ გადაგდებას, რადგან მარტოობის გვეშინია. ეს ყველაფერი არის სწორედ ის მუხრუჭი, რომელიც სტაგნაციაში გვაკავებს. თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე არ გაწყობთ – ეს არის სიგნალი იმისა, რომ ინოვაციების დროა.

შემოდგომის ბოლოს საიდუმლო კარი ცოტათი გაიხსნება და დაიწყება აქცენტების გადანაწილება, მაგრამ ახლებურად. “კარი“ – ყოველთვის ნებისმიერი პრობლემის ახალ დონეზე გადასვლაა. ანუ აქცენტებმა, იმ მნიშვნელოვანმა გარემოებებმა, რომლებსაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანად თვლით, შესაძლოა მალე ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგოს მნიშვნელობა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ის, რასაც დიდი ხანია ანიჭებთ მნიშვნელობას, საბოლოოდ მეორეხარისხოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს, ან საერთოდ უმნიშვნელო. ანუ, თუ ადრე რაიმე ხელს გიშლიდათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებაში, მაშინ შემოდგომის ბოლოს უკვე დაინახავთ იმ პერსპექტივებს, იმ ახალ ჰორიზონტებს, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ბოლოსდაბოლოს, შეძლებთ იმ კარის გამოღებას, რომელიც გაშინებთ!

ზოგადად, თქვენთვის აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ზუსტი არსი იმისა, რაც ხდება, რადგან მიხვდებით, რომ კარი იღება. ცვლილებები სპონტანურად დაიწყება, უბრალოდ იმიტომ, რომ დრო მოვიდა. ნებისმიერი კარი ყოველთვის მაშინ იღება, როდესაც ამის დრო დგება. ამიტომ აზრი არა აქვს მასზე დაკაკუნებას ან მის შენგრევას… როცა დრო მოდის, ყველაფერი თავის ადგილზე დგება, ყველა საიდუმლო ირკვევა, ყველა ნიღაბი უმოწყალოდ იხსნება სახიდან, ყველაფერი, რამაც დანაკარგებამდე მიგიყვანათ აუცილებლად მიგიყვანთ იქამდე, რაც თავიდანვე თქვენი უნდა ყოფილიყო.

თუ სასურველისკენ მიმავალი გზა დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო, მაშინ ახლა ბედი გიხსნით სანუკვარ კარს და ახალ გზაზე გაცილებთ ახალი წამოწყებისთვის. სიმბოლო “კვერთხი” არის თქვენი მომავალი დიდი წარმატება, რომელსაც ელოდით! როგორც კი გააღებთ სანუკვარ კარს, გადადგამთ ნაბიჯს წინ, არ შეგეშინდებათ მასში შეხედვის და დაინახავთ, ინტუიციურად (მთვარე) იგრძნობთ, რომ ეს ახალი აღარ გაშინებთ, უბრალოდ სხვაა, არ ჰგავს თქვენს ძველ გზას. “კვერთხი“ – ეს სწორედ ის აქცენტია, რომელიც თქვენთვის წინა პლანზე გამოვა და სხვა ყველაფერი ზედაპირული და მოჩვენებითი უკანა პლანზე გადაიწევს. თქვენ გაიგებთ, საკუთარი თვალით დაინახავთ, სად არის თქვენი ჭეშმარიტი გზა, რომელიც, მართლაც, დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. თქვენ ადვილად დაიჭერთ ძაფს, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნით და ეს ძაფი სტაგნაციიდან გამოგიყვანთ, გაჩვენებთ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც შეცვლის თქვენს ნაცნობ, მაგრამ უკვე საკმაოდ მოწყენილ სამყაროს.