თხზულება უფლის შესახებ: როგორ გავხდეთ უკეთესი დღეიდან

0
1039
Photo credit: Pixabay

ჩვენ ბევრ რამეს ველით ზეციერი ძალებისგან და ხშირად ვფიქრობთ იმაზე, რომ სამყარო ჩვენ მიმართ ცოტათი უსამართლოა. ეს შეიძლებოდა უკეთესად მომხდარიყო, იქ უფრო დახვეწილად შეგვეძლო ცეკვა და ა.შ. ალბათ, ეს ყველაფერი სამართლიანია, თუმცა, ჩვენ თვითონ რას ვაძლევთ სამყაროს? პასუხის გაცემა არც ისეთი მარტივია. აი, რატომ მოვამზადეთ ეს მოთხრობა უფლის შესახებ.

Photo credit: Pixabay

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ საყოფაცხოვრებო საქმიანობებზე დაფიქრებასა და ცხოვრების ჩვეული წესრიგიდან ცოტა ხნით მაინც მოწყვეტას. წაიკითხეთ ეს საინტერესო მოთხრობა, შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ თავს. იქნებ, სადღაც პასუხიც იმალება კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად.

თხზულება უფლის შესახებ

ერთხელ, ერთ ქალს ესიზმრა უფალი, რომელმაც იგი გააფრთხილა, რომ მასთან სტუმრად მისვლას ელოდა. ასე ვთქვათ, ინიციატივა გამოავლინა. ქალი სიზმრებს სერიოზულად ეკიდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, უფალს ისე შეხვედროდა, როგორც ძვირფას სტუმარს, ამიტომ დაიწყო დალაგება და კერძების მზადება. მას ძალიან უნდოდა, საუკეთესოდ მომზადებულიყო მოსალოდნელი სტუმრისთვის.

Photo credit: Pixabay

თუმცა, რატომღაც, მას მუდმივად ვიღაც უფანტავდა ყურადღებას. შუა მზადებაში, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, ქალი გაწყრა, გზადაგზა წინსაფატს იხდიდა. რას იფიქრებს მასზე ღმერთი, როცა ამ სამზადისს იხილავს? რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა პირველი სართულიდან ლოთი მეზობელი იხილა.

მან ქალს 10 ლარი სთხოვა სესხად, თან ჰკითხა, რამეს აჭმევდა თუ არა. რას ვიზამთ, დამოკიდებულია ადამიანი, თავის გაკონტროლება უჭირს – მთელი ქონება სასმელს გაატანა. ქალმა იგი გააგდო, აბა, რა გგონია, წადი და იმუშავე, მეტი საქმე არ მაქვს, ფული მოგცე, წადი და ელზას სთხოვეო. კარი მოიჯახუნა და სამზარეულოში დაბრუნდა.

Photo credit: Pixabay

15 წუთის შემდეგ, ისევ გაისმა ზარის ხმა. ქალი ფიქრობს, კიდევ ის კაცი თუა, ცოცხს გავარტყამო. მკაცრად გააღო კარი, იქ კი მეხუთე სართულიდან ჩამოსული მეზობელი გოგონა დახვდა. მან თქვა, რომ ბინის გასაღები დაკარგა, მშობლები კი სახლში არ იყვნენ. სთხოვა, რომ მის შემოსასვლელში მოისვენებდა, ტელეფონს დამუხტავდა, რადგან სადარბაზოში ძალიან ციოდა.

მოკლედ, არ შემოუშვა. უთხრა, რომ მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდა და არ ჰქონდა მისი თავი. აი, წადი დეიდა ელზასთან, მარტო ცხოვრობს და დროც ბევრი აქვს და კატებიც ჰყავს, სახლის დალაგებაში ხელს შემიშლი და ბოდიშიო. ხუთ წუთში გოგონა საერთოდ გადაავიწყდა, ჩართო მტვერსასრუტი და გააგრძელა დალაგება.

Photo credit: Pixabay

ეს ღმერთი იქნება!

ისევ ზარია. ქალმა იფიქრა, ეს ნამდვილად ღმერთიაო. მეტი ვინღა უნდა მოსულიყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა: “უკაცრავად, ჩვენ გამოგვიძახეს, თუმცა, როგორც ჩანს, შევცდით. უკან მოგიყვანთ, ოღონდ ამ მისამართის პოვნაში დაგვეხმარეთ.” “მოპირდაპირე ბინის კარზე დააკაკუნეთ? იქ ელზა ცხოვრობს, ჩემი მეზობელი, ის გამოგყვებათ. ბოდიში, ძალიან მნიშვნელოვან სტუმარს ველოდები და ათი წუთითაც ვერ გავალ სახლიდან.”

“გვესმის, უბრალოდ ისეთი ეზოები გაქვთ, რომ დავიბენით. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ ავადმყოფი, ყველაფერი გადაკეტილია… დიანა, გამოგვყვება ეგ ქალი? ეგ პატარა გოგონა სახლში დარჩება? კარგი, სწრაფად ჩავიდეთ მანქანასთან, პაციენტი გველოდება. თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ნახვამდის!”

Photo credit: Pixabay

ქალი სახლში ისევ სწრაფად შებრუნდა, თუმცა, სამზადისი სტუმრების გარეშე დაასრულა. ჯერ შუადღე წინაა. ალბათ, მალე ღმერთიც გამოჩნდება. ზის, ელოდება, ფანჯარაში იხედება, არაფერი. მოკლედ, საღამომდე აღარავინ გამოჩენილა. პირველი სართულის ლოთი ისევ გაილეშა, მეზობელი ელზა მხოლოდ ერთ საათში დაბრუნდა, მეზობელი გოგონას მშობლები სადარბაზოში შემოსვლისას დაინახა. ღმერთი კი ისევ არ გამოჩენილა.

დაწვა და ღმერთი ისევ დაესიზმრა. სიზმარში ჰკითხა, რატომ არ მოხვედი, ხომ დამპირდიო. უფალმა მიუგო: “მოვედი, სამჯერ დაგიკაკუნე, ყოველ ჯერზე ელზასთან, შენს მეზობელთან გამგზავნე. მოკლედ, ასეც მოვიქეცი, რადგან შენ ძალიან იყავი დაკავებული. სხვათა შორის, მას კარგი კატები ჰყავს.”

Photo credit: Pixabay

რედაქციისგან:

მთელი ამ თხზულების მორალი ასეთია: ნუ იქნებით ზედმეტად დაკავებული, თორემ ღმერთთან შეხვედრის შანსს გაუშვებთ ხელიდან. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა. უბრალოდ ყურადღებით იყავით წვრილმანებისადმი: ხანდახან, ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე უფრო დიდი. სწორედ მათგან შედგება მთელი ჩვენი დიდი ცხოვრება. ალბათ, სწორედ მათში ვხვდებით ღმერთს. სხვაგვარად ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ