ტაროს გაშლა. განახლდება თუ არა თქვენი ურთიერთობა, თუ ეს დასასრულია?

0
73

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: განახლდება თუ არა თქვენი ურთიერთობა, თუ ეს დასასრულია?

გაშლა ვარიანტების გარეშეა, თქვენ არ მოგიწევთ არაფრის არჩევა. უბრალოდ მოდუნდით და ეცადეთ, რომ ამ მომენტში არავინ და არაფერმა ხელი არ შეგიშალოთ, გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისაგან, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ, რომლებიც გაწუხებთ. იფიქრეთ დღევანდელი გაშლის თემაზე, საკუთარ თავზე, თქვენს მამაკაცზე. ახლა კი ვკითხოთ კარტს, რის თქმა შეუძლია თქვენს კითხვასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ გაშლა ზოგადია და ყველას შემთხვევაში 100%-იანი დამთხვევა არ იქნება.

საწყისი სიტუაცია. აქ პრობლემები აშკარად მამაკაცის მხრიდან იყო, მისი დაშორება, გაუცხოება, უნდობლობა და თქვენგან ჩაკეტილობა. სწორედ, მან შეწყვიტა თქვენთან ურთიერთობა ამ მომენტისთვის. რადგან ის იმყოფება ამჟამად ნერვიულობის, უნდობლობის ენერგიებში.

გარეგნულად მშვიდად იქცევა, თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთია, რომ თითქოს ეს სიტუაცია მას სულაც არ ეხება. მაგრამ, ეს ასე არ არის, შინაგანად ნერვიულობს, არც თუ ისე კარგ ილუზიებშია. ბევრ რამეს იგონებს.

თქვენს შემთხვევაში კი, პრინციპში, ცუდი არ არის, ცხოვრება თავისი გზით მიედინება, არის სტაბილურობა, მომავლის იმედი. თქვენ იცით, რომ იმის მიუხედავად, თქვენს გვერდზე იქნება თუ არა ეს პიროვნება, თქვენ არ დაიკარგებით.

თქვენ იცით, როგორ განაწყოთ საკუთარი თავი სწორად, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ. თქვენ იცით, რომ დაშორებით ცხოვრება არ მთავრდება და არსებობს მომენტები, რომლებიც ძველებურად მოითხოვს თქვენს მონაწილეობას. ოჯახი, ახლობლები, ცხოვრების მატერიალური სფერო. თქვენთვის ეს ყველაფერიც მნიშვნელოვანია.

ეს მამაკაცი, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ გიყვართ, არ გსურთ მისი დაკარგვა, მაგრამ ეს თუ მოხდება ხელებს არ დაიმტვრევთ და თმასაც არ დაიგლეჯთ.

მოდი გავიგოთ, რატომ განვითარდა მთელი ეს სიტუაცია? თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს ხვდებოდით, ურთიერთობდით და ერთმანეთის მიმართ გრძნობებსა და სიმპათიას განიცდიდით.

მაგრამ თქვენ შორის სიტუაცია დაიძაბა, იჩხუბეთ და ამ დროს მას უხეშად მოექეცით, მან კი ეს ვერ გაპატიათ, რადგან მასაც არ სურდა ამ ჩხუბში დათმობა და მზად იყო საკუთარი აზრი ბოლომდე დაეცვა. თუნდაც ეს თქვენი ურთიერთობის ფასად დამჯდარიყო.

რა მოხდება მომავალში? იქნება თუ არა განახლება? დიდი ალბათობით დიახ, თქვენს ურთიერთობას აქვს გაგრძელება, რადგან ეს ურთიერთობა თქვენი ბედია, თქვენ უბრალოდ არ გამოჩენილხართ ერთიმეორის ცხოვრებაში.

თუმცა არ ელოდოთ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდება, რომ მამაკაცი თავად აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და თქვენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. ეს ასე არ არის, დადებით შედეგს მხოლოდ ტანდემში მიაღწევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენც და ისიც დახარჯავთ ძალისხმევას.

როგორ? პირველ რიგში ბევრი რამის გაცნობიერება მოგიწევთ, თქვენც და მასაც. მოგიწევთ იმის გაგება, თუ რაში არ იყავით მართალი, მოგიწევთ საკუთარი შეცდომების აღიარება. ამის შემდეგ კი პარტნიორთან გულწრფელი საუბარი, სიტუაციის გარკვევა ისე, რომ არ დარჩეს უთქმელი სიტყვები.

ამის გაკეთება ძნელი იქნება, რადგან არსებობს წინააღმდეგობები, თქვენი და მისი სიამაყე, დათმობის სურვილის არ ქონა. ეს მომენტები უნდა გადაამუშავოთ, რათა ურთიერთობა მიიყვანოთ უფროსი არკანის “მზის” მდგომარეობამდე – ბედნიერების, სიხარულის, თბილი და სულიერი ემოციების მდგომარეობამდე.

თუ ეს მომენტები გამოგრჩებათ მიხვალთ პენტაკლების ხუთიანამდე – კრიზისის მდგომარეობამდე, სადაც ურთიერთობა რომ განახლდეს კიდეც, მაინც არ იქნება სასიამოვნო და ბედნიერი.

პრობლემები ყველას აქვს, ნებისმიერ წყვილს და ურთიერთობის წარმატებულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს მათი გადაჭრა ერთობლივად და ურთიერთშეთანხმებით. მათზე გაჩუმება არ ღირს, რადგან ასე პრობლემები მხოლოდ მოიმატებს და ერთიანად დაგეცემათ თავს, როგორც თოვლის ზვავი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე.

რჩევა კარტისგან: უფროსი არკანი “ეტლი” – არის ადამიანის კარტი, რომელიც პასუხისმგებელია თავის სიტყვებსა და საქციელზე. თქვენც გჭირდებათ ასეთი თვისებების გამოვლენა. ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ყველას შეუძლია რაღაცის თქმა ან გაკეთება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არკანი “ეტლი” ახასიათებს, ამის აღიარება და გამოსწორება შეუძლია.