ტაროს გაშლა: პირადი გზავნილი თქვენთვის თქვენი იდუმალი ადამიანისგან.

0
66

ხმლების რაინდის კარტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ რთული ხასიათის ქალბატონი ბრძანდებით, რომელიც არაფრის დათმენას არ დაიწყებს და საკუთარ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, მჩაგვრელს კი სათანადო ადგილს მიუჩენს. თქვენთვის ემოციურად სასიამოვნო და ახლობელ ხალხისათვის კი დადებით ენერგიას, მზრუნველობასა და სიყვარულს არ დაიშურებთ. საერთო ჯამში, თეთრი და ფუმფულა კნუტი ხართ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავის კლანჭებს გამოაჩენს. რახან ტაროს გაშლისას პირველ კარტად ხმლების რაინდი ამოვიდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ცხოვრებაში სწორედ ასეთი დრო დადგა.

რაც შეეხება მამაკაცს, იგი გრძნობს, რომ ჩიხში შევიდა. მას გაანალიზებული აქვს, რომ არჩევანის წინაშე დგას, რაც ძალიან ეძნელება. მერყევი ხასიათისა თუ შექმნილი გარემოების გამო მას გადაწყვეტილების მიღების ძალა არ შესწევს. გარკვეულ მომენტებში მას კომფორტის ზონაში დარჩენა სურს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში იგულისხმებოდეს, რომ მამაკაცს საყვარელ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტა არ უნდა. ამასთანავე, ის ერთგვარ გზაზეც ფიქრობს. არაა აუცილებელი, რომ ეს სადმე გამგზავრებაზე მიანიშნებდეს. შესაძლოა, ეს მის ცხოვრებაში რაიმე ახალ წამოწყებასთან იყოს კავშირში. მოკლედ, მამაკაცის გულში მიმდინარეობს შინაგანი ბრძოლა “სურვილსა” და “საჭიროებას” შორის.

თქვენ განცდებში ხართ, რადგან ეს მამაკაცი ნამდვილად გიყვართ. ისიც ღელავს, თუმცა გარეგნულად ინარჩუნებს სიმშვიდეს. კარტები ამბობენ, რომ წყვილი ხართ, ერთმანეთი გიყვართ. ამასთან, ამჟამად თქვენს ცხოვრებაში დადგა მოლოდინის ამაღელვებელი პერიოდი, როცა არანაირად არ ძალგიძთ სიტუაციის შეცვლა.

მამაკაცს სურს გითხრათ, რომ აღარ იჯავროთ, მას ეყოფა ძალები იმ წინაღობათა გადასალახად, რომლეთაც თქვენი დამაკავშირებელი გზა აქვს ჩახერგილი. ის რთული პერიოდი, რომლის გადატანაც ახლა გიწევთ, ნამდვილად არ გახდება დაბრკოლება თქვენი ბედნიერებისათვის. მთავარია, რომ არ აჰყვეთ ეჭვებს და არ მისცეთ შიშს თქვენს გულში დაბუდების უფლება. უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას, რომელიც გკარნახობთ, რომ ღრუბლები გაიფანტება და გამოანათებს იმედის მომცემი მზე.