ცხოველი, რომელსაც მოცემულ გამოსახულებაზე დაინახავთ, მოგიყვებათ თქვენი სიყვარულის ენის შესახებ.

0
98

უბრალო გრაფიკებზე დაფუძნებული ტესტები მეტისმეტად ეფექტურია. ეს იმიტომ, რომ კონკრეტული დეტალების გაზგასმით საკუთარ შინაგან ინტუიციას მიჰყვებით ხოლმე.

დააკვირდით ქვემოთ შემოთავაზებულ სურათს, მასზე 7 ცხოველია აღბეჭდილი. ის ნადირი, რომელსაც პირველად შეამჩნევთ, მოგითხრობთ სრულ სიამრთლეს თქვენს ურთიერთობებსა და სიყვარულის ენაზე.

1.დელფინი

თუკი თავდაპირველად დელფინის გამოსახულება მოგხვდათ თვალში, ესე იგი, გამორჩეულად შემოქმედებითი და არტისტული ადამიანი ბრძანდებით. გიყვართ ღრებლებში ფრენა და ოცნება. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ თქვენი პარტნიორი საპირისპიროდ მოქმედებს – მყარად დგას მიწაზე. თქვენი სიყვარულის ენა – ფიზიკური შეხებაა.

2. დათვი

თქვენ ბუნებითი ლიდერი ხართ, რომელიც ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ეს ნიშნავს, რომ ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა მეორე პლანზე გადასვლას ამჯობინებთ, ხალხი მაშინაც გაკითხავთ თქვენგან რჩევების მისაღებად. დიდ სიამოვნებას განიჭებთ იმის განცდა, რომ სხვებს უყვარხართ და გაფასებენ. თქვენი სიყვარულის ენა – საჩუქრების მიღებაა.

3. კიბორჩხალა

ისეთი ტიპის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც თავიანთი უცნაური ხასიათით გამოირჩევიან. თქვენ გაქვთ შეხებათა და სინაზის დაუოკებელი წყურვილი. ეძებთ პარტნიორს, რომელსაც თქვენსავით ეყვარება ჩახუტება და ხელიხელჩაკიდებული სიარული. თქვენთვის ჟესტები სიტყვებზე მეტად ფასეულია. თქვენი სიყვარულის ენა – ტაქტილური შეხებაა.

4. ლეკვი

თქვენ კეთილი და მზრუნველი ადამიანი ბრძანდებით. თქვენს მიერ სხვების მიმართ გამოვლენილი სიკეთე დიდწილად განსაზღვრავს მრავალ გადაწყვეტილებას, რომელთაც ყოველდღიურად ღებულობთ. სხვათა მოთხოვნილებების საკუთარზე მაღლა დაყენების ჩვევა გაქვთ. თქვენი სიყვარულის ენაა – ხარისხიანად გატარებული დრო.

5. იხვები

დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. ზემოთ მოცემულ გამოსახულებაზე იხვების შემჩნევა საკმაოდ რთულია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ისეთ რაღაცებს ეძებთ ცხოვრებაში, რაებიც სხვებს მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე. თქვენი სიყვარულის ენა – ხარისხიანად გატარებული დროა. მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, რომ საკმარისად გქონდეთ დრო, რათა თქვენს საყვარელ ადამიანზე შეძლოთ კონცენტრირება.

6. ცხენი

თუკი გამოსახულებაზე პირველად ცხენი შეამჩნიეთ, გამოდის, რომ თქვენ გამოძრავებთ გააფთრებული სიჯიუტე და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის მოთხოვნილება. ზოგჯერ გარშემომყოფებისადმი უნდობლობას იჩენთ. თქვენი სიყვარულის ენა – ესაა ქცევები.

7. ფრინველი

ბუნებით კომუნიკაბელური, ექსპრესიული, სიცოცხლით სავსე, გულღია ადამიანი ბრძანდებით. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სულ ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ ან არასოდეს დაიმორცხვოთ, პირიქით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავს საუკეთესოდ სწორედ მოსიყვარულე ადამიანთა გარემოცვაში გრძნოთ. თქვენი სიყვარულის ენა – ესაა მხარდაჭერის გამომხატველი სიტყვები.