რატომ წმენდდა ბებია იატაკებს მარილხსნარით და იმავეს გვასწავლიდა ჩვენც.

0
55

ჩვენი ბებიების ახალგაზრდობის პერიოდში არ არსებობდა საყოფაცხოვრებო ქიმიის ისეთი კოლოსალური არჩევანი, როგორც დღეს. შესაბამისად, მათ უხდებოდათ სახლის დასუფთავებისას ხალხური მეთოდებით სარგებლობა. ჩვენს ოჯახში დიდედა წყალში ხსნიდა ერთ ჭიქა მარილს და მიღებული ხსნარით წმენდდა ხოლმე იატაკებს. ახლა მეც მის მაგალითს მივყვები.

ალბათ, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ რატომ უნდა ვენდოთ ბებიების მიერ შემუშავებულ ხერხებს, როცა მაღაზიაში შეგვიძლია შევიძინოთ ხარისხიანი და არც ისე ძვირიანი საწმენდი საშუალება. საქმე იმაშია, რომ ქიმიური პრეპარატები ხშირად საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის და იწვევს ალერგიას. მათი შეყნოსვისას ხშირად ხველაც გვეწყება ხოლმე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიყენებ მარილს – ბუნებრივ მადეზინფიცირებელ საშუალებს. მარილხსნარი ზედაპირებს აშორებს ობს და მტვრის ტკიპებს. ის განსაკუთრებით ეფექტურად წმენდს ხის იატაკებს. მარილი აგრეთვე ჭამს ჭუჭყს. ტყუილად როდი გვირჩევენ ქსოვილზე არსებულ ლაქებზე მაშინვე მარილის დაყრას.

მარტივი საწმენდი საშუალების მოსამზადებლად 3 ჩ.კ. მარილი გახსენით 5 ლ წყალში. ფილებში გამჯდარი დაბინძურებების მოსაშორებლად აიღეთ საკვები სოდა და მარილი 1:2 პროპორციით და გახსენით ისინი წყალში.

შეგიძლიათ იხმაროთ როგორც ქვის, ისე ზღვის მარილიც. სხვათა შორის, უკანასკნელი ძლიერი მადეზინფიცირებელი თვისებებით გამოირჩევა. დაიმახსოვრეთ, მთავარია, რომ მარილი სრულად გაიხსნას, ამიტომ სჯობს თბილი წყლის გამოყენება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია მარილხსნარით მარმარილოს, გრანიტის და ლამინირებული ზედაპირების დამუშავება.

ეზოთერიკოსები მიჩნევენ, რომ მარილი წმენდს სახლს უარყოფითი ენერგეტიკისგან. პატარა ფინჯანში ჩაყარეთ 3 ს.კ. მარილი და დადგით ოთახის კუთხეში სამი დღით, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ კი ის გადააგდეთ თავის ჭურჭლიანად.