სუპის ხრიკები. როგორ მოვამზადოთ ხუთჯერ უფრო გემრიელი სუპები

0
36

ნათესავები და მეგობრები ძალიან დაგაფასებენ, თუ პირველ კერძებს ამ ხრიკების გათვალისწინებით მოამზადებთ.შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც უგემრიელესმა არომატულმა სუპებმა არა მხოლოდ უნდა დაგანაყროს, არამედ უნდა გაგათბოს და სიმშვიდისა და კომფორტის განცდა მოგანიჭოს.გემრიელი და პიკანტური პირველი კერძის მომზადება რთული არ არის, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

რჩევა პირველი. სუპი რამდენიმე დღისთვის არ უნდა მომზადდეს. გამონაკლისია კომბოსტოს წვნიანი, ბორში, ბარდის წვნიანი. დანარჩენი სუპები მზადდება, როგორც ამბობენ, ერთ ჯერზე საჭმელად.ახლად მომზადებული სუპები ბევრად უფრო გემრიელია.

რჩევა მეორე. იმისათვის, რომ პირველი კერძის გემო უფრო მდიდარი იყოს და თან დაგანაყროთ, შეგიძლიათ დაამატოთ კვერცხის გული, არაჟანი ან ნაღები.

რჩევა მესამე. ლიმონი ემატება მხოლოდ ჩვეულებრივ “სალიანკებს”. თუ სოკოს “სალიანკა” გაქვთ, მაშინ ლიმონი ზედმეტი ინგრედიენტია.

რჩევა მეოთხე. ნებისმიერი მწვანილი სუპს უფრო არომატულსა და გემრიელს ხდის. იმისათვის, რომ ახალმა მწვანილმა კაშკაშა ფერი შეინარჩუნოს, სუპში უნდა ჩაყაროთ მწიკვი საცხობი სოდა.

სუპის გემოზე ეს არანაირად არ იმოქმედებს, მწვანილი კი კაშკაშა-მწვანე მადისაღმძვრელ ფერს შეინარჩუნებს.