პასიანსის გაშლა. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი? რამდენ ხანში?

0
83

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – პასიანსის გაშლა, თემაზე: ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი? რამდენ ხანში?

თქვენი ამოცანაა, წარმოიდგინოთ კონკრეტული ადამიანის სახე ან მის ფოტოს შეხედოთ. წარმოიდგინეთ მისი გარეგნობა, მისი მანერები, როგორ იქცევა, როგორ საუბრობს. ეს მნიშვნელოვანია…

ინფორმაცია აღიქვით მსუბუქად, თავისუფლად და იუმორით. გახსოვდეთ, რომ არც ზოგადი და არც ინდივიდუალური გაშლა არ წარმოადგენს პირდაპირ სამოქმედო სახელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია, ინტუიციურად იგრძნოთ, თქვენია თუ არა ეს გაშლა და მაშინ, ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ პირადად თქვენთვის.

სიმბოლო “მონეტები” მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გელოდებათ სურვილის ასრულება, ფინანსურ სფეროში რაიმე მიზნის მიღწევა. “ისრები” იმაზე მეტყველებს, რომ მალე იპოვით ვარიანტს, თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გადახვალთ თვითრეალიზაციის ახალ დონეზე, დაინახავთ შესაძლებლობას ან მიზანს და დაიწყებთ მისკენ მოძრაობას.

იმაზე, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, აშკარად მიუთითებს სიმბოლო “ბლინი“ – ეს არის სიცარიელე. შესაძლოა, ოდესღაც რაიმე ფინანსური ინვესტიცია განახორციელეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ თითქმის არაფრის გარეშე დარჩით. თქვენი მოლოდინი არ გამართლდა, ფული, რომელიც ჩადეთ ნულად გადაიქცა, მოგების მოტანის გარეშე. შესაძლოა, თქვენ ბევრს მუშაობდით, მაგრამ ვიღაცამ თავხედურად ისარგებლა თქვენი ფულით ან თქვენი რაიმე მიღწევებით.

“ბლინი“ ამ გაშლის კონტექსტში შეიძლება ლაპარაკობდეს ტყუილად გაკეთებულ საქმეებზე, რაღაც ცარიელ ნაბიჯებზე, რომლებზედაც იმედებს ამყარებდით, მაგრამ ეს არ გამართლდა. სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან გაშლაში გამოვიდა “კვანძი”, ყველაფერი გაუარესდა, კიდევ უფრო გართულდა. ახლა კი თქვენთვის რთულია, რადგან გესმის, რომ რაც უფრო წინ მიდიხართ, კვანძი მით უფრო ძლიერ იჭიმება. შესაძლოა, ვალებიდან ვერ გამოდიხართ, ერთ დროს კი იმედოვნებდით, რომ სესხები სტაბილურობის მიღწევაში დაგეხმარებოდათ. მაგრამ ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ ზარალი გაიზარდა და ახლა არ იცით, როგორ იმოქმედოთ. სიტუაცია თითქმის ყოველდღე რთულდება და ეს კვანძი უფრო ძლიერ იკვრება. თქვენ ხვდებით, რომ კიდევ ცოტაც და სუნთქვის საშუალებაც აღარ გექნებათ, ისე ექვემდებარებით გარემოებებს.

დღეს თქვენი ერთადერთი სურვილია – თქვენი ცხოვრება, ფინანსური შემადგენლის ჩათვლით, სტაბილურობის დონემდე მიიყვანოთ.

და თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას! “ისრები“ – ეს არის მიზანდასახულობა, თქვენი ქმედებების დაგეგმვა, გასროლა სასურველ ათიანში მოხვედრით. არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა, ნერვიულობა! ჩვენ უნდა ვეძებოთ მომხდარის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რადგან ნებისმიერი პრობლემა გვეძლევა ჩვენი გზის ღრმა გაანალიზებისათვის. თუ მუდმივად ფინანსური პრობლემებია, ფული წყალივით მიდის, მაშინ საჭიროა მიზეზის აღმოფხვრა. თქვენ ამ მიზეზს იპოვით, მაგრამ მას შემდეგ რაც პრობლემას სახეში შეხედავთ!

“ისრები” + “კვანძი” – დაიწყება პრობლემის გადაჭრა, კვანძი თანდათან გაიხსნება, თქვენ დაინახავთ, სინამდვილეში რა ხდება და თქვენს როლს ამ ყველაფერში. თქვენ რეალურად შეაფასებთ თქვენს როლს მთელ სიტუაციაში და მიხვდებით, რომ თქვენ დაგეხმარებათ ოჯახის ერთიანობა (კარავი). “კარავი“ არის ადამიანთა წრე, რომელთა აზრსაც თქვენ აფასებთ და მათი მეშვეობით იპოვით გამოსავალს. ვინმე ახლობელი მოგცემთ ბრძნულ რჩევებს და ნათესაური ენერგიების ერთიანობა დაგეხმარებათ პრობლემის უფრო სწრაფად მოგვარებაში. თქვენ ერთად, ერთმანეთთან შეთანხმებულად დაგეგმავთ შემდგომ გზას და დაიწყებთ სვლას რეალიზაციისკენ. ჯერჯერობით, ასე… სურვილის ასრულება იქნება, მაგრამ მოგვიანებით, ახლა კი საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა, რათა არ გაიმეოროთ წინა შეცდომები. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაგაერთიანებთ.

ენერგიების გაერთიანება საშუალებას მოგცემთ უფრო სწრაფად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ეს ნიშნავს, რომ უკვე სამი თვის განმავლობაში იგრძნობთ, რომ საქმე ადგილიდან იძვრის. ამ პერიოდის შემდეგ კი გექნებათ ასრულება, შედეგი, რომელიც ერთ დროს დიდ პრობლემად მიგაჩნდათ.

თქვენ გექნებათ სიტუაციის გარღვევის მეორე მცდელობა, მაგრამ უკვე წინა წარუმატებლობის გათვალისწინებით. ახლა კი თქვენი წინსვლის მცდელობა იქნება უფრო გაცნობიერებული, უფრო მკაფიოდ დაგეგმილი, რისკი გამართლდება და შედეგიც დიდი ალბათობით იქნება ისეთი, როგორიც გსურთ. ისრის სიმბოლო ხშირად იძლევა რჩევას: “გსურთ მიაღწიოთ სასურველს? მაშინ დაისახეთ მკაფიო მიზანი, ნუ შეგეშინდებათ გარისკვის, მაგრამ ნუ ითამაშებთ იმ წესებით, რომლთა სამართლიანობაშიც არ ხართ დარწმუნებული! დიდ შედეგებს მაშინვე ნუ დაელოდებათ, იარეთ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითო მწვერვალის დაპყრობით… დაიმახსოვრეთ მთავარი – მიზანი ფული არ არის, არამედ ის, რაც შეგიძლია მისცე სამყაროს.” შემდეგ კი ფინანსური კეთილდღეობა გამეფდება, ფულადი ენერგია აღარ დაიკარგება, რადგან ის სწორი მიმართულებით იქნება მიმართული და თქვენი პიროვნული ზრდისთვის იმუშავებს.