ყოფილი ქმრის ოჯახის წევრებმა მე და ჩემი ვაჟი ქუჩაში გაგვყარეს, თუმცა ამან მორალურად ვერ გამტეხა. მისაგებელი ყველას მიეზღო.

0
31

იმის ნაცვლად, რომ თავიანთი ვაჟისათვის ოჯახის შესანარჩუნებლად ბრძოლა ერჩიათ, ბონდოს მშობლებმა “ცეცხლზე ნავთი დაასხეს”. ჩემი დედამთილი და მამამთილი თავიანთ ვაჟს უჩიჩინებდნენ, თითქოს მას მხოლოდ ქონების გამო გავყევი ცოლად. მსგავსი საუბრები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთობლივი გარჯით მე და ბონდომ იმდენი მოვახერხეთ, რომ ერთ ოთახიანი ბინა სამ ოთახიანში გადავცვალეთ. რასაკვირველია, ეს ჩემი მშობლების ფინანსური დახამრების გარეშე ვერ მოხდებოდა, თუმცა საცხოვრებელი კვლავ ბონდოს დედ-მამის სახელებზე იყო გაფორმებული. განქორწინების შემდგომ სასამართლოს ძალით მე და ჩემი ბიჭუნა ბინიდან ამოგვწერეს, თანაც ისე, რომ თანხა საერთოდ ვერ მივიღეთ. ოჯახის დანგრევა ჩემთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ამან მორალურად ვერ გამტეხა. ნელ-ნელა ფეხზე წამოვდქი და 6 წელიწადში ორ ოთახიანი ბინა შევიინე. მთელი ამ დროის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდი, რათა ჩემს ვაჟს ნორმალური მომავალი ჰქონოდა.

ბონდოს დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ახლა მამამისი მარტო ცხოვრობს. ბაბუას შვილიშვილთან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა. დიდი იმედი მაქვს, ბატონი ზურა ნანობს, რომ ერთ დროს სასტიკად მოგვექცა. არც კი ვიცი, მაშინ იმდენად სულელურად როგორ მოვიქეცი, რომ ბინა ჩემი დედამთილ-მამამთილის სახელებზე გავაფორმე. ცხადია, მაშინ ვერც კი გავიფიქრებდი, რომ ოჯახი დამენგრეოდა. მე და ჩემს ვაჟს ორი წლის განმავლობაში ნაქირავები ბინის იატაკზე გვეძინა, წყალწყალა წვნიანებით ვიკვებებოდით. დუხჭირმა ყოფამ ვერ გაგვაბოროტა და ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობთ. რაც შეეხება ბონდოს, ჩემთან განშორების შემდეგ მან ორი ცოლი გამოიცვალა.

საერთო სახსრებით შეძენილი ბინა ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაყიდა, აღებული ფული კი შემოეჭამა. როცა ბონდო ჩვენი ვაჟის სანახავად მოვიდა, მან გულწრფელად აღიარა, რომ არ ელოდა, თუკი ფეხზე წამოდგომას და წელში გამართვას მოვახერხებდი.

თუ მომავალში ჩემი ვაჟი და მისი ცოლი განქორწინებას დააპირებენ, ახალგაზრდებს აუცილებლად ვურჩევ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ და ჯერ ოჯახის ფსიქოლოგთან მივიდნენ. ვფქირობ, არ არსებობს გადაუწყვეტელი ცოლ-ქმრული პრობლემა. რახან ორმა ადამიანი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდა და მათ ერთურთს ერთგულება შეჰფიცეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლომდე უნდა იბრძოლონ.