
ერთი ხელით მაკიაჟს იკეთებთ, მეორეთი სადილს ამზადებთ, ცალი ფეხით კატას აგდებთ ქვაბიდან… მოკლედ, ცუდ განწყობაზე ხართ, ვერაფერს ასწრებთ. არადა, ნებისმიერ ქალს სურს, ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს. თუმცა, კანის მოვლა და მაკიაჟი შრომატევადი და ძვირი პროცესია. საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში.
Girl.ge-ს რედაქცია გაგიზიარებთ ხრიკებს, რომლებიც სილამაზის ყოველდღიურ რიტუალს მარტივ და სასიამოვნო პროცესად აქცევს. არავითარი აჩქარება, მხოლოდ სასიამოვნო შედეგი ლამაზი გარეგნობის სახით.
სწრაფი მაკიაჟი
1. თეთრი კბილები
ღიმილი ქალისთვის საუკეთესო სამკაულია. ამიტომ, კბილების გასაქათქათებლად, კვირაში რამდენჯერმე გამოიყენეთ კბილის ფხვნილი. ეს იაფი და ძალიან ეფექტური საშუალებაა. აგრეთვე, გირჩევთ, იგი თბილი ელფერის ტუჩსაცხების წასმის დროს გამოიყენოთ. ოღონდ, ნუ გადააჭარბებთ, უმჯობესია, გამოყენების დაწყებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს.
2. სუფთა სახე
კოსმეტოლოგიასა და კანის მოსავლელ ძვირადღირებულ საშუალებებზე ფული რომ დაზოგოთ, კვირაში 1-3-ჯერ გამოიყენეთ სახის სპეციალური ღრუბელი. ესაა სკრაბისა და პილინგების შესანიშნავი ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერი კორეელი ქალის ბიუთი-არსენალში მოიპოვება. ესაა ერთგვარი ღრუბელი, რომელიც აზიური მცენარის ფესვისგანაა დამზადებული. იგი შესანიშნავად აპრიალებს კანს, წმენდს ქონის საცობებს და საოცრად გარდასახავს მას.
სცადეთ, ეს ღრუბელი ძვირი არაა. სუფთა და გლუვი კანი არამხოლოდ ლამაზი მაკიაჟის, არამედ ახალგაზრდული იერის გარანტიაცაა. კანის თითოეული ტიპისთვის გარკვეული ფერის სპონჟია რეკომენდებული.
3. ხშირი წარბები
წარბები უკვე დიდი ხანია, მაკიაჟის მთავარ აქცენტად იქცა. თუმცა, ტენდენციები იცვლება, და მოდაში უკვე აღარაა მიხატული ფართო წარბები, ახლა ტრენდულია ბუნებრივად ხშირი და ფუმფულა წარბები. ამიტომ, არ შეიღებოთ ისინი სრულად, უბრალოდ შეავსეთ ნაკლული თმები.
არ დაგავიწყდეთ წარბებზე ქოქოსის ან აბუსალათინის ზეთის წასმა თმის სწაფად გასაზრდელად და გასახშირებლად. სხვათა შორის, ზეთი ახანგრძლივებს საღებავის ან ხსნის ეფექტს.
4. ფერ-უმარილი
კრემისებრი სტრუქტურის ფერ-უმარილი და ტუჩსაცხი ერთი და იგივე რამაა, უბრალოდ სხვადასხვა შეფუთვაში. ამიტომ, შეგიძლიათ დაზოგოთ ფული და დრო ამ პროდუქტზე. გარდა ამისა, საჭირო რუმიანის ფერს სწორად ყოველთვის ვერ გამოიცნობთ, ტუჩსაცხს რომ შეუხამოთ. თქვენი მაკიაჟი ყოველთვის ჰარმონიული გამოვა. უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი ტუჩსაცხი ლოყებზე და გადაინაწილეთ თითებით ან ღრუბლით.
5. დასვენებული სახე
თუ სახის კანი ფერმკრთალია, ნიღბებისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დრო კი არ გაქვთ, შეურიეთ 1 წვეთი თხევადი ჰაილაითერი ტონალურ ბაზას. ასეთი შემადგენლობა გაათანაბრებს კანის ფერს, თან შენიღბავს ნაკლს და მოგცემთ ელვარების სასურველ ეფექტს.
ან შეიძინეთ ტონალური კრემი ელვარების ეფექტით. იგი გამოადგება ცხიმიანი და ნასვრეტებიანი კანის მფლობელებს. შუქამრეკლი ნაწილაკები დააგლუვებს რელიეფს, თქვენ კი ისე გამოიყურებით, თითქოს ახლახან დაბრუნდით შვებულებიდან.
6. წამწამები
წამწამები უფრო ხშირი და მოცულობითი რომ იყოს, თავად თმები კი უფრო სქელი, გამოიყენეთ ასეთი მარტივი ხრიკი: წაისვით ტუში რამდენიმე ფენად. შედეგის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ კიდევ ერთი ხრიკი. ერთი ფენის წასმის შემდეგ, გადაინაწილეთ წამწამებზე ცოტაოდენი გამჭვირვალე პუდრა. შემდეგ გააგრძელეთ ტუშის წასმა და წამწამები გაცილებით ეფექტური გამოჩნდება.
7. ტუჩები
ტუჩსაცხის მაქსიმალური სიმკვეთრის მისაღწევად, მისი ტუჩებზე ფენებად წასმა არაა საჭირო, პომადის მაგრად დაჭერით. უბრალოდ წაისვით ტუჩებზე იგივე საშუალება, რომლითაც თვალქვეშ შავ წრეებს იღებავთ. იგი მტკიცე ბაზის როლს შეასრულებს, ტუჩსაცხის ფერი კი ძალიან გაჯერებული გამოვა, პირველივე ფენის წასმის შემდეგ.
არასდროს დაგეზაროთ კანის გაწმენდა და დატენიანება ძილის წინ. სწორედ ჩამოუბანელი მაკიაჟით ძილი აბერებს კანს ნაადრევად. გარეთვე, დროისა და ფულის ეკონომიის მიზნიტ, შეიარაღდით მუქი ყავისფერი ტუშით. წამწამებზე იგი მაინც შავი გამოჩნდება, ამავდროულად, სახის ნაკვთები დარბილდება. წამწამების აპრეხვის შემდეგ, გადაატარეთ ფუნჯი წარბებსაც. ასე მათ ბუნებრივი, თუმცა მოვლილი იერი ექნება.