რატომ ტოვებენ ჭკვიანი დიასახლისები კარადაში ბრინჯით სავსე ჭიქას.

0
37

შორსმჭვრეტელმა დიასახლისებმა იციან, რომ ბრინჯს აქვს გასაოცარი თვისება – ის შეიწოვს უსიამოვნო სუნებს. აქედან გამომდინარე, ამ ბურღულეულით სავსე ჭიქას ხშირად ტოვებენ ტუალეტსა და სააბაზანოში. ალბათ, ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა კარადაში დიდი ხნით დაწყობილი სუფთა ტანსაცმელი ჯერდება სპეციფიკური სუნით, რომლის წყაროს პოვნა არც ისე მარტივია. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კარადაში ნივთების არასწორად შენახვა. მჭიდროდ დაწყობილი ტანსაცმლით გავსებულ თაროებზე არაა ვენტილაცია და ამიტომ წარმოიქმნება შმორის სუნი.

თუკი გეცათ სინესტის არომატი, ესე იგი, კარადაში მომატებული ტენიანობაა. უსიამოვნო სუნის გაჩენი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს კარადაში შეწყობილი ნოტიო ტანსაცმელი. მაღალი ტენიანობა ობისა და სოკოს გაჩენას უწყობს ხელს. მტვრის დაგროვება, მტვრის ტკიპები და ჩრჩილების არსებობაც შედის უსიამოვნო არომატის გამომწვე ფაქტორთა სიაში.

მერწმუნეთ, საერთოდ არ დაგჭირდებათ ძვირიანი არომატიზატორების შეძენა კარადაში არსებული ცუდი სუნის გასაქრობად. ამ ამოცანას ჩვეულებრივი ბრინჯიც შესანიშნავად გაართმევს თავს. ის წარმოადგენს ბუნებრივ სორბენტს.

თუკი ბრინჯიან ჭიქაში ეთერზეთის რამდენიმე წვეთ ჩაასხამთ, მაშინ თქვენს კარადაში სასიამოვნო არომატი გამეფდება. ლავანდის სურნელი დაიცავს ნივთებს ჩრჩილისაგან, ხოლო სიხალის სუნს ტანსაცმელს შესძენს პიტნა, ლიმონი ან ჩაის ხე.

ბრინჯის გარდა სხვა ოჯახური საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარადაში გამეფებულ უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გამოგადგებათ საკვები სოდა ან მარილი. უნდა აღინიშნოს, რომ გააქტიურებული ნახშირიც, ბრინჯის მსგავსად, სორბენტია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძმარსაც შეუძლია სურნელთა შეწოვა. ის უნდა გახსნათ წყალში 1:2 პროპორციით, ჩაასხათ პულვერიზატორში და მიაფრქვიოთ ტანსაცმელს.