ღირს თუ არა ქმართან განქორწინება?

0
27

ვერ გადავჭერი განქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი. უკვე 12 წელია, რაც მე და ბესო ცოლ-ქმარი ვართ, გვყავს 2 შვილი. ჩემი ქმარი ყოველთვის ინფანტილური იყო, მას ყველაფერზე გული მოსდის და სახლში არაფერს არ აკეთებს. იგი წამოწყებულ საქმეს მუდმივად აჭიანურებს და ბოლომდე თითქმის არასოდეს არ მიჰყავს. ბესოს ძირითადად კომპიუტერზე თამაშში ან ტელევიზორის ყურებაში გაჰყავს დრო. უკვე მერამდენე თვეა, რაც ჩემი ქმარი უმუშევარია. ის მეუბნება, რომ სამსახურს ეძებს, თუმცა ეს სიცრუეა. სახლის საქმეებიც მე მაწევს მხრებზე, ბესო ბავშვების აღზრდით საერთოდ არაა დაკავაბული. გამოდის, რომ ოჯახის მარჩენალიც და დიასახლიც მე ვარ, ყველა პრობლემის გადაჭრა თავად მიწევს, რამაც უკვე დამღალა. მჭირდება მზრუნველი ქმარი, რომელიც მხარს დამიჭერს და დამეხმარება.

ბესო არ ლოთობს, ჩემზე ფიზიკურად არ ძალადობს და არ ეჭვიანობს, თუმცა ამ დადებითი თვისებების გარდა ის ძალიან ზარმაცია. მის მისწრაფებას არ წარმოადგენს ფულის შოვნა თუ წარმატების მიღწევა. შესანიშნავად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი ურთიერთობის დასრულების დროა, თუმცა ვერ ვბედავ ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას. ბესოს მიტოვებაც მიჭირს, რადგან იგი მეცოდება. თანაც, არ მინდა, რომ მეუღლე სტაბილური შემოსავლის გარეშე დავტოვო. ზოგადად, განქორწინება და ბავშვების ქმრის დაუხმარებლად აღზრდა არ მაშინებს. ახლა ამას ისედაც მარტო ვაკეთებ, შესაბამისად, მეუღლესთან დაოშრების შემდეგ არც არაფერი შეიცვლება.