შეამოწმეთ საკუთარი თავი: ტოპ-10 ჩვეული პროდუქტი, რომელთაც ბევრი არასწორად მოიხმარს.

0
29

არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომელთაც ადამიანები არასწორად მოიხმარენ. არადა, ისინი თითოეული ჩვენგანისათვის კარგად ნაცნობია.

პომიდორი. ბევრს უყვარს ცოცხალი პომიდვრების სალათი მცენარეული ზეთით, არაჟნით ან სხვა საკაზმით. ზაფხულში ხალხის ნაწილი ამ კერძს ლამის ყოველდღიურად მიირთმევს. პომიდორი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს სიმსივნური წარმონაქმნების და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რიკს. ის უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ, თუკი მას დადუღრავთ ან ცოტა ხნით გააჩერებთ ცეცხლზე.

შვრია. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ მიიჩნეოდა, რომ წყალზე, შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე მომზადებული შვრიის ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. თუმცა, დღესდღეობით, დიეტოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ საჭიროა შვრიის რძეში ხარშვა, შაქრის ნაცვლად კი მისთვის კენკრის, ხილის ჩირის ან ნიგვზის დამატება.

გოგრა. გოგრისგან უამრავი სასარგებლო კერძს ამზადებენ, თუმცა ამისათვის იყენებენ უშუალოდ კვახის გულს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქერქი ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს თუთიას და კაროტინს.

ნიორი. ნიორი – შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მცენარეა, რომლის შემადგენლობაში ასამდე სასარგებლო ნივთიერებაა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კერძებში ჩაამატოთ არა დაჭრილი, არამედ გასრესილი ნიორი.

სტაფილო. სტაფილო უნივერსალური ბოსტნეულია, რომელსაც უმეტესად ნედლი სახით მივირთმევთ. ის შეიცავს კაროტონს – A ვიტამინის წინამორბედს, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, დადებით გავლენას ახდენს მხედველობაზე, ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე.

ბროკოლი. ბროკოლის ჩვეულებრივ თუშავენ, აცხობენ ან ხარშავენ. თერმული დამუშავებისას იშლება C ვიტამინი, რომელსაც ეს ბოსტნეული ბლომად შეიცავს.

კივი. ჩვენს ქვეყანაში კივის მირთმევამდე მას კანს აცლიან, არადა, სულ ტყუილად. ხილის კანი სამჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე მისი რბილობი.

გრეიფრუტი. უხშირესად გრეიფრუტს ჭამამდე აცლიან მომწარო კანს, არადა, ის C ვიტამინითაა მდიდარი. თუკი მთლიან ხილს ბლენდერში დააქუცმაცებთ, დაუმატებთ 1 ს.კ. თაფლს და მიღებულ ნაზავს სიცივეში მოათავსებთ, მიიღებთ მასაზრდოებელ ნუგბარს.

რძიანი ჩაი. ზომიერი მოხმარებისას ჩაი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საპროფილაქტიკო საშუალებაა, რძემ კი შეიძლება მას დააკარგვინოს ეს ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ჩაი და რძე ცალკ-ცალკე სვით ხოლმე.

ბროწეული. ბროწეული ასტიმულირებს გულის მუშაობას, თუმცა ბევრი ადამიანი ამ ხილის ჭამას თავს არიდებს, რადგან მისი გარჩევა წესიერად არ იცის. თუკი არ გსურთ კვასკვასა წითელი წვენით დათხუპვნა, მაშინ ბროწეულს ჯერ ზედა თავი მოაჭერით, შემდგომ კი გააკეთეთ ჩანაჭრები ძარღვების გაყოლებით. შემდგომ გადმოაბრუნეთ ხილი და მის ქვედა ბოლოზე დააკაკუნეთ კოვზით. დაყარეთ მარცვლები თეფზე და დატკბით ბროწეულის გემოთი.