პლანეტარული კიბის მეექვსე საფეხური ან მსხვერპლი, რომელიც უნდა გაიღოთ.

0
62

პლანეტარული კიბე არის უამრავი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციის შემცველი ასტროლოგიური მეთოდი, რომელიც გვაძლევს საკუთარი ცხოვრების შემეცნების, კარმული ვალებისა და დანიშნულების გაგების შესაძლებლობას.

რაც შეეხება მეექვსე საფეხურს! მეექვსე პლანეტა – ესაა მსხვერპლი. იგი თავისი ფუნქციების საშუალებით გვაჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავიღოთ მსხვერპლად, რომელი ცხოვრებისეული სფეროები იქნება კაზუსების, პრობლემების სამიზნე, სად გაგვიჭირდება თვითრეალიზება და ყველაზე მეტად რა მოგვანიჭებს უსიამოვნებებს. როგორ წესი, უნდა ვისწავლოთ ამ “ვალის” მსუბუქად და ჩვენი ნებით დაბრუნება.

თუკი მე-6 საფეხურზე არის:

მზე. ამ შემთხვევაში მოგიწევთ საკუთარი ინტერესების, გატაცებების, სიყვარულის, მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობების, პირადი ცხოვრებისეული ენერგიების ან საკუთარი თვითრეალიზაციის მსხვერპლად გაღება. მეტი ყურადღებას მოითხოვს თქვენი მეორე ნახევარი, შვილი ან მამა.

მთვარე. ადამიანი გასცემს ვალს ვიღაცაზე მუდმივი მზუნველობით, რომელსაც, დიდი ალბათობით, არავინ დააფასებს. შესაძლოა, დაგაკლდეთ სიახლოვე დედასთან ან ქალიშვილთან. საკუთარი კუთხე-კუნჭულის არარსებობაც არის აგრეთვე მე-6 საფეხურის მთვარის მაჩვენებელი.

მერკური. მე-6 საფეხურზე მყოფი ამ პლანეტის მფლობელმა მსხვერპლი უნდა გაიღოს თავის ცოდნისა თუ გამოცდილების გაცემის გზით, ის უნდა დაეხმაროს სხვებს რაღაცების გარკვევაში და საგნობრივი არსის ძიებაში.

ვენერა. ამ შემთხვევაში მსხვერპლშეწირვა ხდება სიყვარულისა და აგრეთვე უსიამოვნების მომტანი ფულის მეშვეობით. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს შინაგანი ჰარმონიის მუდმივ ნაკლებობას, აგრეთვე სტანჯავდეს გარეგანი კომფორტისა და სტაბილურობის არქონა.

მარსი. ასეთ შეთმხევაში ადამიანი ვალად იხდის თავის პირად აქტიურობას, სხვათა საკეთილდღეოდ გაწეულ ძალისხმევას. გამბედაობა და რისკი შეიძლება გახდეს პიროვნების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ის დადგება ისეთი აუცილებლობის წინაშე, რომ მოუწევს დაკავდეს მძიმე ფიზიკური შრომით, სპორტით ან სამხედრო საქმით.

იუპიტერი. ადამიანი ვალს გაისტუმრებს, თუკი სხვებს გაუწევს პროტექციას და დაეხმარება მათ ინდივიდუალურ განვითარებაში. ამასთან, პირადად ის გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ მისი წვლილი არ იყოს დაფასებული.

სატურნი. ამ შემთხვევაში პიროვნებას თავისი დროისა და პრინციპების მსხვერპლად გაღება მოუხდება. მას მოუწევს, რომ ვიღაცას უსასყიდლოდ დაეხმაროს პროფესიულ საკითხებში. პიროვნებას შეიძლება პრობლემები შეექმნას სახელმწიფო ორგანოებთან.