ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის მოგვარების 5 ეფექტური ნაბიჯი.

0
26

კონფლიქტისას ადამიანს უჩნდება მრავალი ურაყოფითი ემოცია. განსაკუთრებით რთულია ნათესავებთან უთანხმოებებისა და ჩხუბის გადატანა, რადგან ახლობელ ადამიანებს შორის ურთიერთგაგება ბუნებრივი უნდა იყოს. ნაჩხუბარი ხალხი იტანჯება, ისინი შერიგების გზებს ეძებენ.

არაა საიდუმლო, რომ ნათესავებს გაცილებით უჭირთ კომპრომისამდე მისვლა, ვიდრე უცხო ადამიანებს. ახლობელთან შესარიგებლად საჭიროა სიტუაციაში გარკვევა და სწორად მოქცევა. ამაში კი ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები დაგეხმარებათ.

არ იჩქაროთ დალაპარაკება

იმ მომენტში, როცა გრძნობები მძვინვარებს, პრობლემის განხილვას აზრი არ აქვს. სჯობს ყველანი დამშვიდდნენ, რადგან ემოციები ახშობს გონებას და არ გვაძლევს რაციონალურად აზროვნებისა და კონსტრუქციული დიალოგის აწყობის საშუალებას.

ნუ ეძებთ დამნაშავეებს

ითვლება, რომ ნებისმიერ კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ, ეს თავიდან აგარიდებთ იმას, რომ საუბრის მსვლელობისას არ ეძებოთ მართლები და მტყუანები, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს უკვე დაძაბული სიტუაცია. შეეცადეთ შეხვიდეთ თქვენი ახლობელი ადამიანის მდგომარეობაში, წყნებეზე ჩაციკვლის ნაცვლად.

სარკისებურად აირეკლეთ სხვა ადამიანის პიზიცია

ეცადეთ კონცენტრირდეთ ახლობელი ადამიანის საჭიროებებზე, მას ყველანაირად უნდა დაანახოთ, რომ მისი მოთხოვნილებები თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხმამაღლა წარმოთქვით, რომ გესმით, თუ როგორ გრძნობს იგი თავს.

არ გეწყინოთ მისი რეაქცია

თუკი ახლობელს ბოდიში მოუხადეთ, ის კი გეუბნებათ, რომ ცუდად მოიქეცით, უბრალოდ დაეთანხმეთ მას. მთავარი მიზანია – საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება იმის გამო, რომ მოყვარეს ცუდი გრძნობები განაცდევინეთ. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა თქვენს მიმართ წყენა გაუქრეს.

გამოიყენეთ “მესამე მხარე”

თუკი მოლაპარაკებების გზით უთანხმოების მოგვარება არ ხერხდება, ჩხუბი საშიშ მასშტაბებს იძენს, მაშინ უნდა მოიწვიოთ “მესამე მხარე”. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ერთნაირადაა განწყობილი კონფლიქტის მონაწილე მხარეებისადმი და იგი არც ერთ მათგანს არ გამოყოფს.