ტაროს გაშლა – მისი ფიქრები თქვენზე.

0
58

მაამკაცი განიცდის და ძალიან დამწუხრებულია, რომ აღარ შეუძლია როგორმე გამოგიყენოთ, თქვენი გრძნობებით ითმაშოს, გმართოთ, თქვენზე მანიპულირება მოახდინოს, მან დაკარგა თქვენზე ზემოქმედების ყველანაირი ბერკეტი. მართალია, ძალიან ღირსეული და სასურველი ქალბატონი ხართ, თუმცა მამაკაცისათვის ზედმეტად რთული და მძიმე ხასიათი გაქვთ. თქვენ გემრიელი ტორტის დიდ ნაჭერს ჰგავხართ, რომელიც მან დაისაკუთრა, თუმცა მისი ბოლომდე შეჭმა არ შეუძლია, რადგან თავიდანვე საკუთარი ძალები სათანადოდ ვერ შეაფასა. თქვენ დედოფალი ბრძანდებით, ის კი რიგითი მამაკაცია.

ის განიცდის იმას, რომ თქვენთან ფიზიკური სიახლოვე ვეღარ ექნება და წუხს, რომ ვეღარ დაგეუფლებათ. მას ჰგონია, რომ პერიოდულად ვიღაც სხვა მამაკაცთან ურთიერთობთ. ეს მას საკმაოდ ძაბავს.

მამაკაცი იაზრებს, რომ თქვენს კეთილგანწყობას, დახმარებას, მხარდაჭერას ვეღარ ეღირსება. ის შესანიშნავად ხვდება, რომ უნდა ეძებოს ახალი მსვერპლი, რომელსაც თვალები უნდა აუხვიოს. ის თქვენს გვერდით სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა და მას ეს დრო ენატრება. იგი დარწმუნდა, რომ მისი უზრუნველობასა და არხეინობას ბოლო მოეღო. ის განიცდის თქვენი სახით სპონსორის დაკარგვას.