მამაკაცი და მისი მოქიშპე ქალი: რა ხდება მათ შორის? – ტაროს გაშლა.

0
34

ამ მომენტისათვის ქალს მამაკაცის მიმართ ძირითადად ანგარებიანი ინტერესი აქვს, ანუ, რაც უფრო ღრმავდება მათი ურთიერთობა, მით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია მანდილოსანს. მდევრის როლში მყოფი ქალი მამაკაცს კვალდაკვალ დაჰყვება და იგი თავის ფარულ და ბნელ საქმეებს აგვარებს. დედაკაცის მიზანი ქორწინებაა. იგი უქმნის მამაკაცს შეზღუდვებს და მას ჩარჩოებში აქცევს, რათა თავისი საწადელი აისრულოს. ის თავის რჩეულს თავზე ახვევს სხვადასხვა გრძნობას, ამით კი იგი მის მიერ დასახული მიმართულებით მიჰყავს.

ქალთან მიმართებით მამაკაცი ბრძნულად იქცევა, იგი საკუთარ გამოცდილებას ითვალისწინებს და მას თავის სატრფოს უზიარებს. უნდა აღინიშნოს, რომ იგი საყვარელი ქალის გვერდით ყოფნისას შინაგან სიცარიელეს და მარტოსულობას გრძნობს. მეოჯახე მამაკაცი პრაგმატულობით გამოირჩევა, იგი ყველაფერს საქმიანად უდგება და მას გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველივეს აწონ-დაწონვა უყვარს. საერთო ჯამში, მამაკაცი იაზრებს, რომ ერთგვარ ჩიხში მოექცა. ის ქალისგან ვერ იღებს მისთვის საჭირო ემოციებს.

ქალი და მამაკაცი მორალურ და მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, თუმცა ისინი უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ კარგავენ. მამაკაცს გრძნობებით მანიპულირების სურვილი გაუქრა, მას დიდი ხანი ყავდა თავი ხელში აყვანალი, აკონტროლებდა თავის გრძნობებს. მასში მოულოდნელად რაღაც ჩაწყდა, ჩამოიშალა. მამაკაცმა გააცნობიერა, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი ბავშვური და მოუმწიფებელია.