ყალბი მეგობრების 14 ნიშანი. როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობრები

0
34

ცხოვრებას საინტერესო მოგზაურობაში მივყავართ და ამ დიდ მოგზაურობაში შესანიშნავი მეგობრების ყოლამ, შეიძლება ბევრად უფრო სასიამოვნო გახადოს, როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები.თუმცა, ყალბი მეგობრების ყოლამ შესაძლოა ყველაზე კარგი სიტუაციაც კი საშინელებად აქციოს და ცხოვრების ყველაზე რთული განსაცდელი კი უბრალოდ… ჯოჯოხეთად.

ნამდვილი მეგობრები თქვენს გვერდით არიან, როცა გჭირდებათ, მხიარულები და მხარდამჭერები, ისინი გაგკიცხავენ სულელური საქციელის გამო, რადგან უყვარხართ და არა იმიტომ, რომ უნდათ, რომ თავი ცუდად იგრძნოთ.არსებობენ ყალბი მეგობრებიც, რომლებიც, პირიქით, ხელს გიშლიან და თქვენს მოგზაურობას უსიამოვნოს ხდიან.

ყალბი მეგობრების 14 ნიშანი:

1. გეხმიანებიან მაშინ, როცა რამე სჭირდებათ.– გამარჯობა… დიდი ხანია შენთან არ მილაპარაკია, როგორ ხარ? თავისუფალი ხარ შემდეგ შაბათ-კვირას? გადავდივარ და შენი დახმარება დამჭირდება…და ასე ყოველ ჯერზე.შეიძლება ამ ადამიანისგან ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში არაფერი გესმოდეთ, მაგრამ შემდეგ ის მოულოდნელად გამოჩნდება, რაიმე სახის თხოვნით.

2. ისინი გამცირებენ თქვენ. დახვეწილი ვითომდა ხუმრობები, ორაზროვანი კომპლიმენტები – ეს მხოლოდ რამდენიმე მეთოდია, რომლითაც ყალბი მეგობრები ცდილობენ თქვენს დამცირებას, რათა თავად იგრძნონ თავი უკეთესად.მეგობარი არასოდეს არ უნდა იყოს ძალიან კრიტიკული თქვენს მიმართ. თუ შეამჩნევთ, რომ ვინმე მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თქვენს ქცევას, იდეებს ან არჩევანს, შესაძლოა საქმე ყალბ მეგობართან გქონდეთ. ზოგიერთი სახის უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში გარდაუვალია, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება არასდროს არ არის კარგის ნიშანი.

3. თქვენ მათი ემოციონალური კრივის ტომარა ხართ. იცნობთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმ პრობლემებზე გესაუბრებათ, რაც მის ცხოვრებაში ხდება? ემოციური განტვირთვა – არის დაცლის ტოქსიკური ფორმა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი აგრძელებს საკუთარი აზრების გაზიარებას, მიუხედავად მიღებული სიგნალებისა, რომ დროა შეჩერდეს.

4. ისინი ბრაზდებიან, როდესაც შენიშვნას აძლევთ. თუ ნამდვილ მეგობარს ეტყვით, რომ მათ თქვეს ან გააკეთეს ისეთი რამ, რამაც განწყობა გაგიფუჭათ, ის ბოდიშს მოიხდის და ამის გამოსწორებას შეეცდება.თუ იგივეს ყალბ მეგობარს ეტყვით, ის სავარაუდოდ თავდაცვით პოზიციას დაიკავებს, გაგიბრაზდებათ და დაიწყებს ტყუილის გამოგონებას, რათა იგრძნოთ, რომ არასწორი ხართ, შემდეგ ცოტა ხნით შეწყვეტს თქვენთან საუბარს.

5. ისინი ქრებიან, როდესაც თქვენ გჭირდებათ. სასაცილოა, რომ თქვენ ყოველთვის თქვენი მეგობრის გვერდით ხართ, როცა მას სჭირდებით, მაგრამ როცა თქვენ გჭირდებათ რაიმე მისგან, ის ყოველთვის ქრება.

6. ისინი მუდმივად გეჯიბრებიან. მეგობრობა ზოგჯერ შეიძლება შეიცავდეს კონკურენციის ჯანსაღ დონეს. თუმცა, თქვენ მიხვდებით, როდის მიაღწევს ის ზღვარს. ყალბ მეგობრობაში კონკურენცია არ არის კეთილგანწყობილი ან მხიარული. პირიქით, ეს გამოწვეულია შურით ან მათი მოთხოვნილებებით, რომ თავი სხვებზე უკეთესად იგრძნონ.

7. თავს აუტსაიდერად გრძნობთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც არასოდეს გეძახიან შესახვედრად, ან კიდევ უარესი, გაგირბიან თქვენ, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ ურთიერთობას.სიმართლე ისაა, რომ ნამდვილი მეგობრები არასოდეს გაგრძნობინებენ თავს აუტსაიდერად.

8. წყვეტენ თქვენთან ურთიერთობას შეყვარებულის გამო. თქვენ ისე კარგად იცნობთ ერთმანეთს, რომ გგონიათ, რომ ცხოვრების საუკეთესო მეგობრები ხართ. მაგრამ, როგორც კი რომანტიკულ ურთიერთობებს იწყებენ, მათზე საერთოდ არაფერი ისმის.საქმე ისაა, რომ მეგობრობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი ურთიერთობა. ნამდვილმა მეგობრებმა იციან როგორ დააბალანსონ ეს.

9. ისინი მხოლოდ ზედაპირულად გიცნობენ. ისინი საერთოდ არ გიცნობენ თქვენ, როგორც პიროვნებას. და ეს იმიტომ, რომ ისინი იშვიათად გისვამენ კითხვებს. ისინი არასოდეს იწყებენ საინტერესო საუბრებს ცხოვრებაზე, თქვენს გეგმებზე, ოცნებებზე, თქვენს გამოცდილებაზე და წარმატებებზე.მათ არ აინტერესებთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მათ არ აინტერესებთ თქვენთან დაკავშირება უფრო მნიშვნელოვან დონეზე, რადგან ისინი არ გიყურებენ თქვენ, როგორც მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს.

10. ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობენ.  საუბრის დროს, მათი საყვარელი თემა – საკუთარი თავია.ისინი არიან ეგოცენტრული, ლაპარაკის მოყვარული ნარცისები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი ცხოვრებისა და პრობლემების განხილვაში ატარებენ.ისინი გართობენ ისტორიებით იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდნენ ოდესღაც ცნობილ პიროვნებას ან საკუთარი თავგადასავლების შესახებ ყვებიან. და ეს არის, სავარაუდოდ, ისტორიები, რომლებიც უკვე ბევრჯერ გსმენიათ.ისინი არ გეკითხებიან, როგორ ხართ ან რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და თუ ამას აკეთებენ, მაშინ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ აღარაფერი აქვთ სათქმელი საკუთარ თავზე …

11. ისინი ავრცელებენ ჭორებს. მეგობრობა, ისევე როგორც ნებისმიერი ურთიერთობა, აგებულია ნდობის მყარ ფუნდამენტზე. თუ თქვენი მეგობრები გატყუებენ, ან უარესი, ტყუილს ავრცელებენ თქვენზე, სინამდვილეში ისინი თქვენი მეგობრები არ არიან.თქვენს შესახებ, თქვენთან საუბრისას გაგებული რაიმე ინფორმაცია, შესაძლოა, სხვების ყურადღებისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამოიყენონ.ისინი არასოდეს შეინახავენ თქვენს საიდუმლოს.

12. შურთ თქვენი წარმატების თუ ბედნიერების. რაც არ უნდა წარმატებული იყოთ სამსახურში ან რამდენად ბედნიერიც არ უნდა იყოთ პირად ურთიერთობებში, ამით ისინი ბედნიერები არ იქნებიან.ზოგიერთი ყალბი მეგობარი წყვეტს კიდეც იმ ადამიანებთან მეგობრობას, რომლებიც მათზე უკეთესად ცხოვრობენ, რადგან ძალიან უჭირს ამის აღიარება.ისინი არც მოგილოცავენ და არც გაგამხნევებენ. ისინი უბრალოდ გაჩუმდებიან და ცოტა ხნით (ან სამუდამოდ) გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან.

13. ისინი განსჯიან თქვენს შეცდომებს და წარუმატებლობას. “ხომ გეუბნებოდი” – ეს არის ის, რაც ალბათ ხშირად გესმით ყალბი მეგობრისგან.ისინი ხშირად განგსჯიან, გაკრიტიკებენ და მიგითითებენ ყველაფერზე, რაც არასწორად გააკეთეთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამბობენ… რათა მომავალში იგივე აღარ გააკეთოთ.მაგრამ, სინამდვილეში, მათ უბრალოდ მოსწონთ, რომ თავი თქვენზე აღმატებულად იგრძნონ.ისინი იშვიათად გისმენენ და იშვიათად განუგეშებენ, როდესაც თქვენ საკუთარ პრობლემებზე საუბრობთ.

14. ისინი იმახსოვრებენ წყენას და არასოდეს ივიწყებენ მას.შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ ყალბ მეგობარს გაუჭირდება ამის აღიარება. თუ ნამდვილ მეგობარს აწყენინებთ, ის გაპატიებთ, რადგან უყვარხართ. ბოდიშის მოხდის მცდელობის მიუხედავად, ყალბი მეგობრები, როგორც წესი, დიდხანს ინახავენ წყენას.

ყალბმა მეგობრობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნებისმიერ ადამიანზე. ყველა იმსახურებს იმას, რომ გარშემორტყმული იყოს ისეთი ადამიანებით, რომლებსაც უყვართ და პატივს სცემენ. უფრთხილდით ყალბ მეგობრებს, შეეცადეთ მოერიდოთ, როდესაც ეს შესაძლებელია და დაშორდით მათ, რათა წინ წახვიდეთ.