ის 50 წლისაა, ხოლო ფეხები 20 წლის გოგოსავით აქვს.

0
482

ფეხები დიდხანს ახალგაზრდული და შესაგრძნებად სასიამოვნო რომ დარჩეს, სულ ცოტაა საჭირო – რეგულარული მოვლა. ამასთან არაფერი რთული ან ძვირადღირებული არ გჭირდებათ.

Photo credit: Depositphotos

ქუსლებზე ნახეთქები არა მხოლოდ უშნოდ გამოიყურება, არამედ სიარულის დროს ტკივილს იწვევს. ყველაფერი მცირე აქერცვლით და პატარა ნახეთქებით იწყება. დროთა განმავლობაში ნახეთქები ღრმავდება, ინფიცირდება და ანთებითი ხდება. დრო არ დაკარგოთ! ფეხებზე ზრუნვა დღესვე დაიწყეთ.

Photo credit: Depositphotos

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომლებიც ახალგაზრდა, ჯანმრთელი და მოვლილი ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფეხის მოვლა

15 წუთით ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ და დაიორთქლეთ. ასე ქუსლების კანს დაარბილებთ და მის კვებას უზრუნველყოფთ, ტენიანობის ბალანსს დაარეგულირებთ. სასურველი ეფექტის მიხედვით აბაზანას შეგიძლიათ დაუმატოთ ნუშის, ატმის ან ზეითუნის ზეთი, A და E ვიტამინები, სოდა, ზღვის მარილი, სამკურნალო ბალახები.

Photo credit: Depositphotos

როცა კანი დანაოჭდება, პემზა აიღეთ და ქუსლები წრიული მოძრაობით გაიხეხეთ.

Photo credit: Depositphotos

ამ პროცედურის ხშირად ჩატარება არ ღირს, რადგან შეიძლება კანის მგრძნობელობა გაიზარდოს.

Photo credit: Depositphotos

გაუხეშებული კანის მოშორების შემდეგ ფეხები რბილი გახდება. აუცილებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

Photo credit: Depositphotos

ფეხები კარგად გაიშრეთ, შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

Photo credit: Depositphotos

ლოსიონის ან კრემის კანში შეზელვის ნაცვლად შეგიძლიათ პროცედურა პაკეტებით გაიკეთოთ. პაკეტები შესაბამისი ზომის ქოქოსის ზეთით ან სხვა დამატენიანებელი საშუალებით გაავსეთ. ფეხებზე ჩამოიცვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ.

როცა ფეხებს გაიშრობთ, მათ ჯანსაღი და მოვლილი იერი ექნებათ. შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროცედურა სწორი ფეხსაცმლის გარეშე შედეგს ვერ გამოიღებს. შესაძლებლობის მიხედვით ვიწრო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მინიმუმამდე შეამცირეთ.

Photo credit: Depositphotos

ხალხური მედიცინა პრობლემური ქუსლების სამკურნალოდ საკუთარ საშუალებას გთავაზობთ. დახეთქილი და გაუხეშებული ქუსლების საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია ასპირინის და არყის გამოყენება. 10 აბი ასპირინი ფხვნილის მიღებამდე დაფშვენით და 250 მლ არაყს აურიეთ. ნაყენის მისაღებად ბნელ, გრილ ადგილას 5 დღე გააჩერეთ.

ამის შემდეგ ნაყენით მარლა გაჟღინთეთ და პრობლემურ ადგილებში მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით სახვევი მოიშორეთ, ფეხებზე წყალი გადაივლეთ და კრემი წაისვით.

ფეხის კანზე რეგულარული მოვლა საშუალებას მოგცემთ, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა დახეთქილი ქუსლები. ასე თქვენს ფეხებს იდეალურს გახდით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ