ორი რამ, რისაც ჩვეულებრივ ქალებს რცხვენით, მაგრამ ისინი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებსაც კი აქვთ

0
50

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – კოსმეტოლოგი საუბრობს დაწეულ ქუთუთოზე, ფორებსა და წვრილ ნაოჭებზე.

ქალებს უყართ საკუთარი თავისთვის ნაკლოვანებების გამოგონება! ეს ცუდია ფსიქოლოგიური კუთხით, რადგან კრიტიკა იწვევს სტრესისა და შფოთვის გაზრდას და ასევე ცუდია სილამაზის თვალსაზრისითაც, რადგან არასწორ ელემენტებზე ყურადღების მიქცევით შეიძლება მხედველობიდან გამოგრჩეთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია!

1. დაწეული ქუთუთო

დაწეული ქუთუთო არ უყვართ ვიზაჟისტებს, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ისრების დახატვა. ფაქტობრივად, სულ ეს არის… დაწეული ქუთუთო ნაკლი არ არის!

ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ ფტოზზე, როდესაც ქუთუთოები ძალიან დაბლაა დაწეული, ეს უკვე არა იმდენად ესთეტიკის, რამდენადაც მედიცინის საკითხია. და ჩვენ არ ვსაუბრობთ ასაკთან დაკავშირებულ ქუთუთოების დაწევაზე, თუმცა ეს ისეთივე მოცემულობაა, როგორც დაბერების ნებისმიერი სხვა ნიშანი. ვსაუბრობთ მხოლოდ, თვალების ფორმაზე, ქუთუთოების ფორმაზე, რომელიც ბევრს ახალგაზრდობიდან აქვს!

ამ ელემენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა არსებობს მარტივი და ლოგიკური გამოსავალი: იმის აღიარება, რომ დაწეული ქუთუთო ხელს არ უშლის თვალების სილამაზეს, შეარჩიეთ ლამაზი სმოკი და გახადეთ წამწამები უფრო მოცულობითი.

დიახ, თქვენ მოგიწევთ უარი თქვათ ჩრდილებზე სხვადასხვა გრაფიკული ეფექტებით და ბრჭყვიალებით, ისინი მაინც არ გამოჩნდება და ქუთუთოების მოძრაობები ამგვარ ჩრდილებს ერმანეთში არევს. სამაგიეროდ, ეფექტური იქნება წამწამების დაგრძელება და მათი ტუშით ისე გაფორმება, რომ წამწამები მაღლა იყოს აპრეხილი.

2. გაფართოებული ფორები და წვრილი ნაოჭები

ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავების სხვადასხვა რედაქტორმა წაშალა ფორები ვარსკვლავებისა და მოდელების სახეებიდან. ტელეფონით გადაღებულ ფოტოებზეც ფორები ცუდად ჩანს, თუნდაც გამორთული ფილტრებით. და გეჩვენება, რომ ფორები გაქვს მხოლოდ შენ და ყველა დანარჩენს არა. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება!

ფორები შეგიძლიათ შენიღბოთ მაკიაჟით, შეგიძლიათ ოდნავ შეუმჩნეველი გახადოთ მოვლის პროდუქტებით, მაგრამ კიმ კარდაშიანსაც კი, რომელიც მილიონებს ახარჯავს თავის სახეს, აქვს ფორები და ისინი საკმაოდ დიდია.

ფორები ვიზუალურად სუსტად არის გამოხატული მშრალ, თხელ კანზე, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ კანს მთელი რიგი პრობლემები აქვს. ასეთ კანზე მცირე ნაოჭები უფრო ადრე ჩნდება.

პრობლემა ის არის, რომ ქალების უმეტესობა 2 ბანაკად არის დაყოფილი.

პირველი ბანაკი – დამაიგნორებლები. ისინი ვერ ხედავენ ფორებსა და ნაოჭებს და თუ ხედავენ, ვითომ ვერ ამჩნევენ. არ არის პრობლემა, არ არის კონტროლი. წვრილი ნაოჭების გასწორება შესაძლებელია, ისევე როგორც ფორების ნაადრევი და ზედმეტი გაფართოების თავიდან აცილება. მათი მთლინად მოშორება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ იზრუნოთ მათ სისუფთავეზე და იმაზე, რომ ფორები კიდევ უფრო არ გაფართოვდეს!

მეორე ბანაკი – ფატალისტები. პრობლემას ხედავენ, მაგრამ არ წყვეტენ მას რეგულარული მოვლის დონეზე. ეს არის ერთჯერადი ისტერიული პილინგი, ვიზიტები კოსმეტოლოგთან, მაგრამ არა სისტემატური მოვლა.

ფორების და ნაოჭების ფაქტი ჯერ უნდა აღიაროთ, შემდეგ კი შეარჩიოთ რუტინული მოვლა. დაახლოებით თვეში ერთხელ უნდა დააკვირდეთ და გადაწყვიტოთ, საჭიროებს თუ არა ეს მოვლა კორექციას.