აღარ მაწუხებს ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი! გიზიარებთ მარტივ ხრიკს.

0
118

უამრავი ადამიანი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა ხანგრძილი ტარების შემდეგ ფეხსაცმელი უსიამოვნო სუნს იკიდებს. საშინელი სიცხე თუ უხარისხო მასალა ის ფაქტორებია, რომელთა გამოც სტუმრად ფეხსამცლის გახდის გვრცხვენია ხოლმე. უსიამოვნო “არომატის” მოშორების უამრავი ხერხი არსებობს. ფეხსაცმელებს ანიავებენ, რეცხავენ, ეთილის თუ ნიშადურის სპირტით, ეთერზეთებით ან წყალში გახსნილი ძმრით ამუშავებენ ხოლმე. ზოგიერთი მასალის დასველება დაშუვებელია, რადგან ამგვარად ის ფუჭდება. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ერთ მეთოდს, რომელიც გამოდგება ნებისმიერი ზედაპირის შემთხვევაში.

თითოეულ ფეხსაცმელში ჩაყარეთ 1 ს.კ. მშრალი სოდა, კარგად შეანჯღრიეთ ისინი და ფხვნილი საფენზე თანაბრად გადაანაწილეთ. დატოვეთ ფეხსაცმელები მშრალ და გრილ ადგილას 1-3 საათით. თუკი მათ პოლიეთილენის პარკში მოათავსებთ და მას მჭიდროდ შეკრავთ, მაშინ გაცილებით უკეთეს ეფექტს მიიღებთ. ზამთარში შეგიძლიათ ფეხსაცმელები აივანზე გაიტანოთ, სიცივეში სოდა ცუდ სუნებს უფრო სწრაფად შეიწოვს.

ამის შემდგომ  ფეხსაცმელები კარგად დაფერთხეთ და მათი შიდა ზედაპირები გაწმინდეთ მშრალი ტილოთი. სოდა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სამზარეულოს მარილით, საბავშვო ტალკით, წამლის აბსორბენტებით.