იცით, რომელ ასაკში ვლინდება ჭარბი წონა? როგორ განსაზღვრავს ბავშვობის პერიოდი ზრდასრულ ცხოვრებას და როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა

0
37

მითხარით, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენი წლის იყავით, როდესაც პირველად განიცადეთ შიში ან მარტოობა? ალბათ არავისთვის იქნება სიახლე, რომ ჩვენი დამოკიდებულებებისა და ფსიქოლოგიური ბლოკების დიდი ნაწილი ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბდა – ვიღაცისთვის ღამის ქოთანზე მიჩვევის პერიოდში, ვიღაცისთვის ჩვილობის პერიოდში და ვიღაცისთვის ჯერ კიდევ მის დაბადებამდეც კი. ჩვენ შეიძლება არ გვახსოვდეს ისინი ან არც ვიცოდეთ მათი არსებობის შესახებ.

დაცვის კილოგრამების აკრეფას გაუცნობიერებლად ვიწყენთ ან მაშინვე ან ზრდასრულ ცხოვრებაში რაიმე ტრიგერის ზემოქმედების ქვეშ. თითოეული ასაკობრივი ეტაპი არის განსაკუთრებული ზარდახშა, რომელშიც ჩვენ ვდებთ მნიშვნელოვან ნივთებსა და წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. სწორედ მათგან ვაშენებთ შემდეგ ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებას – ურთიერთობებს, სექსუალურობას, კეთილდღეობას და ფიგურასაც კი.

კარგია, თუ ზარდახშა სავსეა სიყვარულით, ძალით, იმის ცოდნით, რომ დაცული ხარ. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

აქ არის მაგალითები, თუ როგორ მუშაობს არაცნობიერი აზროვნება:

  • წონის მატება, როგორც სამყაროსგან თავის დაცვა, თუ ის საშიშად აღიქმება.
  • მიმზიდველობასა და სექსუალურობაზე უარის თქმა, თუ იმ ზარდახშაში დევს: “კაცები საშიშნი არიან, ჩვენს ქვეყანაში სექსი არ არის” და ა.შ.
  • ფინანსური კეთილდღეობის აკრძალვა – როგორც არ უნდა მოინდომოს “თავმა” დიდი ფული, თუ გაუცნობიერებლად დიდი ფული საფრთხესთან ასოცირდება, მაშინ ქვეცნობიერი მას საფრთხისგან დაიცავს თუნდაც უსახსრობის ფასად.

100-დან მხოლოდ 1-ს შეუძლია დაიკვეხნოს აბსოლუტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობით. და, დიდი ალბათობით, ამ 100-დან 1-მა უკვე გაიარა ფსიქოთერაპია.ჩვენ ყველა, თითოეული ჩვენგანი, საკუთარ ზარდახშებში ვატარებთ რაღაცას, რაც დღემდე ახდენს გავლენას ჩვენზე.

კარგი ამბავი კი არის ის, რომ ქვეცნობიერის გადაპროგრამება და სამივე სფეროს ერთდროულად გაუმჯობესება – სექსი, ფული, ფიგურა – უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ.