
ხშირად გვეჩვენება ხოლმე, რომ სასიყვარულო სფეროში ყველაფერი შეუდარებლად კარგადაა. თუმცა, გვერდიდან, ჩვენი ურთიერთობა ასე უნაკლოდ არ გამოიყურება ხოლმე. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომელიც ფარდას ახდის თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს და გამოავლენს პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს.
პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები
დააკვირდით ზემოთ მოცემულ ნახატს. რა შენიშნეთ პირველი? ქვემოთ იპოვით ნანახის ახსნასა და გასაღებს ჰარმონიული ურთიერთობისთვის.
1. ქალის სილუეტი
ის, ვინც პირველ რიგში ქალის სილუეტი დაინახა, აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი პირადი ცხოვრებით. ამის გამო, შურიანები თქვენს რჩეულზე ჭორაობენ ხოლმე. თუმცა, არაკეთილისმსურველთა ბრბო თქვენ ნამდვილად არ გადარდებთ – მთავარია, ბედნიერი ხართ.

ძალიან ენერგიული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ. დასახული მიზნების მისაღწევად სრულ ძალისხმევას ხარჯავთ, ეს თქვენი ცხოვრებისეული დევიზია. თუმცა, რაღაცების შეცვლა მაინც გჭირდებათ. ეცადეთ, ნაკლებად კატეგორიული იყოთ, თქვენ ხომ მიეჩვიეთ სამყაროს შავად და თეთრად დაყოფას. თუმცა, არსებობს ოქროს შუალედიც. ეცადეთ, არ განსაჯოთ გარშემომყოფები იმპულსურად, სცადეთ სხვა ადამიანებში დადებითი თვისებების დანახვაც.

2. ავტოკალმის წვერი
არ ხართ მიჩვეული პარტნიორთან დიდხნიან საუბრებ. თუ რაღაც გჭირდებათ, პირდაპირ ეუბნებით, არაფერს მალავთ სიტყვებს მიღმა. ამავდროულად, ვერ იტანთ ტყუილს, რამდენადაც მოსჯილი გაქვთ სამართლიანობა, გულწრფელობა, კეთილშობილება და გულახდილობა. სხვათა შორის, ეს თვისებები სხვებს ძალიან იზიდავს.

მიუხედავად ამისა, ყურადღებით იყავით თქვენი გარემოცვის მიმართ. არსებობს იმის ალბათობა, რომ ვიღაც თქვენი გულკეთილობით ცუდად ისარგებლებს, ანგარებიანი მიზნებით. მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, ისწავლეთ გარემოცვის შემოწმება ორპირობაზე. რა თქმა უნდა, რთული იქნება ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვა. მეგობრული ურთიერთობების დაფასება კარგია, მაგრამ ცუდია იმ ადამიანებთან დამეგობრება, რომლებიც თვალებში გიცქერენ და გატყუებენ. როცა გაარკვევთ, თუ რა აფერხებს თქვენს განვითარებას და გართმევთ ენერგიას, ცხოვრება გაცილებით უკეთ წარიმართება.

რამდენად ეთანხმებით ტესტის შედეგებს? თამამად გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. გისურვებთ ურთიერთგაგებას, მხარდაჭერასა და სიყვარულს პირად ცხოვრებაში!
სიმართლეს გეტყვით ძალიან მაქვს გული ცუდად რადგან ოჯახი დავკარგე ერთ წელზე მეტია დავშორდით ერმტანეთს.ძალიან მინდა დავიბრუნო ოჯახი და ამისთვის ბევრს ვიბრძვი მაგრამ ჯერ არაფერი არ გამომდის სულ ვლოცულობ თვალცრემლიანი ვთხოვ ყოვლადწმიმდა სალოცავებს რომ დამიბრუნდეს ოჯახი.ორივენი ვათ დამნაშავეები მაგრამ მაინც მე გამოვედი ბოლოს დამნაშავე როგორც კაცი.გთხოვთ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე.ბებრს ვესაუბრები მაგრამ ხან მბლოკავს ყველგან ხან ხსნის და ბავშვს ვესაუბრები და ვნახულობ მაგრამ ეს ყველაფერი მას როცა უნდა მაშინ აკეთებს მე კიდე ძალიან მაქვს გული დამძიმებული.არაფერი არ მიხარია ჩემი ოჯახი რომ არ მყავს გვერდით.თქვენს მიერ გამოქვეყნებული ლიცვა გადმოვწერე ეხლა მუხლებზე დავდექი სანთელიც ავანთე და ისე ვილოცე.გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე რომ ოკახი დავიბრუნო.მე ყოფილი ჯარისკაცი და ომის ვეტერანი ვარ თემური მაზმიშვილი 33 წლის.