თუ თვალებთან “ბატის თათები” გაგიჩნდათ, გასწავლით როგორ გაიახალგაზრდაოთ კანი.

0
1040

თუნდაც რამდენიმე წლით სიბერის შეჩერება თითქმის ყველა ქალის სანუკვარი ოცნებაა. რა გავაკეთოთ, თუ ძალიან მხიარული ბუნება გაქვთ და პირველი ნაოჭები მოულოდნელად გამოჩნდა? ცნობილი ფაქტი: რაც უფრო დაიწყებთ თვალის ნაკეცებთან შეუპოვარ ბრძოლას, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ ახალგაზრდა და ბზინვარე კანი დიდხანს შეინარჩუნოთ. რა მოხდება, თუ ძვირადღირებულ ქიმიურ კოსმეტიკას ცოტა ხნით დაივიწყებთ და საწყისებს დაუბრუნდებით?

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 10 საუკეთესო ზეთს ნაოჭების საწინააღმდეგოდ. შერჩეული პროდუქტები ყველა გემოვნებისა და ფერისთვის!

ზეთები ნაოჭების საწინააღმდეგოდ

1. ჟოჟობას ზეთი

თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ უკეთესს ზეთს ვერ იპოვით. ჟოჟობას ზეთს განუმეორებელი და უნიკალური შემადგენლობა აქვს: აქ იპოვით ვიტამინებს, მინერალებს და ამინომჟავებს. მთავარი კოზირი – ეიკოზენის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც თვალის ნაზ კანზე დადებით გავლენას ახდენს.

რეკომენდებულია, ზეთი ნიღბის სახით წაისვათ ან რამდენიმე წვეთი დღის ან ღამის კრემს დაუმატოთ. ჟოჟობას ზეთი წამიერად შეიწოვება, სიმშრალეს შესანიშნავად აქრობს, კანს ელასტიკურობას და სიჯანსაღეს უბრუნებს.

2. აბუსალათინის ზეთი

ეს ზეთი ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტურია. მას ნამდვილად შესანიშნავი თვისებები აქვს და ნაოჭებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. რეგულარული გამოყენებისას საძულველი „ტომრები“ და შეშუპება გაქრება, ხოლო ხედვა უფრო ბზინვარე და ჯანსაღი გახდება. აბუსალათინის ზეთის საფუძველი – რიცინოლის, ოლეინის და ლინოლეურის მჟავები, რომლებიც წვრილ ნაოჭებს ებრძვიან და მშრალ კანს ატენიანებენ.

აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ სხვა ზეთებთან კომბინაციაში ან დამოუკიდებლად გამოიყენოთ. ზეთი ან ზეთების ნარევი ოდნავ გაახურეთ, შემდეგ პრობლემურ ადგილებში თითის ბალიშებით შეიზილეთ. 1 თვიანი ყოველდღიური გამოყენებით დიდებულ შედეგს მიიღებთ.

3. კაკაოს კარაქი

ნამდვილი საგანძური თქვენი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. იგი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს, ტანინებს, რომლებიც უჯრედების განახლებას ხელს უწყობენ, კანს გარემოს დამღუპველი გავლენისგან იცავენ და ნაოჭების გაჩენას აფერხებენ.

კაკაოს მარცვლების კარაქი ადვილად ისმება, სწრაფად იწოვება და კანს არ ამძიმებს. ასეთი კარაქი ყოველდღიური მკვებავი კრემის შესანიშნავი ალტერნატივაა. მას წინასწარი მომზადება არ სჭირდება, რადგან სხეულის ტემპერატურაზე დნება. იდეალური მკვებავი საშუალება ძილის წინ!

4. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური და ნატურალური საშუალებაა სახის და სხეულის კანის მოსავლელად. ის მშრალ კანს შესანიშნავად კვებავს, მზის დამღუპველი გავლენისგან იცავს, ნივთიერებათა ცვლებს არეგულირებს. ზეთის წასმის შემდეგ წარმოქმნილი ფირი კანს ატენიანებს, გამოშრობას და საძულველი ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის.

5. ყურძნის კურკების ზეთი

მსუბუქი ზეთი მდიდარი შემადგენლობით თვალის კანისთვის თითქმის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო პროდუქტია. დამოუკიდებლად ან სხვა საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენეთ. ასე კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ, ასაკობრივ ცვლილებებს შეანელებთ და ხედვას განაახლებთ. თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია, ყურძნის კურკების ზეთი სხვა ცხიმოვან ზეთებთან ერთად (ჟოჟობა, ქოქოსის, შია) გამოიყენეთ, ხოლო ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში ყურძნის ზეთი სუფთა სახით გამოიყენეთ.

6. სელის ზეთი

მოწიფული კანისთვის ასეთი ზეთი ნამდვილი მხსნელი გახდება, რადგან ნაადრევი ნაოჭების გასაქრობად, კანის ტონუსის გასაზრდელად, მუქი ლაქების და ნაოჭების გასაღიავებლად შეუცვლელი საშუალებაა. სელის ზეთი აუცილებლად ბამბის დისკით მთელ სახეზე ან წერტილოვნად უნდა წაისვათ. 10 წუთში თბილი კომპრესი წყლით ჩამოიბანეთ.

რეკომენდებულია თვალის ირგვლივ კანს მოერიდოთ, რადგან ზეთი საკმაოდ მძიმეა და შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სელის ზეთის გამოყენება სასარგებლოა არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შიგნით. სელის ზეთში საკვებში გამოყენება კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახება, ნაადრევ სიბერეს შეაფერხებს და საჭმლის მომნელებელ პროცესებს დაარეგულირებს.

7. ატმის ზეთი

ატმის კურკის ზეთი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებაა. E ვიტამინი, რომლითაც ზეთი მდიდარია, კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს და წვრილ ნაოჭებს აქრობს. ატმის ზეთზე დაფუძნებული სახვევები და ნიღბები მშრალ კანს არბილებს და მას უფრო გლუვს და ახალგაზრდულს ხდის.

რეკომენდებულია, ასეთი ზეთი ძილის წინ თითის ბალიშებით წაისვათ. სხვათა შორის, თუ ატმის ზეთს წამწამებსა და წარბებზე რეგულარულად გამოიყენებთ, მათ ზრდას გააუმჯობესებთ და ცვენას თავიდან აიცილებთ.

8. ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი არა მხოლოდ კანის ასაკობრივ ცვლილებებს აფერხებს, არამედ ღრმა ნაოჭების გაჩენას ამცირებს და მოშვებული კანის ტურგორს ზრდის. ქაცვის ზეთი სუფთა სახით არ გამოიყენება. ცივი დაწურვის ზეთს რამდენიმე წვეთი E ვიტამინი ან სხვა საბაზო ზეთი დაუმატეთ.

ეპითელიუმის გამტარობის გასაზრდელად ზეთის წასმის დროს სახის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. კრემთან ერთად ქაცვის ზეთი ადვილად შეიწოვება, კანს არ ამძიმებს და ფორებს არ ავსებს. უკვე 1 თვიანი რეგულარული გამოყენებისას კანი დატენიანებული და ელასტიკური გახდება. შედეგი – არანაირი ნაოჭები!

9. ნუშის ზეთი

ნუშის ზეთი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც მშრალ კანს ატენიანებს, თვალების ქვეშ მუქ წრეებს და შეშუპებას აქრობს, წვრილ, მიმიკურ ნაოჭებს აქრობს. ნამდვილი აღმოჩენა! ზეთში შემავალი საკვები ნივთიერებების უზარმაზარი რაოდენობა მას ნომერ პირველ საშუალებად აქცევს სახის კანის მოვლაში.

ზეთი აუცილებლად რეგულარულად უნდა გამოიყენოთ, პრობლემურ ნაწილებში ძილის წინ წაისვით. ზეთის ნარჩენები ნახევარ საათში ბამბის დისკით მოიშორეთ.

10. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის მოხმარება არა მხოლოდ საკვებშია სასარგებლო. აღმოჩნდა, რომ მასზე ყველა კოსმეტოლოგი ლოცულობს! ყოველდღიურად 10 წუთიანი ზეითუნის ზეთის კომპრესი მოშვებულ კანს შესამჩნევად ასწორებს, წვრილ ნაოჭებს აქრობს და შესანიშნავად კვებავს.

კოსმეტიკურ არომატულ ზეთებზე დაფუძნებული ნიღბები ძვირადღირებული საშუალებების არა მხოლოდ სასიამოვნო ალტერნატივა, არამედ მოქმედი მეთოდია საძულველ ნაოჭებთან ბრძოლაში. სწორი ყოველდღიური მოვლა – უტყუარი გზა მარადიული ახალგაზრდობისკენ!

ეს სია აუცილებლად შეინახეთ, ხოლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ