ახალგაზრდა თვალების ეფექტი ან, როგორ მოვამზადოთ მაკიაჟისთვის თვალქვეშა კანი

0
39

თვალების ქვეშ არსებული ზონა გამაახალგაზრდავებელი მაკიაჟისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია. თვალების ქვეშ კანი თხელია, ხშირად მოკლებულია მკვრივ ცხიმოვან ფენას, ეს ყველაფერი სახის აქტიურ მიმიკასა და კანის გამჭვირვალობასთან ერთად. სისხლჩაქცევები, ტომსიკები, ნაკეცები, ჩაღრმავებები, ნაოჭები, სიმშრალე, კოსმეტიკური საშუალებების აშრევება – ეს არის ამ ზონაში არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალი. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ვიზაჟისტი მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მაკიაჟისთვის თვალების ქვეშ არსებული ზონა.

კანის გაუწყლოება ამ ზონაში არა მხოლოდ სიმშრალეს, არამედ შეშუპების პროვოცირებასაც იწვევს! ამიტომ, თვალის ირგვლივ კანის რეგულარული მოვლა, მასაჟის ჩათვლით, ხელს უწყობს როგორც სიმშრალის, ისე შეშუპების თავიდან აცილებას.

როგორ მოვამზადოთ თვალქვეშა კანი მაკიაჟისთვის?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი, უნივერსალური ფორმულა, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოერგება არ არსებობს. მაგრამ, არსებობს კოსმეტიკური საშუალებების და მეთოდების დადასტურებული კომბინაციები, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ ინდივიდუალური, ეფექტური ვარიანტი!

1. გაასუფთავეთ კანი ტონიკის მეშვეობით

მოვლის საშუალებამ, რომელიც ადრე იყო გამოყენებული და კანში არ შეიწოვა, შეიძლება გამოიწვიოს კოსმეტიკური საშუალებების წებოვნება და აშრევება. ამიტომ, ის ნაზად უნდა მოშორდეს ხელსახოცით და ტონიკით. პაჩების შემდეგაც კი, აუცილებელია კანის დამატებითი გაწმენდა.

2. დამატენიანებელი შრატის წასმა

შრატი ხელს შეუწყობს კანში ტენის შენარჩუნებას, რაც კანს უფრო მკვრივს გახდის. თუ თვალების ირგვლივ კანი შეშუპებისკენ არის მიდრეკილი, მაშინ უმჯობესია შრატი კოფეინიანი იყოს, ეს ხელს შეუწყობს კანის ტონიზირებას და შეშუპების მოშორებას.

3. შრატის დაფარვა

შრატზე კოსმეტიკური საშუალებების წასმა არ შეიძლება, რადგან შრატი კოსმეტიკიდან ტენიანობას კანში ჩაიტანს და რაც ზედაპირზე დარჩება ცუდად იმუშავებს. შრატან ერთად დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილაკების კანში მოხვედრა ძალიან არასასურველია, ამიტომ შრატი უნდა დავფაროთ კრემით, რაც შექმნის ფირს, რომელიც შიგნით შეინარჩუნებს ტენიანობას და არ შეუშვებს იქ ჭუჭყისა და კოსმეტიკის ნაწილაკებს.

კრემის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის ბაზა.

კრემს და ბაზას უნდა მიეცეს დრო კანში შესაწოვად. დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების მაშინვე გამოყენება არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემი კოსმეტიკას შეერევა და დაფარვა არაერთგვაროვანი გამოვა.

ასევე, ყველა კოსმეტიკური საშუალება წინასწარ უნდა შემოწმდეს კონფლიქტურობაზე! არ უნდა აშრევდეს და არ უნდა დაჟანგონ ერთმანეთი.

4. კონსილერი თვალის ქვეშ

კონსილერის დატანა ყველაზე საუკეთესოა თითებით! არ უნდა წაისვათ აპლიკატორით, არამედ უნდა აიღოთ მცირე რაოდენობა თითის ბალიშით და დარტყმითი მოძრაობებით გადაიტანოთ კანზე.

კოსმეტიკური საშუალებების ზედმეტად სქელი ფენა მექანიკურად არასტაბილურია სახის მიმიკის მიმართ, ამიტომ ნაოჭებში ჩაჯდება.

თუ სისხლჩაქცევას ვერ ფარავს ჩვეულებრივი კონსილერი, მაშინ უმჯობესია უპირატესობა კორექტორს მიანიჭოთ.

კორექტორი – კოსმეტიკური საშუალებაა, რომელსაც აქვს პრობლემური ფერის საპირისპირო ფერი. სისხლჩაქცევების განეიტრალება ჩვეულებრივ ხდება ყვითელი, ატმისფერი და ვარდისფერი კორექტორებით, სისხლჩაქცევის ფერიდან გამომდინარე.

5. პუდრი თვალების ქვეშ

პუდრი საჭიროა, როდესაც ტუში გადადის ქვედა ქუთუთოზე. ეს გამოწვეულია ტუშის შეხებით თვალების ქვეშ კრემისებრ ტექსტურასთან. ამ ეფექტის მოსაშორებლად, კრემისებური ტექსტურა პუდრის მეშვეობით დააფიქსირეთ.

ამისთვის აირჩიეთ მინერალური ან დამატენიანებელი პუდრები, blur ეფექტით!