მაკიაჟის 3 მომენტი, რომლის მიხედვითაც ვხვდები, რომ 50+ ქალი საკუთარ თავს სწორად აღიქვამს. რა უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით ასაკის მატებასთან ერთად

0
52

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ვიზაჟისტი საუბრობს მაკიაჟის მომენტებზე, რომლებიც სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ასაკის მატებასთან ერთად.ზოგადად, ის რაზედაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ეხება არა მხოლოდ ასაკოვან ქალბატონებს, არამედ ყველას. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო სწორად უნდა იყოს გათვლილი მაკიაჟი. ვფიქრობ, არავის სურს უფრო ასაკოვნად ან უხერხულად გამოიყურებოდეს.

სინამდვილეში, რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო აკურატული უნდა იყოს მაკიაჟი. მან არ უნდა დახატოს ახალი სახე, რადგან „ახალი სახე“ ყოველთვის გულისხმობს კოსმეტიკის დიდი რაოდენობას. სინამდვილეში, ასაკოვანი ქალის სახეზე კოსმეტიკა უნდა იყოს მინიმალურად – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქალს უფრო ახალგაზრდული იერი. ახლა კი ვისაუბრებთ მაკიაჟის იმ მომენტებზე, რომლებსაც თავი უნდა აარიდოს ქალების უმეტესობამ.

წარბები.ოდესღაც მოდაში იყო ფართო მაღლა ავარცხნილი წარბები. მსგავსის ნახვა ძირითადად ახალგაზრდა გოგონებზე შეიძლებოდა. დიახ, მე მსგავსი რამ ასაკოვან ქალებზეც მინახავს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ეს გასაგებიცაა, რადგან უმეტესობას ესმის, რომ მსგავსი ტრენდები მათ არ ალამაზებთ. ფართო წარბები გამოხედვას ამძიმებს, მაღლა ავარცხნილი წარბები კი – მაკიაჟს აკურატულობას ართმევს.

ტუჩები.ტუჩები ასაკთან ერთად ძალიან იცვლება (უმრავლესობის შემთხვევაში), ერთეულების შემთხვევაში ამ ზონის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები თვალში საცემი არ არის.

პირველ რიგში, ასაკთან ერთად მცირდება მანძილი ცხვირიდან ზედა ტუჩამდე. ზოგმა ვერაფერი მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე უბრალოდ კუპიდონის თაღის მთელი ზონის ფანქრით ან პომადით მოხატვა. სინამდვილეში, ახალგაზრდა გოგონებში გამოხატულად ჩანს ფილტრუმის სვეტები, ასაკთან ერთად კი – ისინი ნაკლებად შესამჩნევია. და თუ კუპიდონის თაღს მთლიანად შეავსებთ პომადით ან ფანქრით, მაშინ ეს მხოლოდ ხაზგასმული იქნება.

პირველ ფოტოზე თაღი ისეთია, როგორიც არის, მეორეზე კი – შევსებულია. ფოტოზე შესაძლოა კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში…

თვალები.და ბოლო მომენტი არის მაკიაჟში წითელი ჩრდილების გამოყენება. ეს ყველას არ უხდება და ისინი მხოლოდ მიზნობრივად უნდა იყოს გამოყენებული.წითელი ფერი გულისხმობს სრულყოფილ კანს, რადგან თუ მაკიაჟში არის წითელი ფერი, მაშინ ის უბრალოდ ხაზს გაუსვამს ყველა ნაკლოვანებას – წითელი კაპილარებს, კუპეროზს და ა.შ.

დიახ, კანის შენიღბვა შესაძლებელია, თვალებისათვის შესაძლებელია სპეციალური წვეთების გამოყენება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, კანის ფერის დეფექტების კარგად შესანიღბად საჭიროა ტონალური კრემისა და კორექტორის კარგი ფენა. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო სქელია ფენა, მით უფრო ცუდად გამოიყურება კანი. ეს მხოლოდ ფოტოზეა ყველაფერი იდეალურად, ცხოვრებაში კი – ყველაფერი სხვაგვარადაა.