ძვირფასი ზეთი. მსუბუქი, ანტიასაკობრივი შრატის რეცეპტი

0
39

სახის შრატის სახლში დამზადება საკმაოდ მარტივია. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – კოსმეტოლოგი გვიზიარებს რეცეპტს დამწყებთათვის. არ დაგჭირდებათ არაფრის ხარშვა ან პროფესიონალური კომპონენტების მოძებნა.

შემადგენლობა მარტივია და შერჩეულია ნებისმიერი კანისთვის. ეს შრატი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მომწიფებული, მშრალი კანისთვის.

შრატის შემადგენლობა

შრატი შეიცავს სკვალანს და ზეთებს. სკვალანი შესანიშნავი ნივთიერებაა ჩვენი სილამაზისთვის. შემადგენლობით ის ახლოსაა კანის ლიპიდებთან, ამიტომ ადვილად აღწევს ღრმად და თან ატარებს შრატის სხვა სასარგებლო ინგრედიენტებს.

სკვალანი აღადგენს კანის დამცავ ბარიერს, ხელს უშლის კანის ტენიანობის დაკარგვას. ის ზეთის მსგავსია, მხოლოდ ძალიან მსუბუქი, თითქმის უწონო, კანზე წარმოუდგენლად სასიამოვნოდ შეიგრძნობა, როგორც აბრეშუმი.

კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ის მდგრადია დაჟანგვისა და გაფუჭების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ზეთებს ძვირფასი პოლიუჯერი მჟავეებით, სკვალანი კი – დაეხმარება მათ აქტივობის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში.

შრატი მდიდარია ლინოლის მჟავათი. მე სპეციალურად შევარჩიე ზეთები ამ მჟავას დიდი შემცველობით. გეტყვით რატომ.

ლინოლის მჟავა არ გამომუშავდება ჩვენი ორგანიზმის მიერ. მისი დეფიციტისას კანში ირღვევა დამცავი ფუნქციები, ის ხდება მშრალი ან ცხიმიანი, ჩნდება გამონაყარი, სახე უფრო სწრაფად ბერდება.

არაჯანსაღ კანში, როგორც წესი, შეინიშნება არასწორი ბალანსი ოლეინისა და ლინოლის მჟავას შორის, ოლეინის მჟავას უპირატესობით. კანის ნორმალიზებისთვის საჭიროა მჟავეების ბალანსის აღდგენა.

სწორედ ამიტომ ამბობენ ახლა უარს მოვლაში ზეთისხილის ზეთის გამოყენებაზე. ის ოლეინის მჟავას რეკორდული რაოდენობით შეიცავს. ასეთი ზეთი, პირიქით, კიდევ უფრო დაარღვევს მჟავეების ბალანსს.

ლინოლის მჟავა სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვისაც, ის არ კეტავს ფორებს, პირიქით, ახდენს ცხიმის გამოყოფის ნორმალიზებას და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.

ლინოლის მჟავათი მდიდარი ზეთები

აუცილებლად შეიძინეთ ისინი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა პოლიუჯერი ზეთი სწრაფად იჟანგება, ამიტომ თვალი ადევნეთ ვარგისიანობის ვადას.

  • საფლორის ზეთი – 84% ლინოლის მჟავა;
  • ყურძნის წიპწის ზეთი – 78%;
  • საღამოს პრიმულას ზეთი – 75%;
  • მზესუმზირის ზეთი – 72%;
  • სოიოს ზეთი – 62%.

შევეცადე შემადგენლობა ისე შემერჩია, რომ ნარევში ყოფილიყო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავეების კარგი მრავალფეროვნება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

ასკილის ზეთს გააჩნია გამოხატული დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, მდიდარია არა მხოლოდ სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავეებით, არამედ ბეტა-კაროტინითაც (A ვიტამინის წინამორბედი). მსგავსი თვისებები გააჩნია ქაცვის ზეთსაც.

არგანის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ზეთია კანისთვის. გაჩნია ცხიმოვანი მჟავეების თითქმის იდეალური ბალანსი, ჯანმრთელ კანთან მიახლოებული. ზეთი იცავს, კურნავს დაზიანებულ დამცავ ბარიერს, ანელებს დაბერებას, ამდიდრებს კანს საჭირო ვიტამინებით. არგანის ზეთი საკმაოდ ძვირია, მისი ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია სეზამის ზეთით.

კიდევ, დაგვჭირდება ჟოჟობას ზეთი. ის ასევე, სკალანის მსგავსად, შემადგენლობით ძალიან ახლოს არის კანის ცხიმთან. სწრაფად და ადვილად შეიწოვება, კარგი გამტარია სხვა კომპონენტებისთვის. თუ სკვალანი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჟოჟობას ზეთით ჩაანაცვლოთ.

ზეთების ნარევში ჟოჟობას დამატება რამდენჯერმე ამცირებს სხვა ზეთების დაჟანგვას. ამიტომ ზეთოვანი ნარევები რეკომენდებულია დამზადდეს ჟოჟობას ზეთის ან დაჟანგვისადმი მდგრადი სხვა ზეთების 50-75%-იანი შემცველობით.

იდეალური ნარევი იქნება:

  • 10% ჟოლოს ზეთი;
  • 16% კიტრის ზეთი;
  • 74% ჟოჟობას ზეთი.

კიტრისა და ჟოლოს ზეთები არ მაქვს, ამიტომ შევეცადე შემადგენლობით და მოქმედებით მსგავსი სხვა ზეთები შემერჩია. გარდა ამისა, მირჩევნია ზეთების უმეტესობა სკალანით ჩავანაცვლო. ის ძალიან მსუბუქია და სასიამოვნო გამოსაყენებელია.

ანტიასაკობრივი შრატი. რეცეპტი 30 მლ.

  • სკალანი – 20 მლ;
  • ჟოჟობას ზეთი – 1 მლ;
  • საღამოს პრიმულას ან ყურძნის წიპწის ზეთი – 5 მლ;
  • არგანის ან სეზამის ზეთი – 1 მლ;
  • ასკილის ან ქაცვის ზეთი – 2 მლ;
  • ვიტამინი E – 2-3 წვეთი;
  • CO2 ვარდის ექსტრაქტი (სურვილისებრ) – 0,3-0,5%;
  • საკმევლის ეთერზეთი – 3-5 წვეთი;
  • კონსერვანტი.

ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, დაგვეხმარება შრატის დაჟანგვისაგან დაცვაში. ის მოქმედებს როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება, ბუნებრივი კონსერვანტი.

CO2 ექსტრაქტი – არააუცილებელი კომპონენტი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. შეარჩიეთ CO2 ექსტრაქტები კანის პრობლემების შესაბამისად. სწორედ CO2 ექსტრაქტები იხსნება ზეთებში, არ აგერიოთ.

ეთერზეთი აუცილებელი არ არის. დაამატეთ, თუ გაქვთ ხარისხიანი, ნამდვილი ეთერზეთი, რომელიც მოგწონთ სურნელით და თვისებებით. მშრალი, მოწიფული კანისთვის იდეალურია: საკმეველი, ვარდი, სანდლის ხე, სტაფილოს თესლი, მირო, გერანი, უკვდავა.

და ბოლოს, კონსერვანტიც აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ გაქვთ, დაამატეთ. გამოდგება ნებისმიერი ბუნებრივი კონსერვანტი. ზეთოვანი ნარევები ჩვეულებრივ კარგად ინახება. გარდა ამისა, იქ გვაქვს ვიტამინი E, ჟოჟობა, სკალანი, რომლებიც შრატს გაფუჭებისგან იცავს.

მომზადება და გამოყენება

ვასტერილებთ ინსტრუმენტებსა და კონტეინერებს. ყველაფერს ვურევთ და მზადაა! შრატი ინახება მაცივარში, მუქი ფერის შუშის ფლაკონში, არა უმეტეს 6 თვისა.

ზეთოვან შრატს არ ვიყენებთ კრემის ნაცვლად. ზეთოვანი შრატი – ეს უფრო, ანტიასაკობრივი მოვლის დამატებითი საშუალებაა. კვირაში 3-4-ჯერ წაისვით შრატის რამდენიმე წვეთი სველ კანზე. გადაინაწილეთ სახესა და დეკოლტეზე (ხელებიც არ დაგავიწყდეთ!) მასაჟის მოძრაობებით.

თუ ბოლომდე არ შეიწოვება ნახევარი საათის ან 1 საათის შემდეგ, გაიწმინდეთ კანი ქაღალდის ხელსახოცით ან პირსახოცით.

ძვირფასი ზეთების შემცველი სახის შრატი არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად. ზეთოვანი შრატი არაფრით ჩამოუვარდება ლუქს საშუალებებს და მოსამზადებლადაც მარტივია, მთავარია აირჩიოთ ახალი და, რა თქმა უნდა, არარაფინირებული ზეთები.