ცნობილი ქირურგის დიეტით, როგორც იქნა, S ზომამდე ჩამოვედი. მადლობა პროფესორ იგლოვს!

0
494

რომელ ჩვენგანს არ უნდა, 100 წლის ასაკში შვილთაშვილები სკოლიდან გამოიყვანოს ან საკუთარი თვალით იხილოთ მეზობელი პლანეტების წარმატებული კოლონიზაცია? არსებობენ ასეთი იღბლიანი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ამ საპატიო ასაკამდე მიღწევა და მისი გადალახვაც კი. სახელოვანი პროფესორი, თეოდორ უგლოვი, ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი დღეგრძელია, რომელმაც 103 კეთილშობილი წელიწადი იცოცხლა, დიდხანს შეინარჩუნა ჯანმრთელი სხეული და საღი გონება. აი, რას გვირჩევდა იგი…

უგლოვის დიეტა

საბჭოთა ცნობილი ქირურგი და საზოგადო მოღვათე, თეოდორ გრიგორის ძე უგლოვი ყოველთვის გამოირჩეოდა უბადლო ჯანმრთელობით და 103 წლამდეც იცოცხლა. მეტიც, აკადემიკოსი 100 წლის ასაკშიც კი ატარებდა ურთულეს ოპერაციებს! სწორედ ამისთვის, იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც რუსეთისა და ეუთოს უხუცესი მოქმედი ქირურგი.

რა თქმა უნდა, ქირურგმა ასეთი ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე ცხოვრების სწორი წესისა და ჯანსარი კვების ხარჯზე განვლო. პროფესორი თვლიდა, რომ ჭარბი წონა და საკვების არაზომიერად მიღება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი მტერი, ყველა დაავადებისა და ნაადრევი დაბერების მიზეზია.

ექიმი უგლოვი ამტკიცებდა, რომ ჭარბი წონა განსაკუთრებით მიუღებელია ხანში შესვლისას, როცა ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესები ნელდება, ფიზიკური აქტივობა კი მკვეთრად მცირდება.

რაში მდგომარეობს პროფესორის საიდუმლო? ეს მარტივი წესები, რომლებსაც ცნობილი ექიმი მკაცრად იცავდა, დაეხმარა მას ურყევი ჯანმრთელობისა და საღი გონების შენარჩუნებაში, სიცოცხლის ბოლო დღემდე.

  1. ფიზიკური და გონებრივი აქტივობის მაღალი დონე.
  2. უარი ალკოჰოლსა და თამბაქოზე.
  3. კვებითი შეზღუდვები.
  4. შრომისა და დასვენების რეჟიმის მკაცრი დაცვა.
  5. დღეში 7-8-საათიანი სრულყოფილი ძილი.
  6. ორგანიზმის გაკაჟება.

ყველა ეს წესი მარტივი და ხელმისაწვდომია, თუმცა, უგლოვი მთავარ აქცენტს, რა თქმა უნდა, კვებაზე აკეთებდა. თავად პროფესორი თავის დიეტას “აღმოსავლურს” უწოდებდა და დაუღალავად უწევდა მას რეკომენდაციას! აბა რა, მსგავსი დიეტით 3-5 ჭარბ კგ-ს მოიშორებთ და მთელ ორგანიზმსაც გაიწმენდთ.

ეს დიეტა მარტივად ასატანი და დაბალანსებულია, არ მოითხოვს კალორიების თვლას. თავად უგლოვი გვირჩევდა საათობრივ კვებას, თუმცა, დიეტის მორგება დღის ნებისმიერ განრიგზე შეიძლება. დავიწყოთ.

1. 09:00

1 ფინჯანი შავი ჩაი ან ნატურალური ყავა არაუმეტეს 1 ჩ.კ. შაქრით.

2. 11:00

1 მაგრად მოხარშული კვერცხი, დესერტად ქლიავის ჩირი (8 ცალი), წინასწარ წყალში ჩალბობილი.

3. 14:00

სადილი შედგება 200 გ მოხარშული ქათმის, ღორის მჭლე ხორცის ან თევზისგან, 100 გ ნედლი ან მოხარშული კომბოსტოსა (შეიძლება სტაფილოთი ჩანაცვლებაც) და 1 წვნიანი ფორთოხლისგან.

4. 17:00 

30 გ მყარი, უცხიმო ყველი, ვაშლი ან ისევ ფორთოხალი.

5. 20:00

ესაა საკვების ბოლო ულუფა – 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.

სულ ესაა. დიეტაში გათვლილი საკვები ძალიან უბრალო და ნატურალურია. თავად უგლოვი კი გვირჩევდა მაგიდიდან ადგომას ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისევ ვგრძნობთ შიმშილს. აგრეთვე, მისი რჩევით, არ უნდა დავიძინოთ ჭამის დასრულებისთანავე, არც დასასვენებლად ჩამოვსხდეთ.

სცადეთ ამ რეჟიმის დაცვა 10 დღით და თავს გაცილებით უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ, წელი კი შესამჩნევად შეგითხელდებათ. თავად პროფესორი ასეთ მკაცრ კვებას მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა და, როგორც ხედავთ, სავსებით გაამართლა მოლოდინი!

მაშინაც კი, თუ ქრისტიანი არ ხართ და ცხოვრებაში არ გიმარხიათ, ხანდახან მაინც დაიცავით საეკლესიო ტრადიციები. დროდადრო ცხოველური წარმომავლობის პროდუქტზე უარის თქმა ორგანიზმისთვის დიდი შვება იქნება. თავს ჯანმრთელად და გაწმენდილად იგრძნობთ, ასეთი ჩვევა გააკაჟებს ორგანიზმს და უბრალო საკვებსაც შეგაყვარებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ