რა შეცდომებს უშვებთ ოლივიეს მომზადების დროს: იდეალური სალათის საიდუმლო

0
833

საახალწლო სუფრა სალათ ოლივიეს გარეშე წარმოუდგენელია. ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, თუ მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებთ. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ნაზი, დახვეწილი და მსუყე ოლივიე. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.

როგორ მოვამზადოთ ოლივიე

ამ სტატიაში გაგაცნობთ ხშირად დაშვებულ შეცდომებს ამ პოპულარული სალათის მომზადებისას. აიცილეთ ისინი თავიდან და გაითვალისწინეთ დართული რჩევები.

1. მხოლოდ მაიონეზი

ნუ შეაზავებთ სალათს მხოლოდ მაიონეზით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოსახერხებელია – შეფუთვიდან მაიონეზის გამოწურვა და კარგად მორევა. თუმცა, ასე სალათი კუჭისთვის მძიმე და ზედმეტად მსუყე გამოდის. გააზავეთ მაიონეზი სახლის არაჟნით ან ნაღებით, როგორც ამას ორიგინალ რეცეპტში აკეთებდნენ.

აგრეთვე, მაიონეზის ჩანაცვლება შეიძლება ბერძნული მაწვნით: კერძი ასეთი მსუყე და სასარგებლო მოსართავით ბავშვებისთვისაც კი შეიძლება. თუ რესტორის დონის ოლივიეს მომზადება გსურთ, შეაზავეთ იგი შინ მომზადებული მაიონეზით: იგი 2-3 დღით ინახება, ამიტომ სოუსის წინასწარ მომზადებაც არ იქნება პრობლემა.

ოლივიეს უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ უნდა მოასხათ სოუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რამდენიმე საათში გაჩნდება ზედმეტი წვენი.

2. საექიმო ძეხვი

ეს უპატიებელი შეცდომაა! ნამდვილი ოლივიეს მომზადება შემდეგ ახალწლამდე არ უნდა გადადოთ. ძირითადი ინგრედიენტი შეიძლება იყოს საქონლის ან ღორის ხორცი, ქათამი ან კრაბი. ცნობილი სალათის ავტორი მას უმატებდა ჟრუნის ხორცსაც, თუმცა, ამ დელიკატესს ახლა ჩვენს მაღაზიებში ვერ იპოვით.

3. ბევრი კარტოფილი

სალათში ბევრი კარტოფილის დამატება ცუდი აზრია. ეს უარყოფითად აისახება ოლივიეს გემოზე, კერძის კონსისტენცია კი სახამებლიანი, ბლანტი იქნება. კარტოფილს აქვს სოუსის შეწოვის უნარი, ამიტომ მისი დამატება ბოსტნეულის რაოდენობის მიხედვით მოგიწევთ.

ჭამის შემდეგ თავი ისევ მსუბუქად რომ იგრძნოთ და დივანზე წამოწოლის სურვილი არ გაგიჩნდეთ, უნდა მოამზადოთ მსუბუქი, პიკანტური და სასარგებლო კერძი. 12-14 ულუფა სალათს 4 საშუალო ზომის (100 გრამამდე) კარტოფილი ეყოფა.

4. დაკონსერვებული ბარდა

არ გირჩევთ სალათისთვის ამ პროდუქტის გამოყენებას. იგი გემოთი ძალიან ჰგავს მოხარშულ კარტოფილს: ისეთივე მოტკბო და სახამებლიანია, ამიტომ, სალათის მოსამზადებლად, გამოიყენეთ გაყინული ბარდა. ამ ხრიკით, ზამთრის მძიმე სალათი მსუბუქ, დახვეწილ და პიკანტურ კერძად იქცევა.

5. მხოლოდ 1 კვერცხი

ესეც არ გახლავთ კარგი აზრი. მოსკოველი შეფ-მზარეულების თქმით, კვერცხი განსაკუთრებული ინგრედიენტია, რომელიც კერძის სინაზეზე აგებს პასუხს. იგი აწონასწორებს კარტოფილის, სტაფილოსა და ბარდის გემოებს. მოხარშეთ მეტი კვერცხი: 12 ულუფაზე არანაკლებ 3 ცალი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდევ რა შეცდომებს უშვებენ ამ სალათის მომზადების დროს და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება? გაგვიზიარეთ თქვენი განსაკუთრებული რეცეპტი!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ