ჰოროსკოპის გიდი. თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
48

დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – თემაზე: თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ასტროლოგიური ორიენტირები ბედნიერი სიყვარულისთვის – თუ გჯერათ ჰოროსკოპების, შეამოწმეთ საკუთარი თავი და თქვენი მეწყვილე.

ალბათ გსმენიათ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ შეუძლია იყოს იდეალური პარტნიორი ერთმანეთისთვის. ერთმანეთს უკეთესად უგებენ წყვილები, რომლებიც დაიბადნენ ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნის ან სტიქიის ნიშნის ქვეშ. თუმცა ზოგიერთი სტიქია ახერხებს ჰარმონიულ ურთიერთქმედებას: მაგალითად, თუ თქვენს მეწყვილეს წყლის ნიშანი აქვს, თქვენ კი მიწის, ორივე მათგანი ასტროლოგიაში ქალური თვისებებით არის დაჯილდოებული. მიწა და წყალი ერთმანეთს ეთავსება, ცეცხლი და ჰაერიც ეთავსება, წყალი აქრობს ცეცხლს, ჰაერი ცდილობს მიწის გაშრობას …

თავსებადობის სრული სურათის მისაღებად საჭიროა მეტი მონაცემების ცოდნა. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ ორივე პარტნიორის დაბადების ზუსტი დრო და ადგილი და სინასტრიის გამოთვლას პროფესიონალ ასტროლოგს შეუკვეთავთ. ასეთი პროგნოზისთვის, სპეციალისტი ორ ნატალურ რუკას ( პირად ჰოროსკოპს) ერთმანეთზე ათავსებს, რათა დაინახოს მათი ურთიერთქმედება, ასპექტების კომბინაციები და სხვა ელემენტები, რომლებიც განსაზღვრავს ბედისწერას და არკვევს რამდენად არის დამოკიდებული თქვენი წყვილის ბედნიერება ორმხრივ ძალისხმევაზე, სურვილებსა და გრძნობებზე.

თუ დრო არ გაქვთ ან არ გსურთ ფულის დახარჯვა ინდივიდუალურ გამოთვლებზე, შეგიძლიათ შეაფასოთ თავსებადობა მხოლოდ ზოდიაქოს თანავარსკვლავედების მიხედვით. მაშინაც კი, თუ თქვენი წყვილი საპირისპირო ელემენტების დუეტია, ურთიერთმიზიდულობა შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ერთმანეთის მიმართ გრძნობებმა შეიძლება ბევრი რამ გასწავლოთ.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

პატიოსნება, პირდაპირობა, გამბედაობა – ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელია, ასევე არის ის, რასაც სიყვარულის ობიექტისგან ელის. ვერძი ბუნებით ლიდერია და მოსწონს წყვილში ლიდერობა. პარტნიორის დიდი საზრიანობა დასჭირდება იმისთვის, რომ ურთიერთობა ვნებით ადუღდეს.

ცეცხლოვან ლომთან და მშვილდოსანთან ურთიერთობა ვერძისთვის ჰარმონიულია. მერწყულისაგან ცხოვრების ფილოსოფიურად დანახვას ისწავლის. ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით ივსებიან, თუ მათ გვერდზე ტყუპები ან სასწორია. “მიწიერ“ კუროსთან ურთიერთობა ფინანსურად შეიძლება მომგებიანი იყოს, სულიერი განვითარებისთვის კი ნაყოფიერია თევზებთან კონტაქტი. კირჩხიბთან და თხის რქასთან ურთიერთობა რთული იქნება, თუმცა ამ უკანასკნელთან ალიანსი სასარგებლოა კარიერისთვის, კირჩხიბთან კი ემოციური მხარდაჭერისთვის.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ამ ნიშნის წარმომადგენლები სანდო და ერთგულები არიან – ზოდიაქოს ნიშნებს შორის სიყვარულსა და ქორწინებაში “ფრიადოსნები” არიან. ისინი აფასებენ ოჯახურის კერის სითბოს, კომფორტს და სიმყუდროვეს, თავშეკავებულები არიან და არ უყვართ გრძნობების დემონსტრირება, საყვარელ ადამიანებს სიყვარულს ყოველდღიური ზრუნვით უმტკიცებენ. ეჭვიანობა და სიჯიუტე კუროს მთავარი მინუსია.

კურო კარგად ეწყობა თავისი ნიშნის წარმომადგენლებს, ადვილად პოულობს საერთო ენას ბრძენ ქალწულთან და თხის რქასთან, გრძნობებით გულუხვნი არიან წყლის ნიშნების მიმართ – კირჩხიბი, მორიელი ან თევზები. ტყუპებთან ურთიერთობა უზრუნველყოფს საიმედოობას, ხოლო ვერძთან – ერთობლივ ზრდას. ლომთან და მერწყულთან კავშირს უნდა ერიდოს, თუმცა მერწყულთან შეიძლება ჰქონდეს წარმატებული ქორწინება და ლომი კი – კუროს გაგებითა და თანაგრძნობით დაიპყრობს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპები პარტნიორში ინტელექტს აფასებენ, მათი გემოვნება ხშირად იცვლება, მათთან ადვილი არ არის იმის გაგება, თუ რა მოხდება ხვალ და თუნდაც ერთ საათში. მათ არ სურთ ზედმეტი მიჯაჭვულობა, მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება და სიმსუბუქე.

ტყუპებისთვის გარანტირებულია ურთიერთგაგება მერწყულთან და სასწორთან, ჰაერის ნიშნებთან. ცეცხლის წარმომადგენლებთან (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ურთიერთობა ახალი ჰორიზონტების გახსნაში დაეხმარება. ქალწულთან, კირჩხიბთან და თევზებთან კავშირი არასასურველია, მაგრამ პერსპექტიული, თუ პარტნიორობა წინასწარ არის განსაზღვრული პრაქტიკული პირობებით. კუროს გვერდით ტყუპები სულიერად და ინტელექტუალურად გამდიდრდებიან.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

წყლის ელემენტი კირჩხიბებს მგრძნობელობას და ემოციურობას ანიჭებს. ისინი არიან ნაზები და სიყვარულით, მზრუნველობით სავსენი, მიჯაჭვულნი არიან ოჯახთან და არ ახასიათებთ გარისკვა. მათი იდეალი – სტაბილური, ერთგული, ხანგრძლივი ურთიერთობაა, ისინი ეძებენ სხეულის, გონებისა და სულის ღრმა კავშირს – უბრალოდ, ნაკლებს არ ჯერდებიან.

რომანტიკული კირჩხიბები ჰარმონიაში იქნებიან მორიელებთან და თევზებთან, ხოლო მიწის ნიშნებთან (კურო, ქალწული, თხის რქა) ურთიერთობაში იპოვიან სიმშვიდეს და სასურველ სტაბილურობას. ვერძთან ალიანსი მათ არ პირდება ბრილიანტებიან ცას, მაგრამ ის შეიძლება სასარგებლო იყოს კარიერისთვის და საზოგადოებაში პოზიციის დასაკავებლად. სასწორთან – იქნება ძლიერ მეგობრულ პარტნიორობა. ლომთან ურთიერთობა შეიძლება ფინანსური კუთხით იყოს მომგებიანი, ტყუპებთან კი – კირჩხიბები სულიერად გამდიდრების შანსს მიიღებენ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომს უყვარს, როდესაც მისით აღტაცებულნი არიან და სულაც არ არის მლიქვნელობის წინააღმდეგი, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობაში ის ვლინდება, როგორც ვნებიანი რომანტიკული და ერთგული პარტნიორი. ლომებს უყვართ ყურადღება და სურთ, რომ თავიანთი საყვარელი ადამიანების თვალში განსაკუთრებულები იყვნენ.

ვარსკვლავები ლომს უწინასწარმეტყველებენ ჰარმონიულ ალიანსს ცეცხლოვანი ნიშნების წარმომადგენლებთან – ვერძთან, ლომთან და მშვილდოსანთან. ჰაერის ნიშნებთან (ტყუპები, სასწორი, მერწყული) კავშირი აავსებს მათ ცხოვრებას სიხარულით და ბევრი დადებითი ემოციით. მიწისა და წყლის ნიშნებთან უფრო ფრთხილად უნდა იყოს – ასეთ ტანდემში ლომს უჭირს ისე გაბრწყინდეს, როგორც მას ჩვევია. კუროსთან ალიანსი პერსპექტიულია კარიერული ზრდისთვის, მორიელთან მორალური მხარდაჭერისთვის. ქალწულთან ურთიერთობა ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, კირჩხიბთან კი – ლომი ოცნებასა და მედიტირებას ისწავლის.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ეძებენ სრულყოფილებას ყველაფერში – და პარტნიორშიც. ისინი სიყვარულის ობიექტს ყურადღებით ავსებენ, მაგრამ სანაცვლოდ მოელიან, რომ მათი ზრუნვა დაფასდება და მონდომება – დაჯილდოვდება. ქალწულები აფასებენ ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთობებს.

ყურადღებიანი და ცივსისხლიანი ქალწული თავს კომფორტულად გრძნობს ქალწულის გვერდით, მშვიდი კუროს გვერდით და რეფლექსიისკენ მიდრეკილი თხის რქის გვერდით. წყლის ნიშნებთან (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ურთიერთობა შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ ზოგადად, კარგი. ქალწულებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაუმართლოთ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებთან, თუმცა ტყუპებთან ალიანსი შეიძლება სასარგებლო იყოს კერძო ბიზნესის განვითარებისთვის, მშვილდოსანთან კი კარიერული ზრდისთვის. სასწორთან ალიანსი შეიძლება მომგებიანი იყოს ფინანსური კუთხით, ლომთან პარტნიორობა კი სულიერი განვითარებისთვის.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ეს ნიშანი ცხოვრების ყველა ასპექტში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ასეა სიყვარულშიც. სასწორები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან, უყვართ სილამაზე და სძულთ კონფლიქტი. ისინი ეძებენ პარტნიორს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს იგრძნონ ყოფიერების სისავსე, მაგრამ მათ დრო სჭირდებათ, რათა აწონონ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე – და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ.

მეგობრული სასწორი ქმნის ურთიერთგაგებითა და სიხარულით სავსე ურთიერთობას ჰაერის ელემენტის წარმომადგენლებთან – ტყუპებთან, მერწყულებთან და სასწორებთან, შეუძლია ძლიერი გრძნობების გაღვიძება ცეცხლის ნიშნებში – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ასტროლოგები შეუთავსებლობას უწინასწარმეტყველებენ კირჩხიბებთან და თხის რქებთან, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა არჩევანი კეთდება გონებით და არა გულით. მორიელთან ურთიერთობა შესაძლოა ხელსაყრელი იყოს ფინანსური კუთხით, ქალწული კი შესანიშნავი პარტნიორია ინტელექტუალური ზრდისთვის.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ზოდიაქოს ყველაზე მიმზიდველი ნიშანი ნაზი და ვნებიანია, მაგრამ ამჯობინებს თავისი გრძნობების დამალვას. მორიელი სხვების წინაშე ავლენს ძალასა და სიხისტეს და საყვარელ ადამიანებთან ის არის მზრუნველი და გულუხვი, მაგრამ ასევე შურისმაძიებელი და მბრძანებლური. თუ უყვარს, სწყურია მუდმივი კონტროლი და სრული ერთგულება.

იდუმალი და მრავალმხრივი მორიელები ქმნიან ჰარმონიულ კავშირებს წყლის ნიშნებთან (კირჩხიბი, თევზები), რომლებიც უსაზღვროდ აღფრთოვანდებიან მათით. ფეხქვეშ საიმედო ნიადაგს იპოვიან კუროს, ქალწულისა და თხის რქის მომთმენი სიყვარულის წყალობით. ცეცხლი და ჰაერი მორიელისთვის არასანდო ტერიტორიაა. ლომთან გამოვა კარგი ტანდემი კარიერის კუთხით, მშვილდოსანთან – ფინანსების კუთხით, სასწორთან და მერწყულთან – ემოციური წონასწორობისთვის.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი შესანიშნავად აერთიანებს დამოუკიდებლობას, უდარდელობას და სერიოზულობას. ამ ცეცხლოვანი ნიშნისთვის მნიშვნელოვანია განვითარების პოტენციალი, საკუთარი ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობა, მათ შორის ურთიერთობების საშუალებით. ურთიერთობაში მისთვის მნიშვნელოვანია სამყაროს ერთად შეცნობა, ახალი გამოცდილების მიღება.

მშვილდოსნებისთვის წარმატებულია ალიანსი სხვა მშვილდოსანებთან და ენერგიულ ვერძთან და ლომთან. ჰაერის ნიშნებთან ურთიერთობა კარგად ვითარდება – ტყუპებთან, სასწორებთან და მერწყულებთან, რომელთაც შეუძლიათ მოქნილობის გამოვლენა. თხის რქასთან ალიანსი შეიძლება ფინანსურად მომგებიანი იყოს, მორიელთან პარტნიორობა კი ნაყოფიერია სულიერი განვითარებისთვის. შეუთავსებელი ნიშნებია ქალწული და თევზები, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში ორივე ვარიანტი შეიძლება ურთიერთსასარგებლო გახდეს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ეს ნიშანი არის სიძლიერის, პასუხისმგებლობის, საიმედოობის სიმბოლო. გულის სიღრმეში თხის რქა ძალიან ემოციურია, მაგრამ პარტნიორს დიდი მოთმინება და სიყვარული დასჭირდება, რათა მან თავისი ნამდვილი გრძნობები გამოავლინოს. ურთიერთობაში ლიდერობა სურს, მაგრამ თხის რქის ხასიათში იმდენი პლიუსია, რომ ამასთან შეგუება ადვილია.

საღად მოაზროვნე თხის რქები თავს კარგად გრძნობენ მიწის ნიშნებთან – კუროსთან, ქალწულთან და თხის რქასთან ურთიერთობაში, რომლებთანაც მათ ბევრი საერთო აქვთ და ასევე ტკბებიან კირჩხიბის, მორიელისა და თევზების სიახლოვით, მოხიბლულნი არიან მათი სულიერი სიღრმით. ჰაერს და ცეცხლს სირთულეები მოაქვს: ვერძთან და სასწორთან ალიანსს აზრი აქვს მატერიალისტური მოსაზრებების გამო, მერწყული და მშვილდოსანი კი ყოველთვის მზად არიან მიიღონ თხის რქის ზედმეტი ზრუნვა.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

სამყარო, რომელშიც ეს ნიშანი ცხოვრობს, არის ხვალინდელი დღე, მომავალი. თავისუფლება და დამოუკიდებლობა მას ჰაერივით სჭირდება. მერწყულს სჭირდება პირადი სივრცე და არასოდეს მისცემს არავის თავის შეზღუდვის უფლებას, სანაცვლოდ კი საყვარელ ადამიანს თავისუფლად სუნთქვისა და საკუთარ თავად ყოფნის შესაძლებლობას შესთავაზებს.

ირონიული, დამოუკიდებელი მერწყული ისვენებს ჰაერის ნიშნებთან ურთიერთობაში – ტყუპებთან, სასწორთან, მერწყულთან. ცეცხლოვან ვერძთან, ლომთან და მშვილდოსანთან ურთიერთობაში ყოველთვის არის დაძაბულობა – თუმცა სასიამოვნო. მიწა და წყალი მერწყულისთვის მოსაწყენი გარემოა, მაგრამ კუროსთან სულიერი კონტაქტია შესაძლებელი, მორიელი კი კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. თევზებთან მერწყულს აქვს შანსი გამდიდრდეს, თხის რქასთან კი – ცნობილი გახდეს.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ბუნებით მშვიდობისმყოფელ თევზებს მშვენივრად ესმით ადამიანების, აქვთ დახვეწილი იუმორის გრძნობა და შეუძლიათ ყველაფერში რომანტიკული მოტივების პოვნა. მათ გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც მათ გააერთიანებს არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ ამაღლებული სიმართლით სავსე საუბრები.

მეოცნებე და თან პრაქტიკული თევზები, ბედნიერებას წყლის ნიშნებთან ურთიერთობაში იპოვიან – კირჩხიბთან, მორიელთან და თევზებთან. მიწის ნიშნებთან სიახლოვე (კურო, ქალწული, თხის რქა) ასწავლის მათ მარტივი ნივთებით ტკბობას და სიმშვიდეს მოუტანს. ცეცხლისა და ჰაერის ნიშნები არ იძლევა ჰარმონიის გარანტიას, მაგრამ ისინი შეძლებენ თევზების სასარგებლო შესაძლებლობებით დაჯილდოვებას. მშვილდოსანთან კავშირი სასარგებლოა კარიერისთვის, ტყუპებთან – ფინანსური თვალსაზრისით. ვერძთან ურთიერთობა თევზებისთვის შეიძლება გრძნობების ნამდვილ ქარიშხალში გადაიზარდოს, მერწყულებთან ურთიერთობა კი – ერთგულ და ხანგრძლივ პარტნიორობაში, რომელიც მეგობრობით დაიწყო.