
1910 წელს თამბაქოს კომპანიამ Gallaher Ltd. გამოუშვა 100 სიგარეტის ბარათის სერია How-to’s. ეს ბარათები საკოლექციო მასალა სწრაფად გახდა. ახლა ძალიან დიდი იშვიათობაა. ზოგჯერ იყო შემთხვევები, როცა არამწეველები სიგარეტს ყიდულობდნენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ იშვიათი ბარათი მიეღოთ.
ნიო–იორკის საზოგადოებრივმა ბიბლიოთეკამ ისინი გააციფრულა, რომ პრაქტიკული რჩევები შეგვახსენოს. გასაოცარია, მაგრამ 100 წლიანმა რჩევებმა აქტუალობა დღემდე არ დაკარგა! მათი გამოყენება და წინაპრების სიბრძნის დაფასება ნებისმიერს შეუძლია.
How-to’s 100–ვე ხრიკის სტატიის ფარგლებში გამოქვეყნებას ვერ შევძლებთ, მაგრამ რედაქცია Girl.ge მათგან საუკეთესოებს გთავაზობთ.
ყოველდღიური რჩევები
1. როგორ დავუბრუნოთ სიჯანსაღე გადაჭრილ ყვავილებს
თუ თაიგული ჭკნობას იწყებს, ყვავილებს შეგიძლიათ ძველი სიჯანსაღე დაუბრუნოთ. ამისთვის „გალაჰერი“ გირჩევთ ყვავილები ცხელ წყალში ჩადოთ. როცა წყალი გაგრილდება, აუცილებლად ღეროს ბოლოები გადაჭერით და ცივი წყლით სავსე ლარნაკში გადაიტანეთ.
2. როგორ გავარჩიოთ კარაქი მარგარინისგან
ვინ იფიქრებდა, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ 1910 წელს აქტუალური იყო! კარაქის ნამდვილობის შესამოწმებლად ბარათი №17 გირჩევთ, რომ კარაქი ქაღალდს წაუსვათ და დაწვათ. წვის დროს ნატურალურ კარაქს სასიამოვნო სუნი ექნება, ხოლო მარგარინს საშინელი სუნი.
3. ახალი ფეხსაცმლის გაწმენდის საუკეთესო მეთოდი
ახალი ფეხსაცმელი ნახევარი ლიმონით გაწმინდეთ და გაშრობა აცადეთ. ამის შემდეგ ადვილად გაიწმინდება!
4. რა გავაკეთოთ მყესების დაჭიმვის დროს
დაზიანებული კიდური ზემოთ ასწიეთ და ცივ წყალში დასველებული ბინტით შეიხვიეთ. სურათზე ნაჩვენებია, როგორ გააკეთოთ, რომ ბინტი მუდმივად სველი დარჩეს და მისი შეცვლა არ მოგიწიოთ. სახვევი ბინტის საშუალებით ნელ–ნელა გრაფინის წყლით გაიჟღინთება.
5. რა გავაკეთოთ, თუ ჭიქები ერთმანეთში გაიჭედა
როცა ერთი ჭიქა მეორეში გაიჭედა, მათი დაშორების დროს გატეხვის რისკი არსებობს. ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი – ზედა ჭიქა ცივი წყლით გაავსეთ, ხოლო ქვედა ჭიქა ცხელ წყალში მოათავსეთ. ისინი ერთმანეთს დაუყონებლივ დაშორდებიან.
6. როგორ შევამოწმოთ, ნესტიანია თუ არა საწოლი სასტუმროს ნომერში
მათთვის, ვისაც სასტუმროში ღამის გათევა ხშირად უწევს, ნესტიან საწოლში დაძინება ძალიან უსიამოვნოა, ამასთან ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ლოგინის სიმშრალეს ჩვეულებრივი სარკის დახმარებით სწრაფად შეამოწმებთ. ლოგინის ქვეშ სარკე რამდენიმე წუთით გააჩერეთ. თუ სარკე დაიორთქლება, სასწრაფოდ სხვა საძინებელი ოთახი მოითხოვეთ.
7. როგორ მოვამზადოთ გემრიელი კარტოფილი
მოხარშული კარტოფილი მტვრევადი რომ გახდეს, მოხარშვის დროს მარილის გარდა ცოტა შაქარიც დაუმატეთ. როცა კარტოფილი მოიხარშება, ნახარში გადაასხით, კვლავ ცეცხლზე დადგით და 1-2 წუთით პერიოდულად შეანჟღრიეთ, რომ კარტოფილს თანაბრად გაშრობა აცადოთ.
8. როგორ მოვაშოროთ მელნის ლაქა ცხვირსახოცს
ახალი მელნის ლაქა შეგიძლიათ რძით მარტივად მოაშოროთ. დასვრილი ნივთი რძიან ჭურჭელში მოათავსეთ. ლაქა წამებში გაქრება.
9. როგორ გავაკეთოთ სარწყულებელი ქათმებისთვის
სურათზე მოცემული კონსტრუქციის ასაწყობად დაგჭირდებათ უბრალო ღვინის ბოთლი და თეფში. ამასთან ბოთლის პირსა და თეფშის ძირს შორის დაშორება 1 სმ–ზე მეტი უნდა იყოს.
10. როგორ გავაკეთოთ ლარნაკი უფრო გამძლე
ლარნაკის ნაწილი ქვიშით გაავსეთ, რომელიც მას უფრო სტაბილურს გახდის, ცენტრის სიმძიმე ძირში გადაიტანეთ. ეს მეთოდი ნაკლებად ფართო ძირის მქონე ლარნაკებზე განსაკუთრებით გამოგადგებათ.
11. როგორ არ დავისვაროთ შეღებვის დროს
როცა ფუნჯით ღებავთ, ადრე თუ გვიან საღებავი ფუნჯის სახელურზე ჩამოიწვეთება, აქედან კი ხელსა და ტანსაცმელზე. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა მუყაოს ქაღალდი აიღეთ და გახვრიტეთ. ფუნჯზე მყარად დაამაგრეთ და საქმეს შეუდექით.
12. როგორ მოვათავსოთ სანთელი ვიწრო სასანთლეში
თუ სანთელი თქვენი სასანთლისთვის ძალიან სქელია, მისი მოჭრა არ იჩქაროთ: სანთლის ბოლო ცხელ წყალში მოათავსეთ ასე ცივი გადნება. ახლა სასანთლეში ადვილად მოთავსდება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.