ნევროლოგების ნაწილის თვალსაზრისით ეს ტვინის ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა, ჩემთვის კი ნამდვილი აღმოჩენაა.

0
793

ხელსაქმის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია! ყოველთვის მოუთმენლად ველოდები შაბათ–კვირას, რომ საყვარელი შემოქმედებით დავკავდე. ტყუილად ხომ არ ამბობენ: „შემოქმედება ბედნიერების ერთ–ერთი მთავარი წყაროა“ ამ სიტყვებში ღრმა აზრი იმალება.

ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ხელსაქმით დაკავება სურთ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელნაკეთ ნაწარმებზე ნამდვილი ბუმია. ზოგი ბებიების ხრიკებს იხსენებს, ზოგიც ხელსაქმის ახალ ტექნიკას იგონებს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს!

ყველამ არ იცის, რომ ხელსაქმეს ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. ქალებს ძალიან უყვართ ასეთი შემოქმედება, როგორც სტრესის საწინააღმდეგო საშუალება. შემოქმედებით დაკავება ორგანიზმში ბევრი სისტემის მუშაობას არეგულირებს.

სულ ახლახანს გავიგე, რომ მედიცინამ ტვინის ორივე ნახევარსფეროზე განვითარებაზე ხელსაქმის დადებითი გავლენა ოფიციალურად აღიარა. შემოქმედება ადამიანს ეხმარება სტრესის გაქრობაში, ორგანიზმის ბიორიტმის აღდგენაში, ხელის მოძრაობის გაუმჯობესებაში. ეს ხელსაქმის დადებითი გავლენის სრული სია არაა.

გონების ვარჯიში

შემოქმედებითი პროცესის დროს ტვინი აქტიურად ვარჯიშობს, განსაკუთრებით მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც არავერბალური ინფორმაციის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი, კერძოდ: წარმოსახვაზე, სივრცეში ორიენტაციაზე, ინტუიციასა და ემოციებზე. როგორც მუშაობის გარეშე კუნთები იშლება, ასე სუსტდება მარჯვენა ნახევარსფეროს შესაძლებლობები, თუ არ გამოიყენებთ.

ზოგჯერ შემოქმედებითი მარჯვენა ნახევარსფეროს აღსადგენად საქსოვი ჩხირების ან საქარგავის აღება საკმარისია.

აშშ–ს პრეზიდენტი ეიზენჰაუერი და სერ უინსტონ ჩერჩილი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად სახატავად დროს ყოველთვის პოულობდნენ. ისინი შედევრების შექმნას არ ცდილობდნენ, სამაგიეროდ კარგად ესმოდათ, რომ დაძაბულ გონებრივ დატვირთვას გადართვას სჭირდება.

ხელსაქმის სარგებელი

1. ნერვული სისტემის გაძლიერება

ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარება უფრო ნაკლებ სულიერ რესურს წაგართმევთ.

2. სიამოვნება და სტრესის მიმართ გამძლეობა

მეცნიერებმა შემოქმედების პოზიტიური გავლენის მექანიზმის ამოხსნა შეძლეს. სამუშაოთი გატაცება თავის ტვინში დადებით კერას აღაგზნებს, ხოლო სასიამოვნო ემოციები პოტენციალს ზრდის. ამ ნაწილიდან წამოსული აღგზნება სტრესის მექანიზმს თრგუნავს.

3. განვითარება

ქალისთვის ყოველდღიურობაზე უფრო საშიში არაფერია, რადგან ასე შეიძლება ამქვეყნად ყველაფერი დაგავიწყდეთ. ხოლო ხელსაქმე კონცენტრაციას ზრდის, რაღაც ახლის გამოგონების პროცესს სტიმულირებს, ასევე საკუთარი სტილის და გემოვნების განვითარებას ხელს უწყობს.

4. წონაში დაკლება

ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ხელსაქმით დაკავებულნი არიან, უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ზედმეტი კილოგრამები ნაკლებად აწუხებთ. ნახევარი საათით ქარგვა უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე ღვეზელი ან შოკოლადი! ექიმები ადასტურებენ: ჰობი შესანიშნავი მეთოდია ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად!

5. შინაგანი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესება

ხელსაქმემ ასეთი სახელი იმიტომ მიიღო, რომ თითქმის ყველა მოქმედება ხელით სრულდება. ხელისგულებზე ძალიან ბევრი აქტიური წერტილი მდებარეობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს და სისტემას უკავშირდებიან.

ხელსაქმით დაკავებისას სიამოვნების გარდა მთელი ორგანიზმის მუშაობის სტიმულირება ხდება. გარკვეული წერტილების მასაჟით შინაგან ორგანოებზე ზემოქმედება შეიძლება. ამ შემთხვევაში ხელსაქმე ყოვლისმომცველი მასაჟია.

6. ეკონომია

ქსოვის ან ქარგვის, რბილი სათამაშოების ან სხვა სასაჩუქრე ნაწარმის გაკეთების უნარი ოჯახურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ საყვარელი ჰობი მოულოდნელად დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს ან მთელ ბიზნესად გადაიქცეს.

და ეს შემოქმედების დადებითი მხარის სრული სია არაა! ასევე რედაქცია Girl.ge გთავაზობთ ხელსაქმის ნაცნობ სახეებს და მათ გავლენას ორგანიზმზე.

1. ქარგვა

ბევრისთვის საყვარელი საქმიანობა თავის ტკივილს, ყურებში ხმაურს, გონებრივ დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას, სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, მყესების დაჭიმულობას და ხელების პროფესიონალურ დაავადებებს კურნავს.

2. მძივებით აწყობა

ვინ იფიქრებდა, რომ თინეიჯერი გოგოებისთვის საყვარელი საქმიანობა, სამაჯურების მძივებით ქსოვა, უძილობას და გაფანტულ ყურადღებას კურნავს. მძივებით აწყობა თავის და კბილის ტკივილის, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს დაგეხმარებათ. ის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ავი თვალის, ჯადოს მოსახსნელად.

3. ვაზიდან ქსოვა

თუ ნერვული წიკები, დეპრესია, ჰიპოტონია, გონებრივი დაღლილობა, ძალების ნაკლებობა და თავის ტკივილი გაწუხებთ, ვაზიდან სხვადასხვა ნივთების ქსოვა დაიწყეთ. ასეთი შემოქმედება მეხსიერებას აძლიერებს და ზედმეტ აგრესიას აქრობს.

4. კერვა

კერვა რიტმის დარღვევასთან დაკავშირებული გულის დაავადებების დროს დაგეხმარებათ. არტერიული წნევა იკლებს, შიდაქალის წნევა რეგულირდება, ნერვული აშლილობა, თავის ტკივილი, უძილობა და დაღლილობა ქრება.

5. საკერებლიანი საქმე

კურნავს თავის ტკივილს, სხვადასხვა ახალწარმონაქმნს ორგანიზმში, ყაბზობას, ალერგიას ბეწვზე, ფეხის და კრუნჩხვების ტკივილს, სურდოს და სასუნთქი გზების ანთებას, ხმოვანი მყესების ტკივილებს, ცხვირიდან სისხლდენას ამცირებს, სისხლის შედედებას აუმჯობესებს.

6. საქსოვი ჩხირებით ქსოვა

დაგეხმარებათ ნერვული სისტემის დაავადებების, ხერხემლის დაზიანების, ტვინის შერყევის, ასევე დეპრესიიდან სწრაფად გამოსვლასა და მძიმე შოკის გადატანაში.

7. ყაისნაღით ქსოვა

აქრობს თავის ტკივილს, კბილის და ყურების ტკივილს, კურნავს სურდოს და კარდიოლოგიურ დაავადებებს, სკლეროზს, ნერვული პროცესების ჩამორჩენას, ღვიძლის და თირკმლების დაავადებებს, გაზრდილ დაღლილობას და ძველი ტრავმების ტკივილს ხსნის.

რედაქციისგან

ხელსაქმე კმაყოფილების განცდას იძლევა, დადებითი ემოციებით გკვებავთ და ყოველდღიური პრობლემებისგან გიცავთ. სახლში, სადაც ბევრი სულით და სიყვარულით შექმნილი ბევრი ნივთია, კამათი და ჩხუბი ნაკლებად ისმის, ხოლო სიცილი ხშირად, რადგან შემოქმედის სამყარო სიმშვიდით არის სავსე.

ამ სტატიამ რაღაც ახალი აღმოგაჩენინათ? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. კომენტარებში გაგვიზიარეთ, თუ თქვენ რომელი ხელსაქმით ხართ გატაცებული.

შემოქმედება გადამდებია – გაავრცელეთ და დაე, ყოველი დღე ბედნიერებით და სიხარულით იყოს სავსე!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ