მრავალფეროვანი მანიკური: როგორ უნდა შეიღებოთ ფრჩხილები, რომ ვულგარული ქალის იმიჯი არ გქონდეთ

0
1648

მონოქრომული ფრჩხილების საფარით უკვე ვერავის გააკვირვებთ. ეს მოსაწყენად გამოიყურება. ფრჩხილების დიზაინი უკვე დიდი ხანია ხელოვნებად იქცა, რომელიც ფერების შერევას მოითხოვს. მოდის მიმდევრებმა უკვე იციან, რომ ახლა მრავალფეროვანი მანიკური ტრენდშია. ოღონდ ელეგანტური ფერადი კონტრასტული სქემების შექმნა საკმაოდ რთულია. ფერები სწორად უნდა შეუხამოთ.

Girl.ge-ს რედაქცია ფრჩხილის დიზაინში ფერების შერწყმის ძირითად წესებზე გიამბობთ. ასევე მოდური მანიკურის იდეებს გიზიარებთ.

მრავალფეროვანი მანიკური

ფერების კომბინირების და შერჩევის რამდენიმე წესი არსებობს. თბილი და ცივი ფერების შერწყმა რეკომენდებული არაა. ძირითად ფერებად ითვლება მწვანე, წითელი, ყვითელი და ცისფერი. სხვადასხვა შეფერილობები მათი შერევით და შავი და თეთრი ფერების დამატებით მიიღება. ყვითელი და წითელი ფერების ნარევს თბილს უწოდებენ, ხოლო ცისფერის და მწვანეს ნარევს ცივს.

აღსანიშნავია, რომ ეს წესი ხშირად ირღვევა. მოდური მანიკურის შექმნისას თბილი და ცივი ფერების შეხამება გასაკვირი არაა. 3 და უფრო მეტი ფერის შერჩევისას აქცენტი ერთ ფერზე უნდა გააკეთოთ, დანარჩენი კი დამატებითი უნდა იყოს.

მრავალფეროვანი მანიკურის იდეები

1. შემოდგომაზე ფერების ასეთი კომბინაცია ძალიან ლამაზად გამოიყურება. თეთრი ფერი მუქ გამას შესანიშნავად ამსუბუქებს, ამიტომ ფრჩხილები პირქუშად საერთოდ არ გამოიყურება.

2. ხორცისფერი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს. ნაზი, ამასთან უჩვეულო.

3. რა თქმა უნდა, გრადიენტული მანიკური ფერების შესარევად საუკეთესო არჩევანია. ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება. მხოლოდ 2 ჩრდილის გამოყენება საჭირო არაა.

4. ერთი ფერის სხვადასხვა შეფერილობა გამოიყენეთ და არ წააგებთ.

5. ძალიან ლამაზი, მაგრამ ამასთან სახიფათო ფერი. ერთად ერთმანეთს ავსებენ.

6. ამ ვარიანტში ცივი და თბილი ფერები გვხვდება, თუმცა მთელი სურათი ჰარმონიულად გამოიყურება.

7. ძალიან ნაზი გადასვლა ღია ფერიდან მუქზე.

8. თეთრი ბაზა ნებისმიერი შეფერილობის შესარევად გამოდგება.

9. ასეთი სხვადასხვა ფერები, მაგრამ ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურება.

10. ღია ფერები ზაფხულისთვის გამოგადგებათ, ხოლო ცივ ამინდში თბილ დღეებს შეგახსენებთ.

11. საკმაოდ უჩვეულო ფრენჩი.

12. ასეთი ფრჩხილები ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება, ხოლო კარგია იმით, რომ ნებისმიერ სტილს ავსებენ.

13. მთელი გალაქტიკა თქვენს ფრჩხილებზე.

14. სხვადასხვა ფერების გარდა ტექსტურებიც შეუხამეთ.

15. ექსპერიმენტების და სხვადასხვა ნახატების შექმნის არ შეგეშინდეთ.

რედაქციის რჩევა

თუ მრავალფეროვანი მანიკურის გაკეთებას აპირებთ, ლაქის წასმამდე, თეთრ ქაღალდზე თითოეული ფერის ლაქი დააწვეთეთ. ასე დაინახავთ, თუ რომელი ფერები ეხამება ერთმანეთს.

თქვენს მანიკურში სხვადასხვა ფერების კომბინაცია სცადეთ და მანიკურის ლამაზი იდეების მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ