
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია 3 ჩვევაზე, რომელიც 50-ის შემდეგ ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დიახ, მე ცოტა ნაკლების ვარ, მაგრამ ეს ჩვევები უკვე დავნერგე. იოგა ასევე გვიწყობს ხელს საერთო ტონუსის შენარჩუნებაში.
ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთი თავისი ასაკისთვის ძალიან აქტიური ქალი გავიცანი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ის მაქსიმუმ 47 – 48 წლის იქნებოდა. როდესაც მისი რეალური ასაკი გავიგე – სასიამოვნოდ გამიკვირდა. თითქმის 60-ის არის.
ის ტონუსშია, კარგი აღნაგობის, თავისი ასაკისათვის შეუფერებელი ნაოჭების რაოდენობით. და კიდევ, ძალიან კარგი ფიგურა აქვს – თითქოს მთელი ცხოვრება უვარჯიშია და ახლაც არ მიუტოვებია. მისი საიდუმლოთი დავინტერესდი, არა მხოლოდ როგორც იოგის ტრენერი, არამედ როგორც ქალი, რომელიც საკუთარ თავზე გრძნობს ასაკის მატებას.
გამიმართლა, რომ ეს ქალი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და სიამოვნებით გამიზიარა ყველაფერი, რასაც თავად იცავდა ყოველდღიურად. მე კი ამ ყველაფერს თქვენ გაგიზიარებთ!
რძე: სიკეთე თუ ბოროტება
სოფლის მაცხოვრებელი ქალები გაცილებით უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ქალაქელები. ეს იმიტომ, რომ მათი რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს რძე. თანაც, რძე ნატურალურია და არა მაღაზიაში ნაყიდი.თუმცა, მე ვთვლი, რომ მაღაზიაში ნაყიდი რძეც შეიძლება. ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ საერთოდ გამოვრიცხოთ რძის მიღება, სოფლის რძის არ ქონის გამო.
რძის პროდუქტების მთელი საიდუმლო კარგადაა ცნობილი და ეს არის – კალციუმი. წლებთან ერთად ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირდება, ის ორგანიზმიდან ირეცხება, უარესად შეიწოვება. ამიტომ, რძის პროდუქტები დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვით. თქვენი ძვლები ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც 35 წლის ასაკში, თუნდაც 2 ათეული წლით უფროსი იყოთ.ამასთანავე, კალციუმის უზარმაზარი სარგებელი არის ის, რომ ის ხელს უწყობს საკვებიდან სხვა ვიტამინების ათვისებას.
გადავიდეთ მარცვლეულისა და ბურღულეულის ფაფებზე? – კარტოფილი, მარცვლეული, ბურღულეული – ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაფერში უნდა იყოს ბალანსი. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ – ნახშირწყლებია. ნახშირწყლები ყველაზე მეტად იწვევს სიმსუქნეს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტი ბურღულეულის მოხმარებას იწყებს.
ნახშირწყლები – ეს არის ჩვენი ენერგია. მათი რაციონიდან გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ არც გადაჭარბებული მოხმარება. ამიტომ, ჯობია კვების რაციონი ისე გათვალოთ, რომ ცილების წილი იყოს (ხორცი, რძის პროდუქტები და პარკოსნები) დაახლოებით 30-35%, ცხიმების დაახლოებით 25-30% (ამ სიტყვის ნუ შეგეშინდებათ, ცხიმებისგან უფრო ნაკლებს იმატებენ წონაში, ვიდრე ნახშირწყლებიდან) და დაახლოებით 40% ნახშირწყლები.
საინტერესო ფაქტი: ცილის ათვისებაზე ორგანიზმი დაახლოებით იგივე ენერგიას ხარჯავს, რასაც ის ცილისაგან ღებულობს, ამიტომ წონაში მატება არ ხდება.
გონივრული ფიზიკური დატვირთვა. არა, სპორტდარბაზში არავინ გაგდებთ. რისთვის? არსებობს უფრო მარტივი და საკმაოდ ეფექტური დატვირთვები.ერთ საათიანი სეირნობის დროს იმდენივე კალორია იწვება, რამდენიც 20 წუთიანი სირბილის შემთხვევაში. რატომ უნდა ვირბინოთ, როდესაც შეგვიძლია, რომ გავისეირნოთ? კუნთებიც ტონუსში გვექნება და სუფთა ჰაერსაც შევისუნთქავთ. თუ ველოსიპედითაც გაისეირნებთ, თქვენი ორგანიზმი ძალიან მადლიერი იქნება.
რაც შეეხება ძალისმიერ დატვირთვებს, გამოიყენეთ რეზინები მცირე წინაღობით. დაიჭირეთ ორივე ბოლოთი და დაჭიმეთ დაახლებით 20 ჯერ. ჩვენ არ გვინდა კუნთების გაზრდა, ჩვენი მიზანია – ტონუსი.