
მოცემული სტატია სადაც გიყვებოდით ისტორიას ჩემი ნაცნობი ეკას შესახებ, რომელსაც 5 წლის განმავლობაში აწუხებდა ფსორიაზეი, რომელმაც ამ დაავადებისგან განთავისუფლება და ასევე დაეხმარა დაქალს მეჭეჭების მოშორებაში მოხდა ფაქტების გადამოწმება და გადამოწმებული ფაქტების მიხედვით ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დარედაქტირება, რადგან ფაქტები რომელზე დარყდნობითაც შეიქმნა სტატია სანდრო წყაროსთან გადამოწმების შემდეგ არ დასტურდება.
მკურნალობის მეთოდი რომელზეც სტატიაში იყო საუბარი ეფუძნებოდა ექიმ ივანე ნეუმივაკინის მეთოდიკას. სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად ნეუმივაკინის ამ მეთოდიკას სულ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, რადგან ცნობილმა ექიმმა დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი წამლების, მძიმე დაავადებებისა და იმის შესახებ, რასაც ჩვენ ცხოვრების ჯანსაღ წესს ვუწოდებთ.
პროფესორ ნეუმივაკინის ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ფსორიაზის განვითარება უკავშირდება მიმოცვლითი პროცესების დარღვევებს, რომლებიც, ხშირად, ორგანიზმის გაშლაკოვნების შედეგია. ამიტომ, ამ დაავადებების განკურნებისთვის საჭიროა ყოველმხრივი განწმენდა, წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით.
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მოხდა ავერსის კლინიკის დერმატო-ვენეროლოგთან, ნინო ლომსაძესთან. ექიმის ინფორმაციით, ფსორიაზის მკურნალობის დროს წყალბადის ზეჟანგი არ გამოიყენება. წყალბადის ზეჟანგი კანის არც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ფსორიაზის დროს კი გარეგანი მოხმარებისთვის ექიმის რეკომენდაციით სხვადასხვა მალამოები ინიშნება.
ანალოგიურ ცნობებს ვიღებთ გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანახმადაც: ფსორიაზის მართვის 3 ძირითადი მეთოდი არსებობს:
- კანის ზედაპირის დასამუშავებელი მალამოების გამოყენება;
- ფოტოთერაპია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ხდება;
- სხვადასხვა ორალური მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ თითოეული მეთოდის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს!
სტატიაში ასევე იყო ყურადღება გამახვილებული იმაზეც, რომ წყალბადის ზეჟანგს არ აქვს გამოყენების უკუჩვენებები, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა, რაც ფაქტების გადამოწმებით ასევე არ დასტურდება.
წყალბადის ზეჟანგს ანტიბაქტერიული თვისებები ნამდვილად აქვს. დერმატო-ვენეროლოგი, ნინო ლომსაძე „ფაქტ-მეტრთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წყალბადის ზეჟანგი მედიცინაში მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, მაგალითად, მსუბუქი ზედაპირული ჭრილობის დასამუშავებლად. ექიმი წყალბადის ზეჟანგის თვითნებურად გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, წყალბადის ზეჟანგის 5%-იანი ხსნარის თვალთან მოხვედრამ შესაძლოა, თვალის დაზიანება გამოიწვიოს. სახიფათოა მისი ლორწოვან გარსებზე მოხვედრაც.
სიფრთხილე დაიცავით პრეპარატის გამოყენებისას, მოერიდეთ მის მოხვედრას თვალის ლორწოვან გარსში, თორემ დამწვრობას მიიღებთ. აგრეთვე, გამოყენების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
სტატიაში მოცემული რჩევები, რომლებიც კანის სხვადასხვა დაავადების წყალბადის ზეჟანგით მკურნალობას ამტკიცებს, რუს ექიმ ივანე ნეუმივაკინის პირად მოსაზრებებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ივანე ნეუმივაკინის აკადემიური კვლევები, რომლებიც მის მიერ შემოთავაზებულ მკურნალობის მეთოდებს მეცნიერულად დაადასტურებდა, არ არსებობს.