შეხვდებით თუ არა იმ ადამიანს, რომელზეც გამუდმებით ფიქრობთ?

0
86

დავიწყოთ იმის ნახვით, თუ როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში იმყოფებით ამჟამად. თქვენს უკან მთაა, რომელიც ამბობს, რომ საკმაოდ რთული და მძიმე გზა გაქვთ განვლილი. უამრავი სიძნელის გადალახვა მოგიხდათ იმისათვის, რათა იმყოფებოდეთ იქ, სადაც ახლა ხართ. განსაცდელების დაძლევით უფრო ძლიერი და მტკიცე ხასაითის მქონე ადამიანი გახდით. ამის მიუხედავად, გამოუდმებით უბრუნდებით საკუთარ წარსულს. კარტებზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ: თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს აანალიზებთ ან ქვეცნობიერ დონეზე ისინი ჯერ ბოლომდე არ გაქვთ გადატანილი. ამჟამად თქვენს გვერდით გველია, ადამიანი, რომელიც ცდილობს ზურგში ლახვარი ჩაგცეთ და გამოგიყენოთ. დიდი ალბათობით, ეს ქალია. მოდით, ახლა განვიხილოთ, თუ როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი.

თქვენგან განსხვავებით, მამაკაცი შთაგონებულია, მას ყოველი დღის გათენება ახარებს, მას აღენიშნება ღრმა კმაყოფილების განცდა. თაიგულის კარტი მეტყველებს იმაზე, რომ ამ მამაკაცს შეყვარებული ჰყავს, უახლოეს მომავალში იგი თავის რჩეულ ქალთან შეხვედრას ან მისთვის ძღვენის გაგზავნას აპირებს. მამაკაცის უკან მთვარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ღრმადაა ჩაძირული თავის შინაგან სამყაროში. მას სურს გააკრვიოს, თუ რა სურს სამომავლოდ და დაალაგოს თავისი გეგმები.

უნდა შევამოწმოთ აგრეთვე ისიც, თქვენზე ფიქრობს თუ არა მამაკაცი გამუდმებით.ტაროს გაშლისთანავე ამოვიდა ქალის სერტიფიკატორი, ამასთან, მამაკაცი იმ მანდილოსანს ბოლომდე ენდობა. ეს ქალბატონი საკმაოდ პრინციპულია, მისი გაცურება ძალზედ რთულია. მას საკმაოდ მძიმე გზა აქვს განვლილი, მამაკაცის დამსახურებით იგი მორალურად უფრო ძლიერი გახდა. ამ ქალბატონს საკმაოდ ფართო სანაცნობო წრე ჰყავს. იგი ბუნებით ოპტიმისტია, სულ პოზიტიურად აზროვნებს.

კარტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ქალბატონი, რომელსაც მამაკაცი უმზადებს სიურპრიზს და ვისთანაც მას სურს ურთიერთობის დაჭერა.