გაარკვიეთ, უმაღლესი ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებით თქვენ

0
77

ცოტამ თუ იცის, რომ მზის ნიშნის გარდა, ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანიც. მართალია, მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის, გარდა გველმჭერისა, მის შესახებ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა. ხოლო, უმაღლესი ზოდიაქოს ისეთი შესანიშნავი ნიშნების შესახებ, როგორიცაა პეგასი, სფინქსი, მხედარი, მონადირე და ა.შ. პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მაგრამ, იმის ალბათობა, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ თქვენთვის, ძალიან დიდია.

რა არის “უმაღლესი ზოდიაქო” – უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები მდებარეობს ქვედა (კლასიკური) ზოდიაქოს ნიშნების შეერთების ადგილზე. მაგალითად, კარგად ცნობილი გველმჭერი მორიელისა და მშვილდოსნის ნიშნების შეერთების ადგილზეა. ადამიანებს, რომელთა რუკაზეც უმაღლესი ზოდიაქოს მინიმუმ ერთი ნიშანია ნაჩვენები, საერთო თვისებები აქვთ. მათ აქვთ ძლიერი გავლენა საკუთარ გარემოცვაზე, აქვთ წარმოუდგენლად ძლიერი ინტუიცია, გრძნობენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ასეთ ადამიანებს აქვთ ინტელექტისა და სულიერების მაღალი დონე, ისინი ცხოვრობენ შეგნებულად, ისწრაფვიან ღრმა შინაგანი განვითარებისკენ. შეუძლიათ რაც შეიძლება ობიექტურად დაინახონ საკუთარი თავი და გარე გარემოებები. მათ ცხოვრებაში ხშირად ჩნდება “დეჟავუს“ განცდა. ეს ადამიანები არიან ჰარმონიულები და თვითკმარები, მათ არ აწუხებთ მარტოობა. მაგრამ, ეს მხოლოდ საერთო თვისებებია, რომლებიც დამახასიათებელია უმაღლესი ზოდიაქოს მქონე ყველა ადამიანისთვის, ქვემოთ უფრო დეტალურად აღვწერთ თითოეული ნიშნის მახასიათებლებს.

თუ თქვენ დაიბადეთ ქვედა ზოდიაქოს რომელიმე ნიშნის მოქმედების ბოლო ორი დღის განმავლობაში, ან, პირიქით, ახალი ნიშნის პირველ 2 დღეში, მაშინ დიდი ალბათობით შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ გაქვთ უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი. და თუ იცით თქვენი ნატალური რუკა, მაშინ შეგიძლიათ იქ ნახოთ ეს ინფორმაცია. ამის დანახვა არავის გაუჭირდება, ზოდიაქოს ორი მეზობელი ნიშნის საზღვარზე უნდა იყოს რამდენიმე პლანეტა, ამ შემთხვევაში თქვენ ასევე გაქვთ უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ არიან ადამიანები, რომელთა შემთხვევაშიც ერთდროულად შეიძლება რამდენიმე უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი მუშაობდეს. ასეთი ადამიანებს შორიდანვე შენიშნავთ ხალხის ნებისმიერ ბრბოში.

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები. საათი – უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მდებარეობს ვერძისა და თევზების საზღვარზე. პეგასი თევზებისა და მერწყულის საზღვარზეა. სფინქსი არის მერწყულისა და თხის რქის შეერთების ადგილი. სიცოცხლის ხე – ეს ნიშანი თხის რქისა და მშვილდოსნის შეერთების ადგილზე მდებარეობს. რა თქმა უნდა, გველმჭერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის მშვილდოსნისა და მორიელის ნიშნების საზღვარი. ყვავი არის ადგილი, სადაც მორიელი და სასწორი ხვდებიან. მწყემსი არის სასწორისა და ქალწულის შეერთების ადგილი, მხედარი არის ქალწულის და ლომის საზღვარი, ეტლი არის ლომის და კირჩხიბის საზღვარი, გემი არის კირჩხიბის და ტყუპების საზღვარი, მონადირე არის ტყუპების და კუროს საზღვარი. უმაღლესი ზოდიაქოს ბოლო ნიშანი არის ვეშაპი, რომელიც მდებარეობს კუროსა და ვერძის საზღვარზე.

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

საათი. ასეთ ადამიანებს აქვთ უმაღლესი ინტელექტი და წარმოუდგენელი შრომისუნარიანობა. მათ შეუძლიათ გაითვალისწინონ აბსოლუტურად ყველა დეტალი, წვრილმანი, გარემოება, გააანალიზონ ისინი და გამოიტანონ ყველაზე ზუსტი და სწორი დასკვნები. ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან პუნქტუალური, მოწესრიგებული, პასუხისმგებელი ადამიანები – და ეს ყველაფერი პრეფიქსით „ჰიპერ“. მათ აქვთ წარმოუდგენლად ძლიერ განვითარებული მოვალეობის გრძნობა. ისინი შესანიშნავი ანალიტიკოსები და სტრატეგები არიან. მათი გეგმა ყოველთვის მაქსიმალურად ეფექტური და რაციონალურია, ამის წყალობით ისინი მიზნებს უმოკლეს დროში და მარტივად აღწევენ.

პეგასი. ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ადამიანები. როგორც წესი, მათ აქვთ შესაძლებლობები ხელოვნებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მათ იციან როგორ შთააგონონ გარშემომყოფები. მათთვის დამახასიათებელია სრული შინაგანი ჰარმონიის გრძნობა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ისინი ხშირად ძალიან მომხიბვლელები, ლამაზები არიან, შეუძლიათ ადამიანების მოზიდვა და საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა. პეგასი ხშირად კარგ, ოპტიმისტურ და პოზიტიურ განწყობაზეა. თავიანთი საქმიანობით, შემოქმედებითობით, სიტყვებით შეუძლიათ სხვებს გაუზიარონ ბედნიერების, სიხარულის და ოპტიმიზმის ენერგია.

სფინქსი. ასეთი ადამიანების თანდასწრებით უმჯობესია არ მოიტყუოთ და არც სცადოთ მათი მოტყუება. ისინი ტყუილს შორიდანვე გრძნობენ, თითქოს ხედავენ არაგულწრფელობას, ფარულ აზრს. სფინქსებს დიდი ინტერესი აქვთ მომავლის მიმართ, მისი განვითარების ვარიანტების მიმართ, მათ იზიდავთ ბედის საიდუმლოებები. ყველაზე რთულ, გაუგებარ და ჩახლართულ სიტუაციებშიც კი შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი არჩევანის გაკეთება. შემდეგ კი გარშემომყოფები თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ეს, შესანიშნავი ინტუიცია თუ წარმოუდგენელი ანალიტიკური შესაძლებლობები, თუმცა, მათ შემთხვევაში, ეს ორივე ერთდროულად არის.

სიცოცხლის ხე. ესენი არიან ოჯახური კერის, ტრადიციების, ოჯახის ნამდვილი დამფასებლები და მცველები. როგორც წესი, მათ აქვთ მშვენიერი და ძლიერი ოჯახები, ახლობლები ხშირად მიმართავენ მათ დახმარებისთვის ან ბრძნული რჩევისთვის. სხვათა შორის, ეს ადამიანები ყველაზე კარგად ახერხებენ წყვილების გადარჩენას განქორწინებისგან, ეხმარებიან ადამიანებს საკუთარი ოჯახების გადარჩენაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს იტაცებს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები, კულტურები და მათი ინტერესის განსაკუთრებული სფეროა გენეალოგია, გვარის ისტორია. მათ აქვთ ძალიან მყუდრო, სტუმართმოყვარე სახლები, სადაც ხალხი სიამოვნებით მოდის, მათ იციან როგორ მოახდინონ თავიანთი საყვარელი ადამიანების შინაგანი მდგომარეობის ჰარმონიზაცია და მხარდაჭერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვების პოვნა. ასეთი ადამიანები სიზმარში ხშირად ხედავენ თავიანთ წინაპრებს, ისინი ეხმარებიან ან რაღაცას კარნახობენ მათ, ზოგადად ისინი თავიანთი გვარის ძლიერი დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

გველმჭერი. ეს ალბათ ყველაზე ძლიერი, გამძლე და ქარიზმატული ნიშანია. მათი ცხოვრება მუდმივ ბრძოლას ჰგავს, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული სიძნელეების გადალახვასთან. მასში რუტინისა და სტაგნაციის ადგილი არ არის, ეს არის მოვლენების მარადიული დინამიკა, რომლებიც უსასრულოდ ენაცვლება ერთმანეთს. ასეთი ადამიანები ცხოვრების მანძილზე არაერთხელ განიცდიან კრიზისებს, დანაკარგებს და გაჭირვებას, მაგრამ, ამავდროულად, ყოველ ჯერზე ახერხებენ ცხოვრების ნულიდან დაწყებას, ყველაფერს ახლიდან აშენებენ. მათ წარმოუდგენელი ნიჭი აქვთ, მათი ყველა სურვილი რეალიზდება, თუ მათ ეს ნამდვილად სურთ. გველმჭერები არიან მებრძოლები, დაბრკოლებებისა და პრობლემების გადალახვით ისინი მხოლოდ ძლიერდებიან. არ არსებობს სიტუაცია, რომელიც მათ გატეხს.

ყვავი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარმოუდგენელი სიბრძნე, გამჭრიახობა, ზოგჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც კი. მათი სიტყვები, აზრები, განწყობა დიდ გავლენას ახდენს სხვებზე. ისინი ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ, ყველაფერს თავმდაბლად იღებენ ყველაფერს, რასაც ბედი მოუტანთ, იციან როგორ მოერგონ ნებისმიერ რთულ პირობებს. განვითარების მაღალი დონის შემთხვევაში, ხშირად აღმოაჩენენ მკურნალის ნიჭს. მათ აქვთ შეუდარებელი ინტუიცია, ზოგჯერ წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც კი ხედავენ, იციან როგორ შთააგონონ ადამიანები ახალი მიღწევებისთვის.

მწყემსი. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთ ცხოვრება კოლექტივის მიღმა, ეს ხომ მათი სამწყსოა, რომლის უკეთესი ცხოვრებისკენ წარმართვა შეუძლიათ. როგორც წესი, მათ აქვთ ძალიან ძლიერი შინაგანი რწმენა და სულიერი განვითარების მაღალი დონე. მათ შეუძლიათ ყველაზე დაკარგული სულიც კი ჭეშმარიტ და ნათელ გზაზე დააყენონ. ასეთ ადამიანთან მუდმივი კომუნიკაციით, ადამიანების უმეტესობა იწყებს მატერიალურის ნაცვლად, სულიერი ფასეულობების დაფასებას, ვიღაც მენტორსაც კი პოულობს მათი სახით. მწყემსები აბსოლუტურად უანგაროები არიან, ადამიანების დახმარება მათი შინაგანი მოთხოვნილებაა. ისინი არიან საუკეთესო მასწავლებლები, ლიდერები, აღმზრდელები, მენტორები.

მხედარი. ეს ადამიანები დაბადებიდან არიან დაჯილდოვებულნი წარმოუდგენლად ძლიერი სექსუალური ენერგიით და მიზიდულობით. მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიან ძლიერ მიზიდულობას საპირისპირო სქესის მიმართ, მათთვის ურთიერთობების თემა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არიან შეუპოვრები, ვნებიანები, აქვთ გამარჯვების დაუძლეველი სურვილი ყოველთვის და ყველაფერში, სურთ იყონ პირველები და საუკეთესოები. ისინი იდეალისტები, რომანტიკოსები, მეოცნებეები არიან. ისინი მიდრეკილნი არიან გმირობისკენ, თვითგადარჩენის ინსტინქტის დაკარგვისკენ. ესენი არიან ძალიან ძლიერი და გამძლე ადამიანები, მათი ცხოვრება დუღს და ბობოქრობს, ძირითადად საკუთარი გადაჭარბებული ემოციურობის გამო. მათთვის ძალიან რთულია საზოგადოების ნორმებისა და წესების დაცვა, მაგრამ ამის სწავლა აუცილებელია, მნიშვნელოვანია, რომ ძალა და ენერგია კარგი მიმართულებით წარმართონ.

ეტლი. ძალიან ნიჭიერი ადამიანები, მათი ცხოვრების საფუძველი ცოდნაა, ისინი მუდმივად ცდილობენ შეისწავლონ რაიმე ახალი, შეიძინონ ახალი უნარები და შესაძლებლობები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საქმეში მიაღწიონ უმაღლეს პროფესიონალიზმს, გამოავლინონ მთელი თავიანთი შესაძლებლობები. ისინი უპრობლემოდ ახერხებენ რეალიზებას სხვადასხვა სფეროში. მათ თავში გამუდმებით იბადება ღირებული აზრები და იდეები, რომლებსაც მაშინვე აქცევენ რეალობად. მათ შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. არიან ოპტიმისტები, რომლებმაც იციან როგორ დამუხტონ სხვები თავიანთი პოზიტივით. მათი განწყობის წყალობით, ისინი ყოველთვის ახერხებენ მიაღწიონ იმას, რაც სურთ.

გემი. ამ ადამიანებში არ ქრება სიახლისა და თავგადასავლების წყურვილი. რუტინა და სტაბილურობა თრგუნავს მათ. ისინი ქვეცნობიერად არიან განწყობილნი ცვლილებებისთვის, ინტუიციურად გრძნობენ ცხოვრების სწორ მიმართულებას, ასე რომ, ისინი არასოდეს რჩებიან არაფრის გარეშე. ისინი შესანიშნავად ორიენტირებენ დროსა და სივრცეში, შეუძლიათ მოცემულ დროს მოიძიონ ყველაზე საჭირო ინფორმაცია. ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად მოძრაობენ, იცვლიან ბინებს, სახლებს, ქალაქებს და ქვეყნებსაც კი. ესენი არიან რომანტიკოსები და მოგზაურები, რომლებიც ყველგან თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

მონადირე. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რაც მათ საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ ადამიანთა უზარმაზარ მასებზე. მათ შეუძლიათ გამოთვალონ, იფიქრონ, აწონონ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ შეცდომებს თითქმის არასოდეს უშვებენ. თუმცა, მათმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ბოროტი სამსახური გაუწიოს მათ და ისინი დარჩნენ ისეც იქ სადაც იყვნენ, ვერ მიაღწიონ წარმატებას. ცხოვრება ხშირად აყენებს მათ ურთულესი არჩევანის წინაშე, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება საბედისწეროა და გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათ ბედზე, არამედ მათ გარშემო მყოფთა ცხოვრებაზეც. ხშირად ხდება, რომ მონადირეები ცხოვრებაში კარგავენ თითქმის ყველაფერს, მაგრამ შემდეგ ძალიან სწრაფად აღადგენენ დანაკარგს.

ვეშაპი. ესენი არიან ყველაზე ფხიზელი, აუღელვებელი და ურყევი ადამიანები. ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გარემოებას უყურებენ როგორც მოცემულობას. რატომ უნდა ინერვიულონ? მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ მათ აქვთ წარმოუდგენელი ძალა, სიცოცხლისუნარიანობა, მაღალი ფსიქიური სტაბილურობა, არიან დაუღალავები და ეს ყველაფერი საშუალებას მისცემთ გაუძლონ ცხოვრების ყველაზე საშინელ სირთულეებს. ისინი ძალიან ასკეტები არიან, ცხოვრებისთვის ბევრი არ სჭირდებათ, მშვიდად უმკლავდებიან მატერიალურ სიძნელეებს, შეზღუდვებს. ისინი ახერხებენ ნებისმიერი ქაოსის წესრიგად გადაქცევას, გარშემომყოფთა შინაგანი ემოციური მდგომარეობის დაბალანსებას და ჰარმონიზაციას მხოლოდ მათი იქ ყოფნით.