როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი ჯანჯაფილითა და კურკუმით

0
1132

ხანდახან, ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ასაკის მოტყუება. ჩვეულებრივ, მათ, ვისაც სასიამოვნო გარეგნობა შუა ხნის ასაკამდე შეუნარჩუნდა, საღი გონება და განსაკუთრებული, ძალიან ძლიერი ენერგეტიკაც აქვთ.

მე ყოველთვის მიხარია მსგავსი შეხვედრები: სასიამოვნოა, ხედავდე ადამიანს, რომელმაც არ გაფლანგა საკუთარი თავი, ძალისხმევა ჩადო და ყოველდღე სრულყოფილად ცხოვრობს. ღრმა სიბერემდე თითოეულ დღეს ღირსეულად და ლამაზად ატარებს. ალბათ, სწორედ ესაა ბედნიერება…

Photo credit: Depositphotos

გაახალგაზრდავება სახლის პირობებში

მარტივ პროცედურას, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, გავეცანი ასაკის დამმარცხებელ ქალბატონთან საუბრისას. ესაა დედაჩემის თანამშრომელი, 84 წლის გენეფა ტადეუშნა. თუმცა, მისი გარეგნობა…

იგი ხორცშესხმული ღირსებაა, აქვს ლამაზი ფიგურა, მისი ჭაღარა თმა სალონის მოდურ ქოლორირებას ჰგავს, ნაოჭებიც კი განსაკუთრებული აქვს. თითქოს, ისინი აქვს, როგორც ყველა მოხუცს, თუმცა, იმდენად ზედაპირულია, რომ თითქმის არ ჩანს. შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო მის გარეგნობაზე, რამდენადაც გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული.

გენეფა ტადეუშნა მომიყვა, რომ ნიღბების გამოყენება ახალგაზრდობაში, 25 წლის ასაკში დაიყო. მაშინ უკვე მედდა იყო, რომელიღაც ექიმმა კი სახისთვის ჯანჯაფილი ურჩია. უცნაურია? იქნებ, გაშინებდეთ კიდევაც, რამდენადაც ესაა მწველი პროდუქტი. თუმცა, მისი ეფექტი…

Photo credit: Depositphotos

ჯანჯაფილისა და კურკუმას ოქროს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ჯანჯაფილის ახალდახეხილი ფესვი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა

მომზადება

1. შეურიეთ წვრილად დახეხილი ჯანჯაფილი, თაფლი და კურკუმა. წაისვით სახეზე 10 წუთით. ნუ აღელდებით, თუ მსუბუქ წვას იგრძნობთ, ეს გამახურებელი ნიღაბია. სწორედ ამ თვისების გამო უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და სწორდება ნაოჭები.

Photo credit: Depositphotos

2. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლი. კარგი იქნება, თუ პროცედურის შემდეგ სახეს ბროწეულის წვენის დაისველებთ. იგი შეიცავს დაუჯერებელი რაოდენობის ანტიოქსიდანტებსა და ხილის მჟავებს, რომლებიც კანს უბადლოდ ანაზებს.

ეს პროცედურის აუცილებელი ნაწილი არ გახლავთ, ესაა დამატებითი, გამაძლიერებელი მოქმედება ჯანჯაფილისა და კურკუმასთვის. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ახლადდაწურული წვენი: მოამზადეთ იგი ცოტაოდენი მარცვლისგან და დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.

Photo credit: Depositphotos

სახლის პირობებში გაახალგაზრდავება რთული კოსმეტიკური პროცედურებისა და ზეძვირადღირებული პრეპარატების გარეშეც შეიძლება! ახლა დაწვრილებით გაგარკვევთ, თუ რატომაა ამ ოქროს ნიღბის ინგრედიენტები ეფექტური და როგორ გავლენას ახდენენ ისინი კანზე.

სახლის ნიღბის საიდუმლო

1. ჯანჯაფილი

იგი უბრუნებს კანს ელასტიურობას, მოჰყავს ტონუსში. კანზე მოხვედრისას, კოჭა თითქოს აღვიძებს მას ძილისგან, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანის ყველაზე ღრმა ფენებშიც კი. ამის წყალობით, სახის ტონი ჯანსაღდება და ღიავდება, კანი იწყებს ელვარებას. მოშვებული კანი იჭიმება, გლუვდება წვრილი და ცოტათი ღრმა ნაოჭები.

კოჭა ანაყრებს კანს ვიტამინებით და აუმჯობესებს მის დამცავ თვისებებს. კანი უკვე არც ისე მწვავედ რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებებსა და სხვა გარე-გამღიზიანებლებზე, იზრდება კანის ბარიერული ფუნქცია, თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ.

თუ მშრალი კანი გაქვთ, არ იდარდოთ იმაზე, რომ მწველი ჯანჯაფილი მას უფრო მეტად გამოაშრობს. პირიქით, ჯანჯაფილი ღრმად დაატენიანებს კანს, სასწაულებრივად ავსებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით.

Photo credit: Depositphotos

2. კურკუმა

ეს სანელებელი შეიცავს ასკორბინის მჟავას. მისი მოქმედების წყალობით, კანი აქტიურად იწყებს კოლაგენსი გამომუშავებას. აგრეთვე, კურკუმა შეიცავს ნიაცინს, რომელიც აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს.

კურკუმა აღიავებს კიდევაც კანს! პარადოქსია, თუმცა, ტოქსიკური ყვითელი ფერის ფხვნილი პიგმენტურ ლაქებსაც კი ათეთრებს, ავიწროვებს ფორებს და ხავედროვან სტრუქტურას აძლევს კანს. თუ ფიქრობთ, რომ კურკუმა კანს გააყვითლებს, ჩამობანის შემდეგ, წაისვით სახეზე ლიმონის წვენი – იგი მოაშორებს სიყვითლეს.

ნებისმიერი სიყვითლე მოშორდება ბროწეულის წვენითაც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. გარდა ამისა, ჯანჯაფილის ნიღბის გამოყენება უკეთესია საღამოობით, რათა დილით უკვე ვეღარ იხილოთ დიდებული კურკუმას კვალი სახეზე.

Photo credit: Depositphotos

3. თაფლი

ეს დამატებითი კომპონენტი სულაც არაა. თაფლი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ანელებს უჯრედებში მჟანგველობით პროცესებს და ანელებს დაბერების პროცესს, აგრეთვე, მის შემადგენლობაშია თუთიაც, რომელიც სიბერესა და ნებისმიერი სახის ანთებით პროცესს ებრძვის.

ჯანჯაფილთან და კურკუმასთან ერთად, თაფლი არამხოლოდ აღიავებს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ აქრობს ნაკლებსაც. მაგალითად, წვრილ ნაწიბურებსა და შრამებს. სახლის პირობებში კანის გაახალგაზრდავებას უამრავი დამატებითი ბონუსიც ახლავს! სახეზე შებერილობაც კი შემსუბუქდება, ტუჩზემოთ ბუსუსები შემცირდება, რადგან ჯანჯაფილს ეს შეუძლია: მისი მწველი ძალა ანადგურებს თმის ფოლიკულებს, რომლებიც სახეზე ნამდვილად ზედმეტია.

Photo credit: Depositphotos

გავრცელებული კითხვები

1. რომელ ასაკში უნდა გავიკეთოთ ნიღბები?

ნიღაბი ქალისთვის ნებისმიერ ასაკში იქნება სასარგებლო. რაც უფრო დაიწყებთ მის გამოყენებას, მით უკეთესი. თუ გაახალგაზრდავების პროცედურას უფრო ხანში შესული ქალი ჩაიტარებს, შედეგს უფრო სწრაფად შენიშნავს, რამდენადაც მის სახეზე დროის კვალი უკვე აღინიშნება. თუმცა, ახალგაზრდა გოგონებიც კმაყოფილი იქნებიან ნიღბის მატონიზებელი, დამატენიანებელი და გამაღიავებელი მოქმედებით.

აგრეთვე, ამ ნიღბის გამოყენება შეიძლება კანის ნებისმიერი ტიპისთვის. თითოეულ სახეობაზე ახდენს გარკვეულ სამკურნალო გავლენას.

Photo credit: Depositphotos

2. რამდენად სწრაფად დადგება შედეგი?

პირველივე გამოყენების შემდეგ. არ ვხუმრობ! ნიღბის ჩამობანისთანავე, ქალი ამჩნევს, რომ სახე, თითქოს, გაახლდა, დაიჭიმა. მესამე გამოყენების შემდეგ, კანის ღრმა ფენებში დაიწყება რეგენერაციის პროცესები, ნაოჭები თანდათან გაქრება.

Photo credit: Depositphotos

3. რამდენად ხშირად შეიძლება ნიღბის გამოყენება?

კვირაში სამჯერ. ესაა პროცედურათა ოპტიმალური რაოდენობა. თუ ნიღაბს კვირაში ზუსტად სამჯერ გამოიყენებთ, ეფექტი თვალსაჩინო იქნება. ამავდროულად, კანი მოასწრებს დასვენებასა და განახლებას, გამოყენებებს შორის ინტერვალში.

4. როდის წავისვათ ოქროსფერი ნიღაბი?

საღამო საუკეთესო დროა ამისთვის. ჯანჯაფილის ზემოქმედებით, კანი ხურდება, ამიტომ პროცედურის შემდეგ კარგია სახლში დარჩენა, განსაკუთრებით, წლის ცივ პერიოდში. აგრეთვე, საღამო კარგია იმითაც, რომ კანი აღარ დაიტვირთება დეკორატიული კოსმეტიკით.

5. გაყვითლდება თუ არა კანი ოქროსფერი ნიღბით?

არა, არ გაყვითლდება. რეცეპტი იდეალურად სწორადაა გათვლილი, ამიტომ კურკუმა დადებითად იმოქმედებს კანზე ისე, რომ მას არ შეღებავს. თუ ძალიან ღია ფერის კანი გაქვთ, შენიშნავთ მსუბუქ სიყვითლეს, რომელიც, ჩამობანის შემდეგ, სწრაფად გაივლის. აგრეთვე, კანს გაათეთრებს ლიმონის ან ბროწეულის წვენი.

Photo credit: Depositphotos

6. აქვს თუ არა უკუჩვენებები ამ ნიღაბს?

თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, გაიჩერეთ ნიღაბი უფრო ცოტა ხნიტ, მაგალითად, 5 წუთით. ეფექტი მაინც შესამჩნევი იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანის საფარი მართლა გამოირჩევა ზედმეტი მგრძნობელობით. დანარჩენ შემთხვევებში, პროცედურის დროის შემცირებას აზრი არ აქვს.

5 წუთით გაიჩერეთ ნიღაბი მაშინაც, თუ კანზე სისხლძარღვოვანი კვანძები გაქვთ. თუმცაღა, ბევრ ქალს შეუნიშნავს, რომ ჯანჯაფილი აძლიერებს სისხლძარღვებს, ამიტომ კვანძები უფრო სწრაფად გაქრება, თუ ნიღაბს რეგულარულად გაიკეთებთ.

7. რა შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი?

თუ კანზე ღია ჭრილობები ან სხვა დაზიანებებია, ნიღბის გამოყენება არ შეიძლება: მწველი ჯანჯაფილი ძლიერი წვის შეგრძნებას გამოიწვევს.

Photo credit: Depositphotos

სცადეთ ეს ნიღაბი მხოლოდ ერთხელ და მრავალი წლის განმავლობაში მისი თაყვანისმცემელი გახდებით. თქვენს სხეულსა და სულს კი ახალგაზრდობას ვუსურვებ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ