მოამზადეთ ეს სასუქი და აღადგინეთ თუნდაც მომაკვდავი მცენარეები

0
29982

ყვავილები ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მკვეთრი სამკაულია. ალბათ, სწორედ ამიტომ ზრდიან ადამიანები მათ არამხოლოდ ბაღებში, არამედ სახლებშიც. სასიამოვნოა, როცა ფანჯრის მიღმა თოვს, ფანჯრის რაფაზე კი მცენარეები ყვავის.

Photo credit: Depositphotos

ოთახის ფლორის მრავალი წარმომადგენელი ალამაზებს ინტერიერს, წმენდს ჰაერს, შთანთქავს მავნე მინარევებს, გამოყოფს ეთერზეთებსა და ფიტონციდებს. ჯანსაღი, ლამაზი და უხვად აყვავებული მცენარეები ნატურალური სასუქების გარეშე მარტივად ვერ გაიზრდება.

ოთახის მცენარეების შესუქების აუცილებლობა განპირობებულია, პირველ რიგში, საკვები გარემოს სიმცირით. მაშინაც კი, თუ სულ ცოტა ხნის წინ გადარგეთ მწვანე მეგობარი უფრო დიდ ქოთანში, რამდენიმე თვეში მაინც მოითხოვს დამატებით საკვებს. გამონაკლისია სიმშვიდის პერიოდი: მცენარეს ამ დროს არ სჭირდება დამატებითი კვება.

Photo credit: Depositphotos

ყვავილებს სასუქი რომ სჭირდება, ამის ნიშნებია: ნელი ზრდა, სუსტი ღეროები, ჩამომჭკნარი ფოთლები, აყვავების გადადება. ნუ მიიყვანთ მცენარეებს ამ მდგომარეობამდე. ახლა გაგიზიარებთ ნატურალური სასუქის რეცეპტებს ამ მიზნით.

ოთახის მცენარეების სასუქი

1. ყავის ან ჩაის ნარჩენები

შემდეგში, ფინჯანი არომატული სასმლის დალევისას, ნუ გადაღვრით ყავის ნალექს, შეურიეთ იგი ქოთნის მიწას. ამ ხრიკით, ნიადაგი უფრო ფხვიერი და მსუბუქი გახდება, გაიზრდება მისი მჟავიანობა, მასში მეტი ჟანგბადი გაჩნდება. თუ პომიდორს რგავთ, აუცილებლად დაუმატეთ ნიადაგს ნალექი – ბოსტნეულს იგი ძალიან უყვარს.

ყვავილების სასუქად შეიძლება ჩაის გამოყენებაც. დაყენებული ჩაის ნარჩენები აფხვიერებს ქოთნის ნიადაგს, ხდის მას მსუბუქსა და ჰაეროვანს. თუმცა, ამავდროულად, იზიდავს ჭიანჭველებსა და მუმლს.

2. შაქარი

მორწყვამდე თანაბრად მოაყარეთ მიწის ზედაპირს 1 ჩ.კ. შაქარი ან გააზავეთ 2 ჩ.კ. შაქარი 1 ჭიქა წყალში. ასეთი სასუქი კვირაში არაუმეტეს ერთხელ უნდა გამოიყენოთ. იგი ყველაზე მეტად ფიკუსს უყვარს.

3. ხახვის კანი

ჩვეულებრივი, ჩვენთვის საყვარელი ხახვი წარმატებით გამოიყენება არამხოლოდ კულინარიაში, არამედ მემცენარეობაშიც. ხახვის კანი, როგორც აღმოჩნდა, ეფექტური სასუქია მცენარისთვის. მეტიც, მისი კანის ნაყენი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ანადგურებს მავნე მიკროფლორას.

ასეთი სითხე ებრძვის აბლაბუდიან ტკიპას, ტრიპსებსა და ბუგრებს. მის მოსამზადებლად, 1 ლ ხმელ კანს დაასხით 2 ლ თბილი წყალი, აადუღეთ, კარგად დაახურეტ და დააყენეთ 2 დღით. ამის შემდეგ, გადაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ მოსარწყავად.

4. საფუარი

მისგან შესანიშნავი ზრდის მასტიმულირებელი ხსნარის მომზადება შეიძლება. იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდაზე და ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას.

ნიადაგში საფუვრის დამატების შემდეგ, გაიზრდება მიკროორგანიზმების აქტივობა, დაიწყება ნახშირორჟანგის გამოყოფა. საფუვრის სასუქის მომზადების ყველაზე მარტივი გზაა სტანდარტული შეკვრის გახსნა 5 ლ თბილ წყალში. გამოიყენეთ მიღებული ხსნარი დანიშნულებისამებრ, გაგრილებამდე. ეს სასუქი უყვარს ნემსიწვერასა და იორდასალამს.

5. კვერცხის ნაჭუჭი

მას თითქმის ყოველდღე ვყრით ნაგვის ურნაში, არადა, იგი ძვირფასი სასუქი შეიძლება გახდეს. კვერცხის ნაჭუჭი მდიდარია კალციუმით, რომელიც ანეიტრალებს ნიადაგის მჟავიანობას. ამიტომ, მინერალური სასუქის (რომელიც ზრდის ნიადაგის მჟავიანობას) გამოყენებისას, მის გასანეიტრალებლად, ნაჭუჭი გამოიყენება.

უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად უნდა გარეცხოთ, გააშროთ და დააქუცმაცოთ, შემდეგ მოაყაროთ ნიადაგს. იგი ნელა იშლება, ამიტომ ზომიერად უნდა გამოიყენოთ. დააქუცმაცეთ მაქსიმალურად წვრილად.

6. ბანანის ტყავი

მარტივია: ბანანის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, კალციუმსა და ფოსფორს – ეს სწორედ ისაა, რაც მცენარეს სჭირდება! როცა ყველა ეს ელემენტი ნიადაგში იშლება, ისინი შესანიშნავად კვებავს მცენარეებს, ხელს უწყობს სწრაფ ზრდასა და ყვავილობას.

სასუქის მოსამზადებლად, ბანანის კანი შეგიძლიათ გაახმოთ, მოხალოთ, დაჭრათ, გამოაცხოთ ან ჩაალბოთ წყალში. მისგან მომზადებული სასუქი გაცილებით ეკოლოგიური და ნატურალურია, ვიდრე მაღაზიის. ბანანის კანი ძალიან უყვარს ვარდებს.

7. ფერფლი

იგი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიასა და გოგირდსაც კი. თანაც, კალიუმი და ფოსფორი მცენარისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ფორმაშია, რის გამოც ხის ფერფლი ყვავილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მხოლოდ იმ ფერფლზე, რომელიც მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად მიიღება.

ფოთლოვანი ხეების ფერფლი წიწვოვნისას სჯობს. მინერალური ნივთიერებების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს ბალახოვანი და ბურღულოვანი მცენარეების ფერფლი. იგი კვებავს და ამჟავებს ნიადაგს, ქმნის კეთილშობილ პირობებს ნიადაგის მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის, განსაკუთრებით, აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიებისთვის.

ფერფლის ხსნარის მოსამზადებლად იღებენ დაახლოებით 100-150 გ ფერფლს 1 სათლ წყალზე. დააყენეთ მასა რამდენიმე დღით, გამოყენებისას კი მუდმივად მოურიეთ, რათა მცენარეს მიაწოდოთ უხსნადი ნალექი, რომელიც შეიცავს ფოსფორს.

8. ფორთოხლის ქერქის ნაყენი

ციტრუსისგან სასუქის მოსამზადებლად, მისი ცედრა დააქუცმაცეთ, გაავსეთ ნედლეულით ლიტრიანი ქილის მესამედი და პირთამდე დაასხით მდუღარე წყალი.

დააყენეთ ასეთი სითხე რამდენიმე დღით, შემდეგ ამოიღეთ ქერქები და მორწყეთ ყვავილები. თუ მას შხეფის ბოთლით გამოიყენებთ, ხელს შეუშლით აბლაბუდიანი ტკიპის გაჩენას.

9. აკვარიუმის წყალი

იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ასტიმულირებს მცენარეების ზრდას, იგი ძალიან რბილია, აქვს ნეიტრალური pH დონე. თუმცა, მისი სასუქად გამოყენება მხოლოდ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია რეკომენდებული – როცა მცენარეს ფოთლები და მორჩები აქტიურად იზრდება.

ახლა უკვე იცით, რომ ყვავილების სასუქი მარტივად გადაწყვეტს მრავალ პრობლემას, რომლებიც ქოთნის მწვანე მეგობრებს უკავშირდება. დაე, თქვენი ოთახის ყვავილები მუდმივად გახარებდნენ სილამაზითა და მიმზიდველობით, მთელი წლის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ