
ნუ დაელოდებით პირველი ნაოჭების გაჩენას იმის გასაგებად, თუ რა არის სახის ტანვარჯიში. ინტერნეტი სავსეა სახის სხვადასხვა სავარჯიშოს ვიდეოებით. მეტიც, ბევრი ქალისთვის ფეისბილდინგი უკვე ყოველდღიური ბიუთი-რუტინის განუყოფელი ნაწილია.

სახის სავარჯიშოების ზოგიერთი სახეობა ადრეც გაგიზიარეთ, ახლა კი გთავაზობთ ეფექტური სავარჯიშოების ნაკრებს ფეისბილდინგის პროფესიონალი ინსტრუქტორის, დანიელ კოლინზისგან. აღსანიშნავია, რომ სახის იოგის საკითხში, ეს ქალბატონი თავად მეგან მარკლს უწევს კონსულტაციას.
სახის ტანვარჯიში: ვიდეოები
რას გვაძლევს სახის სავარჯიშოები? პირველ რიგში, რეგულარული სავარჯიშოების წყალობით, თქვენ შეძლებთ წვრილი ნაოჭების გასწორებას. მეორეც, ცხვირ-ტუჩის ნაკეცის რელიეფი შემცირდება, სახის კუნთები კი ტონუსში მოვა. გარდა ამისა, სისხლის მიწოდების გაუმჯობესების გამო, კანი ჟანგბადით გაიჟღინთება. ეს შეამცირებს აუტანელ სიშავეებს თვალქვეშ.

ფეისბილდინგის ტრენერი, დანიელ კოლინზი გვირჩევს, გადავიღოთ სახის ფოტო ყველა სავარჯიშოს დაწყებამდე. ეს დაგვეხმარება შედეგების შედარებასა და მკვეთრი პროგრესის შემჩნევაში. აგრეთვე, შეასრულეთ ყველა სავარჯიშო სარკის წინ.
სახის სავარჯიშოები
1. პირველი სავარჯიშო დაგეხმარებათ სახის ქვედა ნაწილის ამუშავებაში. ამისთვის, შეწიეთ ლოყები, ტუჩებით კი გამოსახეთ ასო “O”. შემდეგ დაფარეთ ზედა და ქვედა კბილები ტუჩებით, თითქოს ასე ცდილობთ გაღიმებას. გამოწიეთ და შეზნიქეთ ტუჩი ხელახლა, გაიმეორეთ 5-6-ჯერ.
შეზნექილი ტუჩები და ღიმილი არ დაარღვიოთ, დაიდეთ თითი ნიკაპზე. იკბინეთ ტუჩზე და წამოწიეთ თავი მაღლა, თითის დახმარებით. მან უნდა შექმნას დამატებითი მცირე წინააღმდეგობა. გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენჯერმე.
2. მომდევნო სავარჯიშო დაგეხმარებათ თვალების გარშემო ნაოჭების გასწორებასა და კუნთების ტონუსში მოყვანაში. შესრულებამდე, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. შემდეგ დაიდეთ თითები თვალების კუთხეებზე, თითებით ასო “V” რომ მიიღოთ. შემდეგ დაიწყეთ ქვედა ქუთუთოების დახუჭვა, კანკალი რომ დაიწყოს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით. გაიმეორეთ სავარჯიშო 1 წუთის განმავლობაში.
3. ტუჩის წრიული კუნთის გასაძლიერებლად, შეასრულეთ შემდეგი სავარჯიში: ამისთვის დაჭიმეთ ტუჩები “O” ასოს ფორმით, შემდეგ კი, საჩვენებელი თითებით, დაიზილეთ ტუჩები მთელ წრეზე. გაიმეორეთ მოძრაობა 1 წუთის განმავლობაში.
სახის მარტივი სავარჯიშოები
4. შემდეგი სავარჯიშოსთვის ჩაის კოვზი დაგჭირდებათ. ჩაიდეთ მისი სახელური პირში და მოუჭირეთ ტუჩები. დაიდეთ საჩვენებელი თითები ცხვირ-ტუჩის ნაკეცზე და დაიწყეთ კოვზის წამოწევა ტუჩებით. თითები საჭიროა მცირე წინააღმდეგობის გასაწევად. გაიმეორეთ მოქმედება ათჯერ. თუ გიჭირთ, ცოტა ხნით შეისვენეთ.
5. კისრიდან დაჭიმულობის მოსახსნელად, შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშოები. გადაწიეთ თავი უკან და გადაატარეთ თითები კისრის მთელ ზონასა და სახეს მსუბუქი დაკვრითი მოძრაობებით. ტემპი სწრაფი უნდა იყოს. ამასთან, არ დაივიწყოთ სწორად სუნთქვაც. გაიმეორეთ ეს 1 წუთის განმავლობაში.
6. შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარებათ სახის კუნთების დაჭიმულობის მოხსნასა და მოდუნებაში. დაფარეთ თვალები სამი თითით, ნეკები დაიდეთ დამუწულ ტუჩებზე, დიდი თითები – ყურებზე. ისუნთქეთ ნელა და ღრმად 1 წუთის განმავლობაში.
7. სახის დაჭიმვაში მარტივი სავარჯიშო დაგეხმარებათ. შეწიეთ ტუჩები შიგნით და დაიჭირეთ პირით ფანქარი (ჰორიზონტალურად). საჩვენებელი თითების დახმარებით, დაჭიმეთ ლოყებზე კანი და გადაწიეთ თავი უკან. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ გასწორდით და გაიმეორეთ მოქმედება ხუთჯერ.
სოციალურ ქსელებში, დანიელ კოლინზის მრავალ სხვა სავარჯიშოსაც იპოვით. გარდა ამისა, ტრენერს აქვს თავისი ბლოგიც, სადაც თავის მიმდევრებს უზიარებს სასარგებლო ინფორმაციას. ყველაფერი ხელმისაწვდომია, ამიტომაც მარტივად შეძლებთ ამ თემაში გაცნობიერებას.
გინახავთ მანამდე მსგავსი ვიდეო ან გივარჯიშიათ ასე? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.