მონეტის საყინულეში მოთავსება სახლიდან ყოველი გასვლის წინ. რამდენიმე ხრიკი მაცივრების მწარმოებლებისგან.

0
101

ჩვეულებისამებრ, ერთ დღეს სამსახურისკენ გავეშურე, შინ დაბუნებული კი ძალიან გაოცებული დავრჩი. როგორც კი მაცივრის კარი გამოვაღე იქიდან საჭმლის გამოსაღებად, მაშინვე ვიგრძენი, რომ გუბეში მედგა ფეხები. როცა შუქი ავანთე, შევნიშნე, რომ წყალი მთელს იატაკზე იყო დაღვრილი. მალევე მივხვდი, რომ მაცივრიდან წვეთავდა. მასში ისეთივე ტემპერატურა იყო, როგორც ზამთარში გამთბარ სახლში, შესაბამისად, ყინულიც უკვე დიდი ხნის გამლღვალი იყო. იმ საღამოს მაცივრიდან საჭმელი გამოვალაგე, დილით კი ხელოსანი გამოვიძახე. მან მოწყობილობა დაახლოებით ნახევარ საათში შეაკეთა.

ხელოსანმა ერთი პრაქტიკული ხრიკი მასწავლა. ზოგადად, საყინულის კამერის მწყობრიდან გამოსვლის ადრეული სიმპტომები ადრიანადვე ჩნდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება. ამის გამორკვევა კი მარტივად შეიძლება. უბრალოდ საშუალო ზომის კონტეინერი წყლით აავსეთ და შედგით საყინულეში გასაყინად, მის თავზე კი მონეტა მოათავსეთ, რომელიც ერთგვარი ინდიკატორის როლს შეასრულებს.