სამსახურიდან საიდუმლოდ ჩავედი საკურორტო სასტუმროში, წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი

0
103

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ზოგჯერ ჩვეულებრივი მივლინება შეიძლება დეტექტიურ სერიალად გადაიქცეს. სწორედ, მსგავსი რამ გადახდა ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირს. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა მოხდებოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ მივლინებაში ყოფნის დროს.

მივლინება – ელენე უქმეებზე მივლინებაში წავიდა. ფირმამ მეზობელ ქალაქში გააგზავნა. გოგონა აუდიტორად მუშაობდა და ფარული შემოწმება უნდა ჩაეტარებინა ხუთვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროში. მას ასეთი ადგილები არ უყვარდა, მაგრამ სამსახურის გამო უწევდა ხოლმე მათი მონახულება. ამ შაბათ-კვირასაც იქ მოუწია მუშაობა. სასტუმროს გავლენიანი მომხმარებლები უჩიოდნენ, ამიტომ საჭირო იყო მისი შემოწმება.გოგონა პარასკევს საღამოს ჩავიდა ადგილზე და გადაწყვიტა პირდაპირ რესტორანში წასულიყო. მაგიდასთან დაჯდა და დაელოდა. ფაქტიურად მაშინვე მასთან ერთი სიმპათიური ბიჭი მივიდა: “გამარჯობა, შემიძლია აქ დავჯდე?” გოგონას ცოტა გაუკვირდა ეს ყურადღება. როგორც წესი, მამაკაცები მისით მაინცდამაინც არ ინტერესდებოდნენ და ამიტომ ის ზრდილობიანად დათანხმდა.

ახალი ნაცნობი – ამ კაცს ანტონი ერქვა. მათ დაიწყეს საუბარი. აღმოჩნდა, რომ კაცი ერთი კვირით იყო ჩამოსული. მას ძალიან უნდოდა ჩოგბურთის თამაში, მაგრამ ღირსეული მეტოქე ვერ მოენახა. ელენე საკმაოდ კარგად თამაშობდა ჩოგბურთს. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ჩოგბურთს ერთად ითამაშებდნენ. ვახშამმა ჩქარა ჩაიარა. ელენეს დაავიწყდა კიდეც, რომ მას საკვების ხარისხი უნდა შეემოწმებინა. ამის შემდეგ მან და მისმა ახალმა ნაცნობმა ცოტა დალიეს.იმ საღამოდან მას მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ მისი თანამგზავრი სადილს აქებდა. როგორც ჩანს, მართლა კარგი იყო. გადაწყდა, რომ ხვალ საკვებს უფრო ყურადღებით შეაფასებდა. მაგრამ, მას აშკარად ბევრი მოუვიდა კოქტეილების დალევა. დილით თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ გადაწყვიტა საუზმის გამოტოვება. როცა გამოკეთდა, ის და ანტონი კორტებზე წავიდნენ. ისინი იმდენ ხანს და ისე აქტიურად თამაშობდნენ, რომ იგი დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე.

ვახშამზე ისევ ბევრი ისაუბრეს. ელენემ გადაწყვიტა, რომ კოქტეილებს აღარ მიეძალებოდა. მან შენიშნა, რომ ოფიციანტები საკმაოდ ცუდად მუშაობენ და სერვისიც მოიკოჭლებდა. მან შენიშნა, რომ საკვებიც არც ისე კარგი იყო, თუმცა ანტონმა ეს გააპროტესტა. მისი თქმით, აქ საჭმელი არის ჯანსაღი, ზედმეტი შეწვისა და სოუსების გარეშე. შესაძლოა, გემო არც ისე კარგია, მაგრამ უფრო სასარგებლოა. და მან მიიღო მისი არგუმენტები.

ბოლო დღე – საუზმეზე ელენე შეხვდა ანტონს. მან შესთავაზა თერმული წყაროების მონახულება და დასვნება. დღე ისევ ერთად გაატარეს. ბევრი ისაუბრეს და იცინეს. ელენეს არ ეჯერებოდა, რომ ასე კარგად შეეძლო დროის გატარება. უქმეები დასრულდა. მისმა ახალმა ნაცნობმა მატარებლამდე მიაცილა. ტელეფონების ნომრები გაცვალეს და გოგონა სახლში დაბრუნდა.მხოლოდ მატარებელში მიხვდა, რომ მოხსენებაში დასაწერი არაფერი ჰქონდა. ისე იყო გატაცებული თავისი ახალი ნაცნობით, რომ მომსახურებისთვის ყურადღება თითქმის არ მიუქცევია. რესტორნის მომსახურეობისა და კერძების შესახებ მხოლოდ ანტონის სიტყვები გაახსენდა. მან გადაწყვიტა, რომ მოხსენებაში სწორედ ამას დაწერდა. მისი უქმეები მშვენიერი იყო, გამოდის, რომ იქ ნამდვილად კარგია.

მოვლენების მოულოდნელი განვითარება – მან დაასრულა მოხსენების წერა და გადაწყვიტა ანტონთან დაერეკა. რთული იყო ამის აღიარება, მაგრამ ელენე მისით დაინტერესდა. მას ისევ სურდა მასთან საუბარი, თუმცა ყურმილში შეატყობინეს, რომ მან არასწორი ნომერი აკრიფა. ძალიან დაღონდა, იფიქრა, რომ ტელეფონის ნომერი შეცდომით ჩაიწერა. გადაწყვიტა, რომ უქმეებზე ისევ დაბრუნებულიყო სასტუმროში.თვითონაც ვერ ხვდებოდა, რომ თავისი შემთხვევითი ნაცნობი შეუყვარდა. მან დაჯავშნა ოთახი შემდეგი შაბათ-კვირისთვის. გადაწყვიტა, რომ დასვენება ნამდვილად არ ავნებდა. ალბათ ანტონი ისევ იქ იქნება. დაელოდა უქმეებს და გამგზავრა.

ელენე რესტორანში იჯდა მაგიდასთან და ანტონის ნახვის იმედი ჰქონდა, თუმცა ის არცერთ მაგიდასთან არ იყო. მან გადაწყვიტა, რომ მამაკაცი სასტუმროდან უკვე გაემგზავრა და ამ დროს ის შენიშნა… ოღონდ არა დამსვენებლის სამოსში, არამედ მიმტანის ფორმაში. მანაც შენიშნა და ადგილზე გაიყინა. მას ჩვევად არ ჰქონდა საჯარო სკანდალების მოწყობა, ამიტომ დაელოდა სანამ ის საქმეს დაასრულებდა.ის თვითონ მიუახლოვდა ელენეს: “ელენე, მაპატიე. ეს ხელმძღვანელებმა დამავალეს. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლებით დამემუქრნენ”. ამ მომენტში ყველაფერს ნათელი მოეფინა. ანტონმა თქვა, რომ უფროსობამ წინასწარ იცოდა შემოწმების შესახებ და ხელის შეშლა გადაწყვიტა. ამიტომ ტრიალებდა უქმეებზე ანტონი ელენეს სიახლოვეს. ეს ძალიან არასასიამოვნო და ამაზრზენი იყო. მან თავი მოტყუებულად იგრძნო და მიხვდა, რომ ის გამოიყენეს.

ანტონმა ბოდიშის მოხდა სცადა, ისიც კი თქვა, რომ გრძნობები მასაც გაუჩნდა, მაგრამ ელენეს არაფრის მოსმენა არ სურდა. მან გეგმა მოიფიქრა. იმ საღამოს ნივთები ჩაალაგა და სახლში დაბრუნდა. დიდი ხანია თავი ასეთ სულელად არ უგრძვნია. საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორება და არა ცრემლების ღვრა.

მივლინება: შედეგები – ორშაბათს იგი მაშინვე მივიდა უფროსთან და ყველაფერი უამბო. ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რა თქმა უნდა, მან თავადაც იზარალა ამ აღიარების გამო, მას პრემია ჩამოართვეს, მაგრამ მათ იპოვეს ადამიანი, რომელმაც გააფრთხილა სასტუმროს მენეჯმენტი შემოწმების შესახებ. გაათავისუფლეს ერთ-ერთი  ხელმძღვანელი. აღმოჩნდა, რომ მან თავისთვის მცირე ბიზნესი აიწყო, აფრთხილებდა დაწესებულებებს შემოწმების შესახებ.ვინ იცოდა, რომ მივლინება ასეთ სკანდალად გადაიქცეოდა. ამ ყველაფრის გამო ელენე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა მან იცოდა, რომ ასე სწორი იყო. მან კარგი საქმე გააკეთა და მოიქცა ისე, როგორც პროფესიონალი. მან ისიც ისწავლა, რომ ყველას არ უნდა ენდოს. ის აუცილებლად შეხვდება ღირსეულ მამაკაცს, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორია იქნება.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ისტორიიდან? ცხოვრება სავსეა ღალატით და სიცრუით. თუმცა, ნუ ინერვიულებთ და გული ნუ დაგწყდებათ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სწორი არჩევანის გაკეთება და იქნებ მაშინ, ცხოვრება ცოტათი უფრო უკეთესი გახდეს.