გავიგოთ, გვაქვს თუ არა მაღალი ქოლესტერინი. ექიმები იყენებენ ამ მარტივ მეთოდს, რომელიც წამებში იძლევა პასუხს

0
109

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა მაღალი ქოლესტერინი.საკმარისია დავხედოთ ხელებს.

როგორ შევამოწმოთ საკუთარი თავი ქოლესტერინზე? – ექიმების აზრით, თუ ადამიანი ვერ ახერხებს უსახელო და ნეკა თითის ბოლომდე გასწორებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მის სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალია. საქმე ისაა, რომ მაღალი ქოლესტერინი პროვოცირებს ქსანტომების (ცხიმოვანი გროვების) გაჩენას. ხშირად, ისინი წარმოიქმნება კანის ქვეშ მყესების მიდამოში. ქსანტომები შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს, რაც იწვევს სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.ამ დაავადებას დუპუიტრენის კონტრაქტურა ჰქვია და მხოლოდ მათ არ ემართებათ, ვისაც ქოლესტერინთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ასევე გვხვდება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებშიც. მეოთხე და მეხუთე თითების მყესები იკუმშება და იჭიმება. ეს ართულებს მათ სრულად გასწორებას.

დააკვირდით თვალებს – ასევე, მაღალი ქოლესტერინის ნიშანია რქოვანას კიდეების მოთეთრო-ნაცრისფერი დაბინდვა (გერონტოქსონი) ან მოთეთრო-მოყვითალო ლაქები თვალებისა და ცხვირის ირგვლივ (ქსანთელაზმა). სპეციალისტების აზრით, ყველაზე საიმედო გზა ქოლესტერინის დონის გასარკვევად არის სისხლის ანალიზის ჩატარება. როგორც წესი, მაღალი ქოლესტერინი ფიქსირდება ხანდაზმულებში, ასევე მაღალი წნევისა და დიაბეტის დროს.თუ ქოლესტერინის დონე მაღალია, საჭიროა კვების რაციონის შეცვლა. მაგალითად, უარი უნდა თქვათ ცხიმიან საუზმეზე და უნდა გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე. მაგალითად, შვრიის ფაფა – მასში შემავალი უჯრედისი ეფექტურია მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლაში.