
ადრე თუ გვიან ყველას სურს იმიჯის კარდინალურად შეცვლა, რაღაც თამამი, უჩვეულო და გაბედულის შეტანა სტილში და საერთოდ ცხოვრებაში. ამ ამოცანას კი ყველაზე უკეთ ვარცხნილობის შეცვლა უმკლავდება. ამისთვის ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა გრადუირებული კარე! ვარცხნილობა საშუალო და მოკლე სიგრძის თმის მფლობელებს უხდებათ, ასევე ძალიან მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურება.
გრადუირებული კარე საშუალო სიგრძის თმაზე
20 თამამი გადაწყვეტილება
1. რა არის გრადუირებული კარე?
პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა არის გრადუირებული კარე. ამ ვარცხნილობას შეგიძლიათ უწოდოთ 2 საბაზო ვარცხნილობის ნარევი – კასკადი და კლასიკური კარე. ჩვეულებრივი კარესგან გადაჭრის ხაზით გამოირჩევა, რომელსაც კიბის ფორმა აქვს. გრადუირებული შეიძლება იყოს როგორც გამოხატული, ასევე ძლივს შესამჩნევი.
კლასიკური კარეს მკაცრი ფორმა ყველას არ უხდება, ხოლო გრადუირებული კარე მოედანია ექსპერიმენტებისთვის. ვარცხნილობა თითქმის ყველა გოგოს უხდება, მთავარია – სწორი ფორმა და დავარცხნის სტილი შეარჩიოთ.
2. დაგრძელებული გრადუირებული კარე
ერთ–ერთი ყველაზე ელეგანტური ვარიანტი საშუალო სიგრძის თმისთვის – დაგრძელებული გრადუირებული კარე.
ასეთი ვარცხნილობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთაგან შეგიძლიათ შეარჩიოთ ის, რომელიც თქვენი სახის ნაკვთებს და თმის ტიპს ხაზს უსვამს. შეგიძლიათ კეფა უფრო გააშიშვლოთ, ხოლო თმის კულულები დააგრძელოთ. ვარცხნილობა როგორც სწორ, ასევე ტალღოვან თმაზე შესანიშნავად გამოიყურება.
3. მოკლე გრადუირებული კარე
გრადუირებული კარე საშუალო სიგრძის თმას შესანიშნავად უხდება, მაგრამ მოკლე თმაზე არანაკლებ მოდურად და თამამად გამოიყურება. მთავარია, აქცენტები სწორად გააკეთოთ.
მოკლე გრადუირებული კარე კეფას მთლიანად აშიშვლებს, ხოლო გვერდითა თმა შეგიძლიათ წაგრძელებული დატოვოთ. ოპტიმალური სიგრძე – ყვრიმალის ხაზამდე.
თავად გარეგნობა თმის ვარცხნილობის ნიმუშს გაძლევთ, რომელიც კისრის ხაზს და სახის ოვალს ხაზს უსვამს.
4. გრადუირებული კარეს დავარცხნა
ასეთი ვარცხნილობის კიდევ ერთი უდაო პლიუსი – მარტივი დასავარცხნი. ვარცხნილობას ლამაზი ფორმა რომ მისცეთ, ცოტა სტაილინგი, ასევე დასახვევი დაგჭირდებათ, რომელიც თმას სწორს და გლუვს ხდის.
ასევე დაგჭირდებათ ნატურალური ჯაგრისი სავარცხელი, რომ თმას ბზინვარება შემატოთ.
ვარცხნილობით შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ამის გაკეთება მარტივია მაშინაც კი, თუ პროფესიონალი არ ხართ. მაგალითად, საღამოს წვეულებისთვის შეგიძლიათ გვერდებზე ელეგანტურად დაიხვიოთ ან დაიტალღოთ. ასეთი ვარცხნილობით უბრალოდ შეუდარებელი იქნებით!